განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
010100118002770194
დავის ტიპი
19 - 109 2 ბ
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N01-1-0118002770194

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურ-----ე

 

პროკურორი - ვლადიმერ თურ-----ე

 

ბრალდებული - გი-------------ანი

ადვოკატები - მზე---–------იძე, გვ--–ა თურ-----ე

 

კანონიერი წარმომადგენელი - ირმა ზა------ე

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი-------------ანი

მამის სახელი: თეიმურაზი

დაბადებული: 1-.1-.2--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: მოსწავლე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 616--------

მისამართი: ქ. ბათუმი, ჰო---------ას ქ. N1-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

19.1-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 1- ნოემბერს, დაახლოებით 1-:15 საათზე, ქ. ბათუმში, ლე----------ვის ქ. N80ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, არასრულწლოვანმა გი-------------ანმა თანნაქონი ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მა----ა ღი------–--ის განზრახ მოკვლის განზრახვით, ამ უკანასკნელს ზურგისა და ბეჭის მიდამოში მიაყენა ერთი შემავალი და ორი არაშემავალი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი მა----ა ღი------–--ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2018 წლის 1- ნოემბერს, ქ. ბათუმში, ლე----------ვის ქუჩა N80ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწოვან გ--ა წი----–-ძეს, მის თანმხლებ ასევე არასრულწლოვან პირებს და არასრულწოვან ზვ---- გვ----–-ას და მის თანმხლებ ასევე არასრულწოვან პირებს შორის მოხდა ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე გი-------------ანს მა----ა ღი------–--ემ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, წააქცია და სხვა დაუდგენელ ორ პირთან ერთად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

წაქცეულმა გი-------------ანმა, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა თავდაცვის მდგომარეობაში, მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან შეუსაბამოდ თანნაქონი დანის გამოყენებით მა----ა ღი------–--ეს ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, რომლებიც ერთიანობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

ფიზიკური დაზიანების მიღების შემდგომ კონფლიქტი მალე დასრულდა და მასში მონაწილე მხარეები დაიშალნენ.

 

დაჭრილი მა----ა ღი------–--ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. დაზარალებულ მა----ა ღი------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად მან დაადასტურა კონფლიქტში მონაწილეობა, გი-------------ანზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ კატეგორიულად უარყო ამ უკანასკნელის წაქცევა და სხვა პირებთან ერთად ცემა. დაზარალებულის ჩვენებით მან არ იცის ვინ მიაყენა დანით დაზიანება.

 

4. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კრებსის ანალიზით დადგენილია, რომ ჩაწერა განხორციელდა სამკურნალო დაწესებულებაში სადაც მოთავსებული იყო დაზარალებული მა----ა ღი------–--ე და ხვდებოდა მნახველებს. მათთან საუბრისას კი დაზარალებული მა----ა ღი------–--ე სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კონფლიქტის ფაქტზე ამბობდა შემდეგს: "...მე მეგონა, რომ ვუხსნიდი რაცხას, ინგა, მარა ბლატავი რომ დამიწყო, ეგრევე დავარტყი...კიდე დავარტყი... გეიქცა...გევეკიდე უკნიდან, კისერში ხელი მოვკიდე, გადმოვატრიალე და ძირში დავაგდე და სახეში ერთი სამჯერ ჩავარტყი... "

იგივე გარემოებაზე მა----ა ღი------–--ე სხვა პირებს ეუბნება შემდეგს: "...თმებში ხელი მოვკიდე და ვაფეთე ოთხჯერ სახეში. მოვუგე რა ჩხუბში...მოგკლავ ახლა მეთქი და ხელში დევინახე...დანა...მე დანის დარტყმა იმენნა ვერ გამიბედა წინ რომ მედგა, იმ დროს.. ასე კაცი განალახი არ მყავს. ასე თმებით გადავაწვინე...ჩვენ მოვკლავდით... იმას ხელში ჰქონდა და დაიბნა, გეიგე იგი ბიჭი. პირველად ვერ დამარტყა, მეორედ ვერ დამარტყა და ბოლოს დეიბნა, აღარ იცოდა, რა ექნა ამეიღო და დამარტყა...

 

5. ბრალდებულ გი-------------ანის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად იგი ადასტურებს მა----ა ღი------–--ეზე დანით დაზიანებების მიყენების ფაქტს, მაგრამ უარყოფს მკვლელობის განზრახვის არსებობას. გი-------------ანის ჩვენებით კონფლიქტში იგი ცემეს და მიწაზე დაეცა ზურგით, რა დროსაც მა----ა ღი------–--ე და სხვა ორი მისთვის უცნობი პირი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, შეეშინდა სიკვდილის და ამოიღო დანა და დაარტყა მა----ა ღი------–--ეს, რათა მოეშორებინა იგი.

 

6. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000087119 დასკვნის თანახმად მა----ა ღი------–--ეს ზურგის არეში აღენიშნება ჭრილობები, რომლებიც ერთიანობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

7. 2018 წლის 1- ნოემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად კონფლიქტში მონაწილე გუ-----------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დანა.

 

8. არასრულწლოვან გუ-----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად იგი ადასტურებს კონფლიქტში მონაწილეობას, ასევე ფაქტს, რომ ზვ---- გვ----–-ას თანხმლები პირები, მათ შორის თვითონაც და გი-------------ანიც ცემეს გ--ა წი----–-ძის თახმლებმა პირებმა, ერთ პირზე მიდიოდა სამი პირი და სხვაზე დახმარება შეუძლებელი იყო. გუ-----------ის ჩვენების თანახმად მისთვის ცნობილია როგორ ცემდნენ გი-------------ანს, ხოლო არ დაუნახავს ამ უკანასკნელის მხრიდან დანის გამოყენება. კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ გი-------------ანმა მას უთხრა, რომ სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე დაჭრა და გადასცა დანა, რომელიც მოგვიანებით პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს მისი სახლიდან.

 

9. არასრულწოვან ბე----–-----ას სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან დაინახა თუ როგორ დაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს დანა.

 

1-. სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების - ზვ---- გვ----–-ას და გ--ა წი----–-ძის ჩვენებების ანალიზით დადგენილია, რომ მათ შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში წარმოშობილი უთანხმოების გამო დაიწყო, რის გამოც მათ დათქვეს შეხვედრის ადგილი გ--ა წი----–-ძის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, სადაც ორივე მხარე მივიდა მეგობრებთან ერთად და გარკვეული ადგილმონაცვლეობის შემდეგ მხარეთა შორის მოხდა კონფლიქტი, რაც დაიწყო მა----ა ღი------–--ის მხრიდან გი-------------ანზე განხორციელებული სახეში ხელის დარტყმის გამო.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-9-ე მუხლით განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

13. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად დანაშაულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

14. ზემოხსენებული მტკიცებულებების (პარაგრაფი 3 - 1-) ანალიზით ნათელია, რომ დაზარალებულ მა----ა ღი------–--ის ნაწილობრივ და მოწმე ბე----–-----ას სასამართლოში მიცემული ჩვენებების გაზიარების შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში პროკურორის პოზიციის დამადასტურებელია, ხოლო ბრალდებულ გი-------------ანის სასამართლოში მიცემული ჩვენება და მა----ა ღი------–--ის მიმართ ჩატარებული ფარული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მიღებულ კრებსებში აღწერილი ფაქტების გაზიარების შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადასტურდება გი-------------ანის მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფაქტის არსებობა, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დანის გამოყენება ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილებას მიუთითებს.

 

15. ზემოხსენებული ანალიზის თანახმად სასამართლოს შესაფასებელი დარჩა მხოლოდ ერთი გარემოება, გი-------------ანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 19.1-9-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედება, თუ ეს იყო ამავე კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

16. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებას გარკვეულწილად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი მკვლელობის მცდელობის ნაწილში, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებაა, მაგრამ სასამართლომ მათში ეჭვი შეიტანა, რადგან განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კრებსის ანალიზით საპირისპირო დასტურდება, ვიდრე ბრალში მითითებული ფაქტებია.

 

1-. წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზარალებული მა----ა ღი------–--ე და მისი თანხმლები ორი პირი ცემდა გი-------------ანს, ეს უკანასკნელი იყო მიწაზე გულაღმა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავის დაცვას. ნათელია, რომ სამი პირის მხრიდან ერთი პირის ცემა საფრთხის შემცველია და დაზარალებულის ეს ქმედება ბრალდებულის ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ გი-------------ანის მხრიდან დანის გამოყენებას სასამართლო შეაფასებს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ ქმედებად.

 

18. ფაქტია, რომ გი-------------ანს შექმნილი ჰქონდა მა----ა ღი------–--ის და სხვა დაუდგენელი ორი პირის მხრიდან მომდინარე აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მოგერიების ვითარება, მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მასზე თავდასხმა არ ატარებდა ისეთ საშიშ ხასიათს ბრალდებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რომ მოსაგერიებლად დაზარალებულის მიმართულებით განეხორციელებინა დანის დარტყმები სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილზე.

19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გი-------------ანი დანის გამოყენებით აღმოჩნდა აშკარა შეუსაბამობაში თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რაც წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას.

20. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

21. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

22. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“ , რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

24. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[2].

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

26. გი-------------ანმა ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

27. გი-------------ანის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანის გამოყენების გამო გულწრფელი სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

28. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

29. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

30. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

31. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

32. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას ბრალდებული სწავლობდა, იყენებდა სპორტულ დარბაზს აქტივობისთვის, კონფლიქტში არავისთან იყო, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები მას დადებითად ახასიათებდნენ. ამავე ანგარიშით ძირითადი რეკომენდაცია იყო არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების მართვისა და ასერტული უნარების დასწავლაზე, ასევე ცხოვრებისეული ფასეულობის განმტკიცების ხელშეწყობაზე.

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ან ჯარიმას.

 

34. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ამ ნორმის ანალიზით ნათელია, რომ სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გი-------------ანის მიმართ იქნება კანონსაწინააღმდეგო.

 

35. ამავე კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. სასამართლოში არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, ბრალდებულის შესაძლო კანონიერი საქმიანობა და მიღებული შემოსავალი, შესაბამისად სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება გი-------------ანის მიმართ იქნება კანონსაწინააღმდეგო.

 

36. ამავე კანონის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------ანს კანონით გათვალისწინებულზე თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათის ოდენობით უნდა დაენიშნოს, რაც პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

 

37. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, გი-------------ანს 06 თვის ვადით აეკრძალოს დაზარალებულ მა----ა ღი------–--ესთან და მოწმე გ--ა წი----–-ძესთან ურთიერთობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების მართვისა და ასერტული უნარების დასწავლაზე, ასევე ცხოვრებისეული ფასეულობის განმტკიცების ხელშეწყობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-1-, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ გი-------------ანის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.1-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.

 

ბრალდებული გი-------------ანი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 1- საათი ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის ერთ დღედ და სასჯელი ჩაითვალოს მოხდილად.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, გი-------------ანს 06 თვის ვადით აეკრძალოს დაზარალებულ მიხეილ ღი------–--ესთან და მოწმე გ--ა წი----–-ძესთან ურთიერთობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების მართვისა და ასერტული უნარების დასწავლაზე, ასევე ცხოვრებისეული ფასეულობის განმტკიცების ხელშეწყობაზე.

 

გი-------------ანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - არასრულწლოვანის მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა და დამატებითი ღონისძიება - სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, სასჯელის დანიშვნამდე დღის 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე იმყოფებოდეს საცხოვრებელ მისამართზე - გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- დიმ-------------ისგან ამოღებული, დაზარალებულ მა----ა ღი------–--ის კუთვნილი რუხი ფერის ჯემპრე და შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გუ-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლისფერი საკეცი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

გი-------------ანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, გი-------------ანის კუთვნილი ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ,,ადიდასი’’-ს ფირმის სპორტული მოსასხამი, რუხი ფერის სპორტული შარვალი და ,,სამსუნგი’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გი-------------ანის და მა----ა ღი------–--ის სისხლის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი ორი ცალი კომპაქტდისკი - N11-ს და 11-/1ს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი