განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002899726
1-203/19
1-
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - პ------–-–--–-ძე
ბრალდებული -ნ--- კ--------
ადვოკატი - მ------ ზ-----
კანონიერი წარმომადგენელი - ხ------- მ------–---–-
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №------------
1. ბრალდებული: ნ--- კ--------
დაბადებული: 24.02.2-----–-ლი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: ს----------–----------–------------–---------------–----–----–------------------------------------------------–--------------------------------------------------–----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტი;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1) ბრალდებული ნ--- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ნ--- კ--------ს სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართოს 2-19 წლის 11 ივნისს 14:00 საათზე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი