განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010100116001525588
დავის ტიპი
177 3 დ , 177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001525588

საქმე №1-1039/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ პ------–-–--–--ის

ბრალდებულის - კ--- ფ----------ის

ადვოკატის _ დ-------------ის

კანონიერი წარმომადგენლის - გ------ ფ----------ის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171110816002/№171200916001/№171070416001 საქმე:

 

ბრალდებულ კ--- ფ----------ის მიმართ

მამის სახელი: გ------

დაბადებული: 21.04.2--- წელი

პირადინომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------–------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტები;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტები - ხუთი ეპიზოდი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ--- ფ----------ე, 2016 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიასა და ვ. გორგასალის ქუჩების კვეთაში გაჩერებული, თ--–--- მ-----–-----ის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა ავტომანქანის მაგნიტოფონს, მაჯის საათსა და მაგნოტოფონში სიმღერის ჩამრთველ მოწყობილობას, რითაც დაზარალებულს 2200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ--- ფ----------ე, 2016 წლის 20 სექტემბერს, ღამის საათებში, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, ქ. ბათუმში, ხულოს ქუჩა №21-ის მიმდებარედ გაჩერებული, ე----------–--ის კუთვნილი ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა USB გადამყვანს, მუსიკალურ გადამყვანს - MP3, მეხსიერების ბარათს და ფულად თანხას 40 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 110 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ--- ფ----------ე, 2016 წლის 20 სექტემბერს, ღამის საათებში, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N37-ის მიმდებარედ გაჩერებული, მ----------------ის კუთვნილი ავფტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა მუსიკალურ გადამყვანს - MP3, 1 აშშ დოლარს და მაკრატელს, რითაც დაზარალებულს მიადგა 18 ლარისა და 1 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი.

 

4. 2016 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 01:45 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ--- ფ----------ე, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, ქ. ბათუმში, ს. ზუბალაშვილის ქუჩა №21-ის მიმდებარედ გაჩერებული ჯ----–-----–--–--ის კუთვნილი ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მოსაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა მუსიკალურ გადამყვანს - MP3, მეხსიერების ბარათს და ფულად თანხას 40 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 95 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა კ--- ფ----------ე, არაერთგზის, სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2016 წლის 6 აპრილს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული შპს ”თიბისი ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----------სა და მ----------------------ის ფულად თანხას.

 

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი კ--- ფ----------ე, არაერთგზის, სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2016 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა №44-ის მიმდებარედ არსებული შპს ”დ----------------------------” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ-------–------–---–ის ფულად თანხას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

7. ბრალდებულმა კ--- ფ----------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- ფ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

10. დაზარალებულების თ--–--- მ-----–-----ის, ჯ----–-----–--–--ის, ე----------–--ის და მ----------------ის, ა-----------ს, მ---------------------ისა და ლ-------–------–---–ის ჩვენებები, მოწმეების - მ--------------------------------------------------------–---------------------–--–---–-----------------–-------------------------------–--------------------------------–---------------------–--------------------------------–----------------------–------------------–-------------------–--------------–----------------–---------–---–ის ჩვენებები, 2016 წლის 11 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; კ--- ფ----------ის მონაწილეობით, 2016 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2016 წლის 12 აგვისტოს შედგენილი, დაზარალებულ თ--–--- მ-----–-----ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმები; 2016 წლის 12 აგვისტოს, მოწმე გიორგი ანჯაფარიძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ბგახსნის და დათვალიერების ოქმი -01.10.2016წ.; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები - N339/ს, N342/ს; 2016 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტო-ცხრილით; ჯ----–-----–--–--ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; 2016 წლის 20 სექტემბერს შედგენილი, კ--- ფ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი; 2016 წლის 21 სექტემბერს შედგენილი, ე----------–--ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; დაზარალებულ მ----------------ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, დათარიღებული 2016 წლის 6 ოქტომბრით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ტანსაცმლის დათვალიერების ოქმები, ვიდეო-ჩანაწერების გახსნის და დათვალიერების ოქმები; 2016 წლის 25 სექტემბერს შედგენილი, დაზარალებულ ჯ----–-----–--–--ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმები, დაზარალებულ ე----------–--ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმები, მოწმე ბადრი ცოფურაშვილის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენი კ--- ფ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ბიოლოგიური ექსპერტიზის N006755316; ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ე----------–--ის ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, კ--- ფ----------ის და ლერი მარკოიძის ტანისამოსის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს კ--- ფ----------ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი და მუსიკალური გადამყვანი მეხსიერების ბარათთან ერთად, ასევე კ--- ფ----------ის ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წიგნაკი, კ--- ფ----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მუსიკალური გადამყვანი, ერთი ცალი მაკრატელი, სამი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი წიგნაკი, სამი ცალი USB გადამყვანი, სისხლის სამართლის №171070416001 საქმეზე ამოღებული თანხა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვის (აგურის) ნატეხი.

 

11. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

13. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

14. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ--- ფ----------ის ბრალდებების დადასტურება.

 

15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

18. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

19. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

20. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

21. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სამართლებრივი შეფასება:

23. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეთა შეთანხმების და მათი უდავოდ ცნობის შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ--- ფ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

24. კ--- ფ----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

25. კ--- ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება.

 

26. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

27. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

28. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

29. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

30. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

31. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

32. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კ--- ფ----------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით :

 

33. ბრალდებულს არ აქვს ჯანმრთელობის მწვავე ან ქრონიკული სახის სირთულეები, ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია. შეფასებამ გამოკვეთა ბრალდებულის დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მიღებული აქვს ა---------–----–----–-- განათლება. აქვს არაორგანიზებული თავისუფალი დრო, ფორმალური და არაფორმალური განათლების ღონისძიებებში არ არის ჩართული. არ აქვს რეალური სამომავლო გეგმები, არ ჰყავს მეგობრები. გასათვალიწინებელია, რომ კ--- ფ----------ე არ ხასიათდება ძალადობრივი ქცევით, აქვს მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი, არ არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

 

34. სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N007159316 დასკვნა, რომლის თანახმად, კ--- ფ----------ე შეზღუდული შერაცხადია. ამასთან, მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შეუძლია ანგარიში გაუქწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იმგვარი ფსიქიკური დაავადებით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აგოს პასუხი შერაცხული ქმედებისთვის.

 

35. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

36. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

37. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

38. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

39. საქმეში წარმოდგენილი განაჩენის მიხედვით, ბრალდებული კ--- ფ----------ე, 2015 წელს გასამართლებული იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით და ბრალდებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის, ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა არ არსებობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია კიდევ არაერთი სისხლის სამართლის საქმე კ--- ფ----------ის მიმართ, 2017-2018 წლებში სავარაუდოდ ჩადენილი ქურდობის სხვა ფაქტების გამოც. ამდენად, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემდეგაც, სავარაუდოდ, მისი ქცევა იყო არასათანადო და აგრძელებდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების ჩადენას.

 

40. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მართალია, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, მაგრამ ამავე კოდექსით დადგენილი, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მსჯავრდებულ და ნასამართლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნის წესს უკავშირდება, შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება. სასჯელის ამ სახის განსაზღვრა არც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ შეფასებებთან იქნება წინააღმდეგობაში.

 

41. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ--- ფ----------ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ” და ”დ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ხუთი ეპიზოდის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელი - მინიმალური ვადით, რაც უნდა შემცირდეს, მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს სასჯელის შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

42. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ე----------–--ის ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, კ--- ფ----------ის და ლერი მარკოიძის ტანისამოსის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს კ--- ფ----------ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი და მუსიკალური გადამყვანი მეხსიერების ბარათთან ერთად, ასევე კ--- ფ----------ის ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წიგნაკი, კ--- ფ----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მუსიკალური გადამყვანი, ერთი ცალი მაკრატელი, სამი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი წიგნაკი, სამი ცალი USB გადამყვანი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ასევე სისხლის სამართლის №171070416001 საქმეზე ამოღებული თანხა და ნივთები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვის (აგურის) ნატეხი, კ--- ფ----------ისა და ლერი მარკოიძის ნერწყვის ნიმუშები, რაც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სასამართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: კ--- გ------ს ძე ფ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ”, ”დ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ხუთი ეპიზოდის ჩადენაში და :

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ბ”, ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 20 სექტემბრის, დაზარალებულ ე----------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 20 სექტემბრის, დაზარალებულ მ----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 20 სექტემბრის, დაზარალებულ ჯ----–-----–--–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 6 აპრილის, დაზარალებულების ა-----------ს და მ----------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 6 აპრილის, დაზარალებულ ლ-------–------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, კ--- ფ----------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით კ--- ფ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--- ფ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ--- ფ----------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.

 

კ--- ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, ე----------–--ის ავტომანქნის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, კ--- ფ----------ის და ლერი მარკოიძის ტანისამოსის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს კ--- ფ----------ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი და მუსიკალური გადამყვანი მეხსიერების ბარათთან ერთად, ასევე კ--- ფ----------ის ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წიგნაკი, კ--- ფ----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მუსიკალური გადამყვანი, ერთი ცალი მაკრატელი, სამი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი წიგნაკი, სამი ცალი USB გადამყვანი, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ასევე სისხლის სამართლის №171070416001 საქმეზე ამოღებული თანხა და ნივთები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვის (აგურის) ნატეხი, კ--- ფ----------ისა და ლერი მარკოიძის ნერწყვის ნიმუშები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სასამართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი