განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვა და კოორდინირება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად რეკომენდაციების შემუშავება;
დ) აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაცია და დანერგვა;
ე) აღდგენითი მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება, შესაბამისი პროგრამების დანერგვა, განვითარება და პოპულარიზაცია;
ვ) მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სისხლის სამართლის მედიატორთა საქმიანობის მართვა და კონტროლი;
თ) განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ