თავი X — არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი #
1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
2. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს. დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
3. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას სასურველია, არასრულწლოვანი მსჯავრდებული სამუშაოდ ისეთ ადგილზე გამწესდეს, სადაც იგი საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შეიძენს.
5. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახედ გათვალისწინებული არ არი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(33)
საქმე №58აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
…მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ძირითად სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათით, რომლის ხანგრძლივობა…
…სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. 8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „რასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით“. 9.…
…კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვლოს პირობითად. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის…
…და აღარ ჩაიდინოს დანაშაული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ…