განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002755929
№1/247-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის და თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულის - ლ---- ბ----–---–ის
ადვოკატის - გ-- ფ-------–---–ის
საპროცესო წარმომადგენლის - გ------- გ-------ის
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე,კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ლ---- ბ----–---–ის მიმართ
მამის სახელი: მ-----–-
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლობა: ნასამართლევი
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ქ---------–------------–-----–-----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–------------------------–------------.
კვალიფიკაცია: ლ----ი ბ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ქ---------––----------------------–- მდებარე ი------- ვ---ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3 ცალ ზურგჩანთას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 46 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 9 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ყვარელში, სააკაძის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა სახის არეში დაარტყა მუშტი დ--- ღ----–--ეს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი, არასრულწლოვანი ლ---- ბ----–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, ქ---------–-----------------ზე გაჩერებულ, ზ------ ჩ----–---–ის კუთვნილ, „ვაზ-21093“ მოდელის, R------ ავტომობილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4000 ლარის მნიშნველოვანი ზიანი.
4. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქ---------––-----–-------------------------ის და თ---------–--------------ის კვეთაზე მდებარე ს---–------ ხ------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, საერთო ჯამში 155 ლარი ღირებულების 3 წყვილ ფეხსაცმელს და 1 ცალ შავ მაისურს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ლ----ი ბ----–---–ს 2018 წლის 9 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ქ---------––----------------------–- მდებარე ი------- ვ---ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3 ცალ ზურგჩანთას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 46 ლარის მატერიალური ზიანი.
2. 2018 წლის 9 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ყვარელში, სააკაძის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა სახის არეში დაარტყა მუშტი დ--- ღ----–--ეს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. 2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი, არასრულწლოვანი ლ---- ბ----–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, ქ---------–-----------------ზე გაჩერებულ, ზ------ ჩ----–---–ის კუთვნილ, „ვაზ-21093“ მოდელის, R------ ავტომობილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4000 ლარის მნიშნველოვანი ზიანი.
4. 2018 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქ---------––-----–-------------------------ის და თ---------–--------------ის კვეთაზე მდებარე ს---–------ ხ------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, საერთო ჯამში 155 ლარი ღირებულების 3 წყვილ ფეხსაცმელს და 1 ცალ შავ მაისურს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
(2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ ი------- ვ---ის, მოწმეების - თ------ კ-----–---–ის, ი---- წ-–----–---–ის, ნ---- ჩ----–---–ის, თ------ გ-----–--ის, შ----- მ---------–---–ის, ნ--- ს---–---–ის, გ---- ც--–--ის, გ------ გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ლ---- ბ----–---–ის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 6 მაისს, ქურდობისთვის ნასამართლევმა არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ქ---------––----------------------–- მდებარე ი------- ვ---ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3 ცალ ზურგჩანთას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 46 ლარის მატერიალური ზიანი.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში უკანონო შეღწევაში შეიძლება იგულისხმებოდეს, უკანონო შეღწევა ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია რაიმე მატერიალური ფასეულობის დროებით ან მუდმივად შესანახად. საცავი აუცილებლად უნდა იყოს შემოსაზღვრული ან სხვაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი დაცვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ი------- ვ---ის კუთვნილი მაღაზია არის საცავი, რადგან იგი შემოსაზღვრული იყო კედლით და მასში ინახებოდა მატერიალური ფასეულობა. ამასთან, საცავში შეღწევა უნდა იყოს უკანონო, ანუ პირს არ უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე შეღწევის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ----–---–მა ფანჯრის შემტვრევის საშუალებით შეაღწია საცავში და ჩაიდინა ქურდობა.
ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ასევე მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ----–---–ი ნასამართლევია ქურდობისათვის და მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
2. ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის
(2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ ზ------ ჩ----–---–ის, მოწმეების - თ------ კ-----–---–ის, ი---- წ-–----–---–ის, ნ---- ჩ----–---–ის, თ------ გ-----–--ის, შ----- მ---------–---–ის, ნ--- ს---–---–ის, გ---- ც--–--ის, გ------ გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ლ---- ბ----–---–ის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი, არასრულწლოვანი ლ---- ბ----–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, ქ---------–-----------------ზე გაჩერებულ, ზ------ ჩ----–---–ის კუთვნილ, „ვაზ-21093“ მოდელის, R------ ავტომობილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4000 ლარის მნიშნველოვანი ზიანი.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მოიაზრება ქურდობის ჩადენა მთლიანად სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ----–---–ი ნასამართლევია ქურდობისათვის და მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.
ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება დაზარალებულისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.
3. ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
(2018 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ ს---–------ ხ------–---–ის, მოწმეების - თ------ კ-----–---–ის, ი---- წ-–----–---–ის, ნ---- ჩ----–---–ის, თ------ გ-----–--ის, შ----- მ---------–---–ის, ნ--- ს---–---–ის, გ---- ც--–--ის, გ------ გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ლ---- ბ----–---–ის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ~ ქურდობისთვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა, ფანჯრის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქ---------––-----–-------------------------ის და თ---------–--------------ის კვეთაზე მდებარე ს---–------ ხ------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, საერთო ჯამში 155 ლარი ღირებულების 3 წყვილ ფეხსაცმელს და 1 ცალ შავ მაისურს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში უკანონო შეღწევაში შეიძლება იგულისხმებოდეს, უკანონო შეღწევა ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია რაიმე მატერიალური ფასეულობის დროებით ან მუდმივად შესანახად. საცავი აუცილებლად უნდა იყოს შემოსაზღვრული ან სხვაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი დაცვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ს---–------ ხ------–---–ის კუთვნილი მაღაზია არის საცავი, რადგან იგი შემოსაზღვრული იყო კედლით და მასში ინახებოდა მატერიალური ფასეულობა. ამასთან, საცავში შეღწევა უნდა იყოს უკანონო, ანუ პირს არ უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე შეღწევის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ----–---–მა ფანჯრის შემტვრევის საშუალებით შეაღწია საცავში და ჩაიდინა ქურდობა.
ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ასევე მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ----–---–ი ნასამართლევია ქურდობისათვის და მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.
ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება დაზარალებულისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ დ--- ღ----–--ეს, მოწმეების - თ------ კ-----–---–ის, ი---- წ-–----–---–ის, ნ---- ჩ----–---–ის, თ------ გ-----–--ის, შ----- მ---------–---–ის, ნ--- ს---–---–ის, გ---- ც--–--ის, გ------ გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ექსპერტის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 9 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ყვარელში, სააკაძის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა ლ---- ბ----–---–მა სახის არეში დაარტყა მუშტი დ--- ღ----–--ეს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ლ---- ბ----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - მუშტის დარტყმა სახეში.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინა:
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით
2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. დანაშაული გათვალისწინებული 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
4. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ---- ბ----–---–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ იგი არასრულწლოვანია. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს.
ლ---- ბ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ლ---- ბ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ლ---- ბ----–---–ი წარსულში ქურდობისათვის არის ნასამართლევი. მის მიერ ახალი დანაშაული ჩადენილია, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებით, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ამიტომ ლ---- ბ----–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ვინაიდან ლ---- ბ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, შესაბამისად ლ---- ბ----–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათი და სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ლ---- ბ----–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარი, რაც უზრუნველყოფილი არ არის ბრალდებულის მიერ.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული შემდეგი ნივთები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლიანი ფილა და შუშის ნამტვრევები, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3. ხოლო ნივთიერი მტკიცებულებები - ლ---- ბ----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, ავტომობილი „ვაზ-21093“ (სახელმწიფო ნომრით R------), რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ზ------ ჩ----–---–ს, პერანგი და ბოტასები (SIKE), რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, ბოტასები (FREELAND), რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში და შავი ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ასევე ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ („პეკინის წესები“) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ---- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
2. ლ---- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
3. ლ---- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
4. ლ---- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ---- ბ----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ლ---- ბ----–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საბოლოოდ, ლ---- ბ----–---–ს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებული ლ---- ბ----–---–ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 მაისის 14:15 საათიდან.
ლ---- ბ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლიანი ფილა და შუშის ნამტვრევები, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ლ---- ბ----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომობილი „ვაზ-21093“ (სახელმწიფო ნომრით R------), რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ზ------ ჩ----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - პერანგი და ბოტასები (SIKE), რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ბოტასები (FREELAND), რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შავი ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი