განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
340100119003120363
დავის ტიპი
120
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003120363

№1/131-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

პროკურორ - ო----- სამუნაშვილის

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის- დ----- შ--------ს

ადვოკატ - ს----- ო---–---–ის

საპროცესო წარმომადგენლის - ნ----- ა-----ის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე,კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის დ----- შ--------ს მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 2----–-–---------–---

პირადი ნომერი: არ მქონე

მოქალაქეობა: რუსეთი

ნასამართლობა: ნასამართლევი

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–---------------–------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------------------------

კვალიფიკაცია: დ----- შ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 მაისს, დაახლოებით 14:50 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში მდებარე ცხელი წყლის ჭაბურღილთან, არასრულწლოვანმა დ----- შ--------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს არასრულწლოვან ნ---- ა-–---ს კეფის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

დ----- შ--------ს 2019 წლის 28 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ სის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 1 მაისს, დაახლოებით 14:50 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში მდებარე ცხელი წყლის ჭაბურღილთან, არასრულწლოვანმა დ----- შ--------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს არასრულწლოვან ნ---- ა-–---ს კეფის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- ა-–---ის, მოწმეების - ე-–----- ა-–---ის, ე-–--- ი-----–---ის, ო----- ნ------ის, ნ------- რ--------ის, რ----- გ--–-–---–ის, ნ--- ბ-----ის, თ------ უ--------ის, გ----– ე-----ის, ა---- ო---------ის, გ--- ჩ------ის, თავად ბრალდებულ დ----- შ--------ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ დ----- შ--------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს არასრულწლოვან ნ---- ა-–---ს კეფის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- შ--------მ ნ---- ა-–---ს კეფის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ---- ა-–---ის, მოწმეების - ე-–----- ა-–---ის, ე-–--- ი-----–---ის, ო----- ნ------ის, ნ------- რ--------ის, რ----- გ--–-–---–ის, ნ--- ბ-----ის, თ------ უ--------ის, გ----– ე-----ის, ა---- ო---------ის, გ--- ჩ------ის, თავად ბრალდებულ დ----- შ--------ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ---- ა-–---ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ დ----- შ--------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს არასრულწლოვან ნ---- ა-–---ს კეფის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- ა-–---ი შემთხვევის დროს 15 წლის იყო.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- შ--------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშუალი გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დ----- შ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ იგი არასრულწლოვანია. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს.

 

დ----- შ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

არასრულწლოვანი დ----- შ--------სთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლო, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

დ----- შ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნებს და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, დ----- შ--------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამასთან, მართალია, მის მიმართ 2019 წლის 20 ივლისს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია აღნიშნული განაჩენის გამოტანამდე. გარდა ამისა, განაჩენი არ არის ძალაში შესული. ამდენად, დ----- შ--------ს მიერ ჩადენილი ქმედება ვერ ჩაითვლება ნასამართლობის პერიოდში ჩადენილად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- შ--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე დ----- შ--------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ („პეკინის წესები“) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დ----- შ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი