კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
ა) არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა;
ბ) არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის;
გ) არასრულწლოვანი განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა;
დ) არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს;
ე) პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს;
ვ) არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
…თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი უნდა დაენიშნოს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის…
…მესაკუთრეს. ხა------ ვე-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ უნდა გაუქმდეს. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, 14-ე და 40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები) მე-11 მუხლით, 45-ე, 55- 57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს…
…იქნება კონფლიქტების მართვისა და ასერტული უნარების დასწავლაზე, ასევე ცხოვრებისეული ფასეულობის განმტკიცების ხელშეწყობაზე. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე- 1-, 29-ე მუხლის…
…ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7, მე-8, მე-14, 27-ე, 38-ე, მე-40, 45-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე მუხლების შესაბამისად და დ ა ა დ გ ი ნ ა: მ-----------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 15. განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 21. საქმისაგან განრიდება— საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე