განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
010100118002571880
დავის ტიპი
19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002571880

1-691/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2-19 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ადილარ წირღვავა

 

ბრალდებულები - გ--------------–---რი, თ-----------------ი

ადვოკატი - მამუკა ზოიძე

კანონიერი წარმომადგენელი,საპროცესოწარმომადგენელი - თამარ ნამგალაური

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

გამოძიების საქმის ნომერი №171040718005

 

1. ბრალდებული: გ--------------–---რი

მამის სახელი: გ--–-

დაბადებული: 09.10.2----–--–---------–--------------------–--------------------------------------–------------------------------–---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "ა" ქ/პ

 

2. ბრალდებული: თ-----------------ი

მამის სახელი: ლ-----

დაბადებული: 06.07.2----–--–---------–--------------------–-------------------------------------–--------------------------–-----------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "ა" ქ/პ

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--------------–---რის მიმართ

 

2-18 წლის 04 ივლისს ქ.ბათუმი, გორგილაზის ქN90 მდებარე ტექნიკის მაღაზია "სმაილში" წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეაღწია არასრულწლოვნებმა უჩა მდივნიშვილმა, თ-----------------მა, გ--------------–---რმა და მცირეწლოვანმა ლუკა წერედიანმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ შპს "სმაილი 2-16" კუთვნილი 7494 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონების ფარულ დაუფლებას, თუმცა ისინი პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზევე იქნენ შეჩერებულნი.

 

თ-----------------ის მიმართ

 

2-18 წლის 04 ივლისს ქ.ბათუმი, გორგილაზის ქN90 მდებარე ტექნიკის მაღაზია "სმაილში" წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეაღწია არასრულწლოვნებმა უჩა მდივნიშვილმა, თ-----------------მა, გ--------------–---რმა და მცირეწლოვანმა ლუკა წერედიანმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ შპს "სმაილი 2-16" კუთვნილი 7494 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონების ფარულ დაუფლებას, თუმცა ისინი პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზევე იქნენ შეჩერებულნი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ--------------–---რის მიმართ - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

თ-----------------ის მიმართ - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ჯ----–----------------–----------–-------–---–----------------–---–------------------------------------------–----------–-----–---------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ--------------–---რმა და თ-----------------მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ბრალდებულებმა გ--------------–---რმა და თ-----------------მა სრულად სცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა წარმოადგენს საკურების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და იმავდროულად დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე.

 

დადგენილი, რომ გ.ნამგალაურს და თ.სიუკაევს არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდა დაზარალებულის ნივთებზე და ისიც დადგენილია, რომ დაზარალებულმა ვერ დაინახა ქურდობის ფაქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები ცდილობდნენ დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ფარულ დაუფლებას.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.ნამგალაური და თ.სიუკაევი ცდილობდნენ დაუფლებოდნენ შპს "სმაილი 2-16" კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

 

რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

უდავოა, რომ შპს "სმაილი 2-16" კუთვნილ მობილურ ტელეფონების ღირებულება 150 ლარზე მეტია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედებას შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

დანაშაულის მცდელობა:

 

საქართველოს სსკ-ის 19-ე მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

 

უდაო რომ ბრალდებულებმა გ--------------–---რმა და თ-----------------მა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------–---რმა და თ-----------------მა სცადეს სხვის ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების გ.ნამგალაურის და თ.სიუკაევის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულებმა გ--------------–---რმა და თ-----------------მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

გ--------------–---რის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

გ--------------–---რს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

თ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

თ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით .

 

ბარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება, რაც გამოყენებულ უნდა იქნეს ბრალდებულ თირნიკე სიუკაევის მიმართ.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შემცირდეს 1/3-ით, რაც გამოყენებულ უნდა იქნეს ბრალდებულ გ--------------–---რის მიმართ.

 

ამავე კანონის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1) გ--------------–---რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ--------------–---რის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გ--------------–---რის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

2) თ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ თ-----------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული - სმაილის მაღაზიაში შესასვლელი კარების საკეტის გულა, საკეტის რიგელის ფიქსატორი, გასაღები; წითელი ფერის ხელჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით, 5 ცალი მობილური ტელეფონი; სახრახნისი; USB კაბელი FCI623594 - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს..

 

მობილური ტელეფონებიდან აღებული ამაწმენდები , სახრახსნისიდან და USB კაბელიდან აღებული ამაწმენდები, დახლზე დაყრილი მობილური ტელეფონებიდან აღებული ანაწმენდები, ლუკა წერედიანის ნერწყვის ნიმუში, უჩა მდივნიშვილის ნერწყვის ნიმუში, გ--------------–---რის ნერწყვის ნიმუში, თ-----------------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

უჩა მდივნიშვილის ტანისამოსი, ლუკა წერედიანის ტანისამოსი, გ--------------–---რის ტანისამოსი, თ-----------------ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს..

 

ტანსაცმელების ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 ცალ დისკში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი