განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002308252
საქმე N1-155/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.05. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ად--–----–-------ვა
2.ბრალდებული: ზა-----------ძე
მამის სახელი: კა------
დაბადებული: 2--010.2000 წელი
პირადი ნომერი: 6---------1
დაბადების ადგილი: საქართველო
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, მ------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
ბრალდებულის ადვოკატი - და-----------ძე
საპროცესო წარმომადგენელი - ინ-----------ძე
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171210118004
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა :
1.1. 2018 წლის 21 იანვარს, ღამის საათებში ქ.ბათუმში, პუ–----------------ში გაჩერებული მანქანიდან ზა-----------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნუ-------------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
1.2. 2018 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე ქ.ბათუმში, ზ-----------------------------ში, ავტოსადგომზე გაჩერებულ ,,მ-------------–-ს’’ ფირმის ავტომობილიდან ზა-----------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად ცდილობდა ცე------------ის კუთვნილი ნივთების დაუფლებას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის
მტკიცებულებათა ერთობლიობა
2.1. 2018 წლის 21 იანვრის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის ზუ-----------–--ის მიერ, ბო-----------------------------–---–------------------–--ის და ჯო---–--–----ის მონაწილეობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ქ.ბათუმში, ზ---------------------------- რესტორან ,,ბ---------’’ წინა მხარეს ავტომანქანის გაჩერებასთან ჩატარებული იქნა ზა-----------ძის პირადი ჩხრეკა.
პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა წინა მარჯვენა ჯიბიდან სუნამო წარწერით ,,A--------------’’, ტელეფონი "------- შავი კორპუსით, ვერცხლისფერი სავარცხელი. უკანა მარცხენა ჯიბიდან რკინის ხურდა ფული სულ 23 ლარისა და 35 თეთრის ოდენობით, უკანა მარჯვენა ჯიბიდან საფულე შავი ფერის G----------------, მწვანე ფერის სანთებელა და რკინის კონსტრუქციის წაწვეტებული მეტალი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
პირადი ჩხრეკა დაიწყო 2018 წლის 21 იანვარს 03:25 საათზე და დასრულდა 2018 წლის 21 იანვარს 03:45 საათზე. (იხ. ს.ფ.5-9);
2.2. 2018 წლის 21 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის ზუ-----------–--ის მიერ, ქ.ბათუმში, ზ----------------------------, რესტორან ,,ბ---------’’ წინ ავტომანქანის გაჩერებასთან დათვალიერებული იქნა თეთრი ფერის ავტომანქანა ,,მ-------------–-’’ სახ.ნომრით O--------- ავტომანქანის მარჯვენა წინა კარი არის ღია მდგომარეობაში, ხოლო მის უკან არსებული ფანჯარა ასევე არის გაღებული. წინა მხარეს სავარძელზე არის ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ნივთები, კერძოდ ე.წ. ატიორკა, სახრახნისი, შავი ფერი პლასტმასის ყუთი, სადაც რკინის ხურდა ფული გროვდება, ფაილში მოთავსებული დოკუმენტები შპს ,,ს---------------------ი’’, გასაღები, სანოტარო აქტი, ასევე სხვადასხვა ფაილებში მოთავსებული ქაღალდები. საბარგული არის ღია მდგომარეობაში. წინა სავარძელზე ერთ-ერთ ფაილში მოთავსებულია მამაკაცის პირადობის მოწმობა გაცემული ცე---------------------------ის სახელზე პ/ნ 6----------. ავტომანქანის ფანჯრებზე კერძოდ, უკანა მხარეს მოქალაქეთა შესასვლელ მხარეს გასწვრივ მინაზე აღინიშნება ხელის კვალი, რაც დამუშავებული იქნა ექსპერტიზის მიერ და ამოღებული იქნა ხელის კვლები ორი ცალი 180X126 და 129X67. ასევე ხელის კვალი ამოღებული იქნა წინა მარჯვენა კარის მინიდან შიდა მხრიდან მძღოლის გვერდითა სავარძელთან მინიდან ზომით 90X64. ავტომანქანას გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 21 იანვარს 03:50 საათზე და დასრულდა 2018 წლის 21 იანვარს 04:20 საათზე. (იხ. ს.ფ.16-19);
2.3. 2018 წლის 21 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის ზუ-----------–--ის მიერ, ცე------------ის, ზა-----------ძის, ინ-----------ძის, მამუკა მაკარაძის და როლანდ გობაძის მიერ ქ.ბათუმში, რ.ვალენბერგის, ზ.გამსახურდიას, ი.ჭავჭავაძის, დ.თავდადებულის და ა.პუ–----------------ში ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი;
ზა-----------ძემ მიუთითა იმ ავტომანქანაზე, საიდანაც ცდილობდა ქურდობას, რა დროსაც შეამჩნიეს პოლიციის მუშაკებმა. მან ასევე ფიზიკურად მიუთითა იმ ადგილას, საიდანაც თვითონ გადავიდა ავტომანქანაში კერძოდ ფანჯარაზე და სადაც, შეამჩნიეს პოლიციის მუშაკებმა, კერძოდ წინა სავარძელზე.
საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 2018 წლის 21 იანვარს 16:50 საათზე და დასრულდა 2018 წლის 21 იანვარს 17:20 საათზე. (იხ. ს.ფ.38-42);
2.4. 2018 წლის 21 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის გელა ბასილაძის მიერ, ნუ-------------ის, ბონდო ანთაძის და ემ------------–--ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბათუმში, ალ.პუ–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებულია ავტოსადგომზე თეთრი ფერის მიკროავტობუსი სპრინტერი სახ.ნომრით H--------. ავტომანქანის კარები დახურულ მდგომარეობაშია, არ არის ჩაკეტილი. ავტომანქანას გააჩნია მარცხენა მხარეს ორი გვერდითა სახსნელი საქარე მინა, რომელიც განკუთვნილია მგზავრებისთვის. ავტომანქანის საქარე მინები განლაგებულია მძღოლის კარების უკან, პირველი საქარე მინა არის დახურული დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო უკან განლაგებული საქარე სახსნელი მინა არის ღია მდგომარეობაში. ავტომანქანის წინა სავარძელზე კერძოდ მძღოლისთვის განკუთვნილ სავარძელზე დაგდებულია შუშის საწმენდი ტილო, მძღოლის სავარძლის გვერდით მგზავრებისთვის განკუთვნილ ორადგილიანი სავარძლის შუაში დაყრილია სავიზიტო ბარათები, ასევე სხვადასხვა დასახელების საბანკო დოკუმენტები, გამოღებულია - გახსნილია წინა პატარა ბარდაჩოკის კარები, ძირში ჩაყრილია ფეხების დასადგამზე დვდ დისკების ჩასაწყობი ყუთები, მანქანის ტელეფონის სამუხტი მოწყობილობები, სანთებელა, გადახდის ქვითრები და ასე შემდეგ. მძღოლისთის განკუთვნილი სავარძლის უკან ჩაგდებულია კეპიანი ქუდი, რომელიც მოწმის განმარტებით არის მისი. ავტომობილის გვერდითა სახსნელი შუშა, რომელიც იყო გახსნილი დამუშავებული იქნა დაქტილოსკოპური ფხვნილით, ასევე დამუშავებული იქნა ავტომობილის კარების სახსნელი და შუშები, სალონში ჩამოყრილი დვდ დისკების ყუთების ზედაპირები, თუმცა რაიმე სახის ხელის კვლები არ იქნა ამოღებული, მეპატრონის განმარტებით ავტომანქანის სალონის წინა საბარგულში შენახული ჰქონდა მობილური ტელეფონი ნ-----ს მოდელის, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო და ჩასმული ჰქონდა თურქული სიმბარათი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 21 იანვარს 05:30 საათზე და დასრულდა 2018 წლის 21 იანვარს 06:00 საათზე. (იხ. ს.ფ.80-84);
2.5. 2018 წლის 30 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის ზუ-----------–--ის მიერ, ქ.ბათუმში, ი----------------------ში, ინტერნეტ კაფეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებული იქნა ზ---- კა------ის ძე ქა------ე. ფაქტობრივი დაკავება მოხდა 2018 წლის 30 იანვარს 18:36 საათზე. (იხ. ს.ფ.123-127);
2.6. 2018 წლის 29 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით Nდ--- დადგენილია, რომ 2018 წლის 21 იანვარს ქ.ბათუმში, ზ-----------------------------ში ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომანქანიდან სახ.ნომრით OQ-569-QO, ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ამოღებული და ერთ ცალ დაქტილოფირზე ზომებით: 180x126 მმ., გადატანილი ხელისგულის ერთი და თითის ორი კვალი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ორ ცალ დაქტილოფირზე ზომებით: 129x67 მმ და 90x64 მმ გადატანილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
ერთ ცალ დაქტილოფირზე ზომებით: 180x126 მმ გადატანილი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელისგულის ერთი და თითის ორი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ 2--10.200 წელს დაბადებული ქ.ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა N2-ში მცხოვრები ზ---- კა------ის ძე ქა------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელისგულის და მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითის ანაბეჭდის. (იხ. ს.ფ.105-111);
2.7. საქმის განხილვისას მოწმეებმა დი--------–--–--ემ, ზუ-----------–--ემ, ჯო---–--–----ემ, გი------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახით პრეტენზია არ დაფიქსირებულა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 11.04.2018წ)
2.8. ბრალდებულმა ზა-----------ძემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი: ბონდო ანთაძის, პაატა გოგიაშვილის, ემ------------–--ის და ომარ კირკიტაძის ჩვენებები;
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა-----------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათები, მოწმეების: ცე------------ის, ჯო---–--–----ის, გი------------–--ის, ნუ-------------ის, ზა-----------ძის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები.
2.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.12. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა შეთანხმების შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზა-----------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები :
4.1. ზა-----------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ზა-----------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
5.1. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
5.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
5.3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
5.5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
5.6. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშსს.
5.7. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ შეჯამდა და შეფასდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ზა-----------ძის - არასრულწლოვანის მნიშვნელოვანი (ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების (რეალური ან პოტენციური) ხელშემწყობი (ბ) მსგავსი ქმედებისგან დამცავი გარეგანი და შინაგანი (ინდივიდუალური, ოჯახური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ა.შ.) ფაქტორები
არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასებისათვის განხორციელდა თავად არასრულწლოვნის, მისი ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასება. შეფასების პროცესში ინფორმაციის წყარო იყო არასრულწლოვანი ზა-----------ძე, დედა- ხათუნა პატარიძე, მამა - კახა ქა------ე, მამიდა - ნატო ქა------ე, თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი - გულნაზ კარანაძე, პენიტენციური დეპარტამენტის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგი - მირანდა კალატოზი, ბებია - ნანული პატარიძე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკი- მაია აბულაძე, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი - თამილა დუმბაძე. ოჯახური გარემოს და პირობების შეფასების მიზნით განხორციელდა ერთი ვიზიტი არასრულწლოვანის ბებიის ოჯახში, ერთი ვიზიტი პენიტენციური დეპარტამენტის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ზ---- არის 17 წლის. მისი მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება ამავე ასაკში დაფიქსირდა. ეს მისთვის განმეორებითი ფაქტია. არასრულწლოვანი პირველი დანაშაულისათვის (ქურდობა) ჩართული იყო განრიდების პროგრამაში, ხელშეკრულების დასრულებიდან მოკლე პერიოდში ჩაიდინა ახალი დანაშაული. შეფარდებული ჰქონდა პირობითი მსჯავრი. საპრობაციო ვადაში არასრულწლოვანმა კვლავ ახალი დანაშაული ჩაიდინა. არასრულწლოვნის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე აყვანა დროულად ვერ მოხერხდა, ვინაიდან ვერ მოხდა მისი მოძიება. არასრულწლოვანს აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ დაუფიქსირდა რეგისტრაციაზე გამოუცხადებლობის არაერთი არასაპატიო გაცდენა.
არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, იღებს პასუხისმგებლობას მასზე, ნაწილობრივ გამოხატავს სინანულს მომხდართან დაკავშირებით. განიცდის იმ ფაქტს, რომ ჩადენილი ქმედებების გამო ის მოხვდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მოზარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან იგი გრძნობს მხარდაჭერასა და თანადგომას, მას უჭირს იზოლაციაში ყოფნა და იზოლაციით გამოწვეულ უარყოფით ემოციებთან გამკლავება, გამომდინარე იქედან, რომ იგი 9 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად იქცევა. თუმცა არასრულწლოვანი ასევე ღიად საუბრობს იმაზე, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად დაფიქრდა საკუთარ ქცევაზე, შედეგებზე, მომავალზე. რომ არა ციხე იგი ვერ იგრძნობდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლება და თავისუფალი ცხოვრება შეცდომების გარეშე. რაც შეეხება ჩადენილი ქმედების მიზეზებს, ზ----ს თქმით ორივე შემთხვევაში გაჩერებულ სამარშუტო ტაქსში თანხის მოპარვის მიზნით შევიდა, რადგანაც მას ჰქონდა თანხის საჭიროება სხვადასხვა პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ზა-----------ძის თქმით, როდესაც დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს, იგი იმპულსურად იქცევა, არასდროს ფიქრობს შედეგებზე, დაზარალებულზე. აღნიშნული ქცევა მისი თქმით მცირე ასაკიდან დაიწყო. 9 წლის ასაკიდან თანატოლის ერთად არაკანონიერად ითვისებდა სხვადასხვა დასახელების ნივთს, ხოლო 12 წლის ასაკიდან ნივთებთან ერთად ფულად თანხას. მან ყოველთვის იცოდა, რომ მსგავსი ქცევა დანაშაულია და ისჯება კანონით, თუმცა აღნიშნული მისთვის შემაკავებელ ფაქტორს არასდროს წარმოადგენდა. როდესაც აქვს თანხის საჭიროება იგი იქცევა იმპულსურად და არ ფიქრობს შედეგებზე.
რაც შეეხება მოზარდის მიერ დანაშაულის შედეგების გააზრებას დაზარალებულის პოზიციიდან, მას უჭირს დანაშაულის შედეგების შეფასება დაზარალებულის მხრიდან, ასევე უჭირს გააცნობიეროს დაზარალებულისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები და ემოციური მდგომარეობა. მოზარდი აგრესიას გამოხატავს დაზარალებულის მიმართ, რადგანაც მიმართა საჩივრით სამართალდამცავ ორგანოს.
მიღებული ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედა ერთი წელია დასაქმებულია თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე შვილთან არ აქვს არანაირი სახის კომუნიკაცია. არასრულწლოვანის დედა შვილს არ პატიობს ჩადენილ ქმედებებს, აქედან გამომდინარე იგი არ გამოხატავს ზ----სთან ურთიერთობის სურვილს. რაც შეეხება არასრულწლოვანის მამას, იგი თავს არიდებდა შვილთან ურთიერთობას წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო. ის თვლის, რომ ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდები ზ----ზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
შეფასება მოახდინა სოციალურმა მუშაკმა ი. რიჟვაძემ; არასრულწლოვანის ოჯახური და პიროვნული მახასიათებლების შესწავლით დასკვნის შედეგად წარმოდგენილია რეკომენდაცია შემდეგი სახით:
არასრულწლოვნის და მისი ოჯახური გარემოს შესწავლისას შედეგად, რეკომენდებულია მოზარდის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელიც მიმართული იქნება დანაშაულის გაცნობიერებაზე, რაც საშუალებას მისცემს არასრულწლოვანს კომპლექსურად შეხედოს დანაშაულებრივ ქმედებას და გაიაზროს იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან. შეძლოს დაზარალებული მხარეების იდენტიფიცირება და მათ მიერ განცდილი ზარალის ანალიზი. ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას დანაშაულებრივ ქმედებასთან, მის შედეგებთან, შესაძლო სასჯელთან დაკავშირებით. ასევე, ხელს შეუწყობს მოზარდს ნებისმიერი დანაშაულებრივი ქცევის ალტერნატივების გააზრებაში. ასევე რეკომენდირებულია მოხდეს არასრულწლოვანთან მუშაობა მისი ცხოვრებისეული ფასეულობების განმტკიცების მიზნით, რაც დაეხმარება საკუთარი ფასეულობების, საჭიროებებისა და ვალდებულებების გააზრებაში, ქცევისა და ღირებულებების შესაბამისობაზე დაფიქრებაში.
წარსულში მიღებული ტრავმიდან გამომდინარე, მოზარდთან მუშაობის პროცესში მიზანშეწონილია ფსიქოლოგის ჩართულობა. ასევე ის საჭიროებს მხარდაჭერას განათლების მიღების კუთხით.
გამომდინარე იქედან, რომ არასრულწლოვანი მშობლებისგან უგულებელყოფილია, არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია მოზარდთან მუშაობის პროცესში ჩაერთოს ბავშვზე ზრუნვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
5.8. საბოლოო შეფასებით, ანუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ზა-----------ძის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, მოზარდს არ ახასიათებს სხვათა მიმართ აგრესია და ძალადობრივი ქცევა. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უხეშად ექცევიან და შეურაცხყოფენ იგი კარგავს თვითკონტროლის უნარს, ვერ ახერხებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლს. არასრულწლოვანი არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და იშვიათად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, არ არის დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე. რაც შეეხება თამბაქოს, არასრულწლოვანი ჭარბად მოიხმარს. ზ----ს არ ჰქონია თვითდაზიანების, ან სუიციდური ფიქრები და მცდელობა.
5.9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
5.10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
5.11. ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, მოცემულ შემთხვევაში
სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას და მის პიროვნულ მახასიათებლებს, ყველა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებულ ფაქტებს და დასკვნას და აფასებს მას სასჯელის სახის და ზომის გამოყენებასთან მიმართებით;
ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით და ზა-----------ძეს დაუნიშნოს ბრალად შერაცხული მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი ვადით თავისუფლების აღკვეთა;
5.12. ამდენად, ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა-----------ძეს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, დანიშნული სასჯელი კი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ზა-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: მობილური ტელეფონი, საფულე, ფულადი თანხა, სუნამო სავარცხელი, რკინის ნივთი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხელის კვლები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
ზ/მითითებული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციით, პეკინის წესებით, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ზა-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ბრალდებული ზა-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზა-----------ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბერის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბერის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ ზა-----------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზა-----------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.
მსჯავრდებულ ზა-----------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ზა-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: მობილური ტელეფონი, საფულე, ფულადი თანხა, სუნამო სავარცხელი, რკინის ნივთი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხელის კვლები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე