განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
020100119002820924
დავის ტიპი
177 4 გ , 177 2 ა
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002820924 (საქმე №1/34-19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ.ზუგდიდი

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას და სალომე ქობალიას

 

ბრალდების მხარე: პროკურორ- მა---------------

 

ადვოკატ -ვა-----------------

 

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულის- შო--------------

 

არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენლის -გუ---------------

 

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

ბრალდებული: შო-------------- მიმართ

მამის სახელი: გუ----

დაბადებული: 3-.0-.2--- წელს

პირადი ნომერი: 62---------

საქართველოს მოქალაქე

არასრული საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ზუ----------------------------------------

რეგისტრირებული: გა-–--------------------–------------

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

არასრულწლოვანმა შო-------------- ჩაიდინა ქურდობა- ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე- ლოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის 2018 წლის 21 მარტს და 2018 წლის 11 აპრილს გასამართლებული შო-------------, ქ. ზუ------–-------------------------- მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჩე------------- კუთვნილ „SAMSUNG GALAX S5”-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, დამცავთან ერთად, რითაც დაზარალებულს მიადგა 235 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 3- იანვარს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2--9); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2--6).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

არასრულწლოვან ბრალდებულ შო-------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ბრალდებულ შო-------------- აღიარებით.

 

2018 წლის 03 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 22-34).

 

2018 წლის 03 დეკემბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შო-------------- მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 47-49).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შო-------------- მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 86-88).

 

2018 წლის 03 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ 50-59)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით (ს.ფ 67-72)

 

2018 წლის 05 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით (ს.ფ 100-104)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 11 იანვრის №00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 172-).

 

დაზარალებულ ჩე------------- გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმეების ლუ-----–----------------------------------------------------------, გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. ამ დანაშაულის თავისებურებაა ნივთის დაუფლების ფარული ხერხი, რა დროსაც დამნაშავეს შეცნობილი აქვს, რომ ის ქმედებას ჩადის ნივთის მესაკუთრის შეუმჩნევლად, ხოლო მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად აუცილებელია, რომ ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუ-იდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს დანაშაულის ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს დამნაშავის შესაძლებლობას უ-ანონოდ ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. აღნიშნული მუხლი მოიცავს მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია - ქურდობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი შო------------- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჩე------------- კუთვნილ ნივთს და ჰქონდა რეალური შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ მისი განკარგვისა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანმა შო-------------- ჩაიდინა დამთავრებული ქურდობა, რითაც ხელყო დაზარალებულის საკუთრების უფლება.

 

ქურდობა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებაა, არასრულწლოვან შო-------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რომ ეუფლებოდა სხვის კუთვნილ ნივთებს, რითაც ზიანს აყენებდა ქონების მესაკუთრეს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო ჩე-------------გან ფარულად გატაცებული ნივთის ღირებულება შეადგენს 235 ლარს.

 

ქურდობის კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქურდობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, შო------------- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 წლის და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით, 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით შო------------- ასევე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’, და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/3 -ით და საბოლოოს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, - 1 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შო-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადო- ებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით. ამდენად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშა- ულის შემადგენლობა, შესაბამისად ბრალდებულ შო-------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუ- თებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-3--ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლო- ბასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმა- ნეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანმა შო-------------- ჩაიდინა ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწი- ნააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შო-------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ არის 17 წლის არასრულწლოვანი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

შო-------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია მისი რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

,,ბავშვთა უფლებების კონვენციის’’ თანახმად ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუ-ი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-80 მუხლის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხის- მგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას მის მიმართ განხორცილებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას შეფასდეს და უპირველესი ყუ---დღება დაეთმოს მის საუ-ეთესო/ ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში.

 

სისხლის სამართლის საქმეებში საუ-ეთესო ინტერესის პრინციპი ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ ყველა ბავშვზე და ბავშვის საუ-ეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა რეპრესია ან დასჯა ნაკლებ პრიორიტეტულად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.

 

ბავშვის საუ-ეთესო ინტერესები არის უფლება, პრინციპი და საპროცესო ნორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის საუ-ეთესო ინტერესის ყველა ელემენტის შეფასება და უნდა იქნას დაცული ისეთი პროცედუ---, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი გარანტიებს და უფლების სათანადო გამოყენებას.

 

ბავშვის საუ-ეთესო ინტერესებში გასათვალისწინებელია ბავშვს ყავს თუ არა მშობლები და ცხოვრობს თუ არა მათთან, მისი ურთიერთობის ხარისხი თავის ოჯახთან. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, გონივრული და ფიზი-ური შესაძლებლობა, პიროვნული და სოციალურ-კულტურული ასპექტები.

 

კონვენციის 40 (2) (ბ) მუხლი განსაზღვრავს ყველა იმ უფლებას და გარანტიას, რომელებიც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს ყველა იმ ბავშვისთვის ვინც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა, ან აღიარებულია მის დამრღვევად ჰქონდეს სულ ცოტა შემდეგი გარანტიები:

 

ბავშვების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ხელს უნდა უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, უნდა განუმტკიცებდეს მათ ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას და მათი რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში დადებითი როლის შესრულების შესაძლებლობას. კონვენციის 37 (ბ) მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ როგორც უ-იდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე პერიოდის განმავლობაში.

 

ბავშვთა დაცვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულის გარემოებებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების, მასთან დაკავშირებული გარემოებების, პირობებისა და საჭიროების პროპორციული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვან შო-------------- მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას კანონის მოთხოვნა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და პროცესის თავისებურების შესახებ სრულად იქნა დაცული.

 

სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვით ზემოქმედების ზომის შერჩევისას აღნიშნული ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობას და მოთხოვნი- ლებასთან.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი, ამ გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შო-------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსა- ჯულების კოდექსის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბრალდებულის კეთილდღეობას, განათლების, განვითარების ინტერესს და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შო-------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის შესაძლებელი იქნება მისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან შო------------- ადრე ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მის მიმართ შეუძლებელია საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება და ამასთან საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის. ამ გარემოების გათვალისწინებით შო-------------- მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მისი შემდგომი მართლსაწინააღმდეგო ქცევის პრევენცია, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებასთან ინტეგრაცია შესაძლოა მხოლოდ მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება.

 

არასრულწლოვანმა შო-------------- ჩაიდინა განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, ის ადრე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით არასრულწლოვან შო-------------- მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განმეორებითი დანაშაული, აღიარებს განხორციელებულ მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედებას, მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქმედების პრევენციისათვის, თუმცა სურვილი აქვს მიიღოს პროფესიული განათლება და მოიძიოს სტაბილური სამსახური, გამოვლენილია მისწრაფება აზარტული თამაშებისკენ, არასრულწლოვანი ცხოვრობს მშობლებთან, ხუთ უმცროს დასთან და ბებიასთან ერთად და აქვთ მცირე შემოსავალი, რაც საკმარისია მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ოჯახის წევრებთან და გარშემომყოფებთან აქვს კარგი ურთიერთობა, შო-------------- აკადემიური მოსწრება სკოლაში იყო დაბალი, ჰქონდა ხშირი გაცდენები და საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა სწავლა. ჩადენილი ქმედების სრულად გააზრების მიზნით საჭიროა ჩაერთოს შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამაში ფსიქოლოგის ჩართულობით და მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სპეციალისტის დახმარების უზრუნველყოფით.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, SAMSUNG GALAX S5”-ის მოდელის მობილურ ტელეფონის აპარატი და სილი-ონის ბუდე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინის წესები) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-ე, 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შო-------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს შო-------------- მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ შო-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. შო-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4.შო-------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 13 მარტის 13:13 საათიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება, SAMSUNG GALAX S5”-ის მოდელის მობილურ ტელეფონის აპარატი და სილი-ონის ბუდე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნატრული აკობია