განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/233-19წ. 02 მარტი, 2020 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - დახურული
ბრალდების მხარე - პროკურორი - მ------ ქ-----–---–ი;
დაცვის მხარე -
1. ბრალდებული - ნ-----–---- მ--------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს ბ---------ში, პ/ნ 1----------, მცხოვრები ქ.ბ---------ი, დ.ბ---------ი, პ.ი-–---–ის ქ.N6;
ადვოკატი - ზ------ რ-------–-ილი;
2. ბრალდებული - შ--–-- ა--------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს ბ---------ში, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ.ბ---------ი დ.ბ---------ი, ა----–-----–ის ქ.N57;
ადვოკატი - დ----- ბ--------–---–ი;
3. ბრალდებული კ--- შ-----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს ბ---------ში, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული ბ---------ი, დ.ბ---------ი, 9------–ის ქ.N16, ფაქტიურად მცხოვრები ქ.ბ---------ი, დ.ბ---------ი, ა----–-----–ის ქ.N5;
ადვოკატი - დ----- ბ--------–---–ი, შ------- კ-----ე;
კანონიერი წარმომადგენელი - ბ-----ი შ-----ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა,, ,,დ,, პუნქტებით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების შ--–-- ა--------ისა და კ--- შ-----ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და ნ-----–---- მ--------ის მიმართ განაჩენის გამოტანა საქმის არსებითი განხილვის საფუძველზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ის მიმართ განაჩენის გამოტანა საქმის არსებითი განხილვის საფუძველზე -
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–-–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- მ--------მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ნაჯახის გამოყენებით, ა---- პ----ეს ჭრილობები მიაყენა თავის არეში, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
2. 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში ნ-----–---- მ--------ი, არასრულწლოვანი კ--- შ-----ე და შ--–-- ა--------ი ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ს-------- ფ-----------ის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ბ---------ის რაიონის დაბა წ-------ში მდებარე „რ------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე და ოპერატორს - ა---------– გ------–--ეს მოსთხოვეს საწვავის ჩასხმა. საწვავის ჩასხმის შემდეგ, ოპერატორის მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ გადაიხადეს საფასური 95 ლარის ოდენობით, რა დროსაც ნ-----–---- მ--------მა და კ--- შ-----ემ ა---------– გ------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მძღოლთან - შ--–-- ა--------თან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ავზში განთავსებულ საწვავს.
3. 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–-–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა ნ-----–---- მ--------მა და არასრულწლოვანმა კ--- შ-----ემ შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ დააზიანეს მ------ ფ--–------–---–ის კუთვნილი „ფ------ის“ მარკის სატვირთო ა/მანქანა, სარეგისტრაციო ნომრით Q-------- და ა/მანქანის ძარაზე განთავსებული სავაჭრო ჯიხური. კერძოდ ხელის დარტყმებით და ბლაგვის საგნების გამოყენებით დააზიანეს ა/მანქანის მინები, ძრავის ხუფი, წინა მარცხენა კარი, ჯიხურზე დამონტაჟებული მეტალოპლასტმასის ფანჯრების მინები, ჯიხურში შესასვლელი ხის კარი და დამცავი კონსტრუქციის დარაბებიდან ააძრეს ხის ფიცრის ნაჭრები. კ--- შ-----ემ და ნ-----–---- მ--------მა მ------ ფ--–------–---–ს მიაყენეს 950 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ-----–---- მ--------მა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა.
ასევე, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი სადავო მტკიცებულებები: ფ-------- ტ------ე
მოწმე ფ-------- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივნისის თვეში, მეგობრებთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა დაბა ბ---------ში. 11 ივნისს დაასრულა სამუშაო და მეორე დღესვე დილით 08:30 სთ-ზე, მეგობრებთან ერთად, მისი კუთვნილი ა/მანქანით გაემართა სახლში-ს-------ში. ისინი კარგად იცნობდნენ ა---- პ----ეს, მის სავაჭრო ჯიხურთან გავლისას ხშირად სვამდნენ ყავას. ა---- პ----ის ავტომანქანაზე მოწყობილი სავაჭრო ჯიხური, გაჩერებული ჰქონდა დაბა წ-------თან ახლოს, წყაროსთან. 12 ივნისსაც გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ ამ ჯიხურთან. მან დაახლოებით 7 მეტრის მოშორებით შეაჩერა მანქანა ა---- პ----ის ჯიხურისგან. როგორც ერთი შეხედვით ჩანდა ჯიხურის კარები დაკეტილი იყო და ა---- პ----ე არსად ჩანდა. ამ დროს გაჩერდა მიკროავტობუსიც, საიდანაც გადმოვიდა ა---- პ----ის მეუღლე. შეამჩნიეს, რომ სავაჭრო ჯიხურზე მინები იყო ჩამსხვრეული. ფიცრები იყო ამძვრალი, ხოლო დარაბა ღია იყო. ჯიხურს სულ სამი პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც ორი ჩამსხვრეული იყო. ვინაიდან კარები დაკეტილი იყო და გარედან საკეტი მომძვრალი ჰქონდა, შეუძლებელი იყო მისი გაღება. ა---- პ----ის მეუღლემ სთხოვა ჯიხურში გადაძრომა და სიტუაციაში გარკვევა. იგი მივიდა მარცხენა მხარეს მდებარე, საჭის მხრიდან რიგით მესამე ფანჯარასთან, რომელსაც მინები საერთოდ აღარ ჰქონდა და მეგობრის დახმარებით გადაძვრა ჯიხურში. ჯიხურში დაინახა ა---- პ----ის გვამი. ხელის შეხებით მიხვდა, რომ სხეული უკვე გაცივებული იყო. მიცვალებულს თავი მანქანის უკანა კარისკენ ჰქონდა მიმართული. თავზე, შუბლის არეში, აღენიშნებოდა ჭრილობა, ხოლო გვერდზე სისხლის გუბე იყო. იქვე, მარჯვენა მხარეს, კარების ჩარჩოზე მიყუდებული იყო ნაჯახი, რომელსაც პირზე სისხლის ლაქები აღენიშნებოდა. სისხლის კვალი მას სხვა ადგილას არ შეუმჩნევია. მან შიგნიდან, საკეტის ჩამოწევით და მხრის მიწოლით გააღო კარები და იქ მყოფებს აცნობა, რომ ა---- პ----ე გარდაცვლილი იყო. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელსაც მიჰყვა პოლიცია. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს რომ ა---- პ----ე გარდაცვლილი იყო. ფანჯრის სიმაღლე ერთ მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე დაახლოებით 2,5 მ-ია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი და გააგრძელეს გზა.
მოწმე ნ-------- მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დაბა ბ---------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ------აში“ საწყობის მიმღების პოზიციაზე. მისი სამუშაო გრაფიკია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. 2019 წლის ივნისი თვეშიც ამ გრაფიკით მუშაობდა. კომპანია ,,ნ------ას“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის დაქირავებული ჰყავს 2 მიკროავტობუსი და დილით სამსახურში სწორედ ამ მიკროავტობუსით მიდის, ხოლო სახლში ბრუნდება სხვა სამარშრუტო მიკროავტობუსით.
მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსი ,,ნ------ას“ თანამშრომლებისთვისაა დაქირავებული, იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი ადგილებია, მძღოლს პერსონალის გარდა, გზაზე მდგომი სხვა ადამიანებიც მიჰყავს ხოლმე ბ---------ის მიმართულებით.
2019 წლის 12 ივნისსაც ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში დამსაქმებლის მიკროავტობუსით, ხოლო მეორე მიკროავტობუსი შედარებით წინ წავიდა, რომელსაც დასახლება ,,ა--------იდან“ ბ---------ის მიმართულებით გაჰყვა მ---- ხ-------–---–ი. დაახლოებით ს------–-–--თან, წყაროსთან შეამჩნიეს პერსონალის გადამყვანი მიკროავტობუსი, რომელიც გაჩერებული იყო სავაჭრო ჯიხურიან მანქანასთან, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში სულ ამ ადგილზე იდგა. იქვე იყო 4-5 ადამიანი, რომელთა შორის მ---- ხ-------–---–იც იყო, რომელიც მიკროავტობუსს არაერთხელ გაჰყოლია. ხალხმრავლობის გამო მათი მიკროავტობუსიც შეჩერდა. ამ დროს მან გაიგონა ქალის ხმა, რომელიც იძახდა ,,მოკლეს, ქმარი მომიკლეს“. მიახლოებისას შენიშნა, რომ მანქანის უკანა კარი ღია იყო და მანქანას დაზიანებები აღენიშნებოდა. უკანა კარიდან მანქანაში შეხედვისას, იატაკზე დაინახა მიცვალებული, რომელსაც თავი უკანა კარებთან ახლოს ჰქონდა მომართული. მიცვალებულს თავზე-შუბლის არეში დიდი და ღრმა ჭრილობა ჰქონდა (გაჩეხილი ჰქონდა). არ ახსოვს ჭრილობის ზუსტი ზომა. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ზე და განაცხადა მომხდარის შესახებ. მალევე თანამშრომლებთან ერთად გზა განაგრძო.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ---- ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის გარდაცვლილი, ა---- პ----ის მეუღლე, მასთან ერთად ცხოვრობდა 13 წლის განმავლობაში. ვინაიდან ა---- პ----ეს არ შეეძლო ფიზიკური მუშაობა, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა წვრილმანი ვაჭრობა. შემთხვევამდე ბოლო პერიოდში ვაჭრობდნენ იმ ადგილას სადაც ა---- პ----ის მკვლელობა მოხდა. ვაჭრობისას სარგებლობდნენ მ------ ფ--–------–---–ისგან ნათხოვარ მანქანაზე მოწყობილი სპეციალური სავაჭრო ჯიხურით. ღამით ა---- პ----ე რჩებოდა მანქანის საყარაულოდ, ხოლო თავად ყოველ საღამოს სახლში ბრუნდებოდა და დილაობით კვლავ მიდიოდა მეუღლესთან.
2019 წლის 11 ივნისს, საღამოს, მან ჩვეულებრივ დატოვა ა---- პ----ე მანქანასთან და წამოვიდა სახლში. მეორე დღეს, 12 ივნისს დილით, სანამ წავიდოდა მეუღლესთან სავაჭრო ობიექტზე, დააპირა კომუნალური გადასახადების გადახდა. ამ დროს მას დაურეკა მ------ ფ--–------–---–მა და აცნობა, რომ სავარაუდოდ ა---- პ----ეს ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა და ასვე რომელიღაც ბენზინ გასამართ სადგურზეც ,,რაღაც შეტაკება“ იყო მომხდარი. მან არ დაიჯერა რომ ა---- პ----ეს ვინმესთან უთანხმოება მოუვიდოდა და ვითარების გასარკვევად დაუყოვნებლივ წავიდა ა---- პ----ესთან. სავაჭრო ობიექტამდე იგი მიიყვანა სუპერმარკეტ ,,ნ------ას“ მიკროავტობუსმა.
ადგილზე მისვლისას შეინიშნებოდა არეულობის კვალი. სავაჭრო ჯიხურის ფიცრები გზამდე ეყარა. ჯიხურის ფანჯარა აწეული იყო. ამ დროს ა---- პ----ე მას ჩვეულებრივ გარეთ ხვდებოდა და სავაჭრო ტკბილეულიც გარეთ ჰქონდა დალაგებული, თუმცა იგი არსად ჩანდა. მანქანის კარები დაკეტილი, ხოლო მინები დამსხვრეული იყო. მან რამდენჯერმე ხმამაღლა დაუძახა მეუღლეს, თუმცა უშედეგოდ. ამ დროს ჯიხურთან ახლოს გაჩერდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაარკვია მისი მეუღლის ნაცნობები იყვნენ და წარმოშობით საჩხერიდან იყვნენ. მან მისულთაგან ერთ-ერთს სთხოვა ჯიხურში გადაძრომა და სიტუაციაში გარკვევა. ერთ-ერთი გადაძვრა ჯიხურში და დაიძახა ,,მგონი მკვდარია და ფეხი დავადგი“ და შიგნიდან გააღო კარები, რა დროსაც მან დაინახა საზარელი სურათი-გარდაცვლილი ა---- პ----ე. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განიცადა მძიმე მორალური ზიანი, რისი ანაზღაურებაც შეუძლებელია.
მოწმე ნ---- ნ------ის ჩვენებით დადგენილი, რომ არის ა---- პ----ის მეზობელი. იგი დადებით პიროვნებად ახასიათებს ა---- პ----ეს და განმარტავს, რომ მისი მკვლელობის შესახებ შეიტყო მეზობლისგან, რომელსაც მ---- ხ-------–---–მა აცნობა მომხდარის შესახებ.
დაზარალებულის მ------ ფ--–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის საკუთრებას წარმოადგენს ფ------ ტრანზიტის მარკის ა/მანქანა სახ. ნომრით Q--------, რომელზეც თავად მოაწყო სავაჭრო ჯიხური. ჯიხურს ზემოთ და გვერდით აქვს თითო მთლიანი ფანჯარა, ხოლო ქვემოთ მდებარე ფანჯარა სამ ნაწილად არის გაყოფილი. მანქანაზე დანარჩენი მინები განლაგებულია სტანდარტულად, აღნიშნული მარკის ა/მანქანების მსგავსად. ქვემოთ მდებარე ფანჯრის ზომა დაახლოებით არის 60X40. აღნიშნული ფანჯარა განთავსებულია მიწიდან დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე. არ იცის ამ ფანჯარაში გაეტევა თუ არა ადამიანი.
2019 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით მაისის თვეში, მან აღნიშნული მანქანა სავაჭროდ ათხოვა მ---- ხ-------–---–ს და მის მეუღლეს ა---- პ----ეს.
2019 წლის 12 ივნისს მას დაურეკა ნაცნობმა ს------ ბ--------ემ, რომელიც არის ბენზინ გასამართი სადგურის მფლობელი და აცნობა რომ მის კუთვნილ ბენზინ გასამართი სადგურზე კაცი სცემეს და სავარაუდოდ იმ ადგილას სადაც მისი სავაჭრო ჯიხურიანი ა/მანქანა იდგა იქაც რაღაც იყო მომხდარი და სთხოვა ვითარების გარკვევა. მან დაუყოვნებლივ დაურეკა მ---- ხ-------–---–ს და ჰკითხა მომხდარის შესახებ, თუმცა მ---- ხ-------–---–მა არაფერი იცოდა. მოგვიანებით მ---- ხ-------–---–მა მას დაურეკა და ტირილით აცნობა ა---- პ----ის მკვლელობის შესახებ, რის შემდეგაც თავად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ახლოს ვერ მივიდა სავაჭრო ჯიხურთან, რადგან იქაურობა პოლიციის ლენტით იყო შემოღობილი და პოლიცია იცავდა შემთხვევის ადგილს. როგორც შორიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან შეამჩნია, მანქანას დაზიანებები აღენიშნებოდა, კერძოდ მინები იყო ჩამსხვრეული და ჯიხურს გარედან რამდენიმე ფიცარი ჰქონდა ამძვრალი.
როგორც დაზარალებული არანაირ პრეტენზიას არ აცხადებს და ითხოვს მხოლოდ ავტომობილის აღდგენას.
დაზარალებულის ა---------– გ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივნისის თვეში მუშაობდა დაბა წ-------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------–ზე“ ოპერატორად. სამუშაო განრიგის მიხედვით ყოველ სამ დღეში ერთხელ მარტოს უწევდა მორიგეობა.
2019 წლის 12 ივნისსაც აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე იყო მორიგე. დაახლოებით დილის 05:30 სთ-ზე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა ს--------ს მარკის, მარცხენა საჭიანი ა/მანქანა. მანქანაში იჯდა სამი პიროვნება - ორი წინ და ერთი უკან. როგორც მისთვის ამოცნობის შემდეგ გახდა ცნობილი მძღოლი იყო შ--–-- ა--------ი, მძღოლის გვერდზე მჯდომი პიროვნება-ნ-----–---- მ--------ი, ხოლო უკან მჯდომი წელს ზემოთ შიშველი პიროვნება-კ--- შ-----ე. ნ-----–---- მ--------მა სთხოვა 100 ლარის ოდენობის ბენზინის ჩასხმა და მანაც შეასრულა მოთხოვნა. საწვავის ავზში სულ ჩაეტია 95 ლარის ოდენობის ბენზინი. საწვავის ჩასხმის შემდეგ მან მოითხოვა საწვავის საფასურის გადახდა. მანქანაში მყოფმა პირებმა შესთავაზეს საბანკო ბარათით გადახდა თუმცა ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურს აღნიშნული მომსახურება არ ჰქონდა და ბარათით გადახდა შეუძლებელი იყო, მან მოითხოვა ნაღდი ფულის გადახდა და განუმარტა, რომ ვიდეო თვალზე იწერებოდა ყველაფერი, ხოლო ფულის არ გადახდის შემთხვევაში ვალდებული იყო პოლიციაში განეცხადებინა. მანქანაში მყოფებმა უთხრეს, რომ მათ ფული არ ჰქონდათ, ხოლო ნ-----–---- მ--------მა უთხრა, რომ ეს ,,არაკაცობა იქნებოდა“ და მანქანა დაძრეს. მან მოუწოდა, რომ გაჩერებულიყვნენ. მანქანის წინა კარებები ჩაკეტილი იყო, მხოლოდ მძღოლის გვერდით მჯდომ ნ-----–---- მ--------ს, რომელსაც მოკლე მკლავიანი პერანგი ეცვა, საქარე მინა ოდნავ ჰქონდა ჩამოწეული, საიდანაც მოახერხა მისთვის პერანგში ხელის ჩავლება. მისი ამ ქმედების გამო, ნ-----–---- მ--------ი გადმოვიდა მანქანიდან და მას ჯერ თავი, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა. ამის შემდეგ გადმოვიდა კ--- შ-----ე და მანაც ხელი დაარტყა კისერში. ამ დარტყმების შედეგად ძირს წაიქცა, რის შემდეგაც ორივე პიროვნება ურტყამდა მუცლის არეში. ცემის დროს იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. სისხლმდენი დაზიანება არ მიუღია.
ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, ისინი გააშველა, ჩასვა მანქანაში და მათ დატოვეს იქაურობა. შემდეგ მან დაურეკა ბენზინ გასამართი სადგურის მენეჯერს ს------ ბ--------ეს და აცნობა მომხდარის შესახებ. ს------ ბ--------ემ მას უთხრა, რომ 112-ზე დაერეკა და ისიც ასე მოიქცა.
პოლიციის მოსვლამდე მას ხელებზე ჰქონდა სისხლის ლაქები, ეგონა რომ მას ჰქონდა დაზიანებები. თუმცა, ხელების დაბანის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას სისხლმდენი დაზიანებები არ ჰქონდა და ეს ლაქებიც მოშორდა. როგორც შემდეგ გაარკვია, მას აღნიშნული სისხლის ლაქები ნ-----–---- მ--------თან შეხების დროს დარჩა. საწვავის საფასური - 95 ლარი სრულად გადაიხადა კ--- შ-----ის მამამ და მას ამ კუთხით პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე მ------ ე-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ კ--- შ-----ის ბებია. 2019 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა სახლში, დაბა ბ---------ში, რ---------–ის N5-ში, იმყოფებოდა შვილიშვილთან - კ--- შ-----ესთან, ძმის შვილიშვილთან - მ-----– ფ--–-----თან და ნათესავ ლ------ე გ--------------თან ერთად.
აღნიშნულ დღეს, საკმაოდ გვიან, მათთან სტუმრად მივიდა ნ-----–---- მ--------ი, რომელმაც თან ლუდი მიიტანა. კ--- შ-----ემ მას ნებართვა სთხოვა, რომ სახლში ლუდი დაელიათ და ისიც დასთანხმდა. ისინი გავიდნენ კ--- შ-----ის ოთახში და იქ მშვიდ ვითარებაში სვამდნენ ლუდს. მან რამდენჯერმეც კი შეამოწმა ისინი, თუმცა ოთახში მყოფები მშვიდად საუბრობდნენ და ლუდს სვამდნენ. მოგვიანებით მ-----– ფ--–-----ი და ლ------ე გ--------------ი მათგან ცალკე გავიდნენ დასაძინებლად.
გამთენიისას მათ დაამთავრეს დალევა და კ--- შ-----ე მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ნ-----–---- მ--------თან ერთად გავიდა სახლიდან. იმ ღამეს მან ვერ მოახერხა კ--- შ-----ესთან ტელეფონით დაკავშირება, ვინაიდან კ---ს ახალი ტელეფონი ჰქონდა და სიმბარათი ჯერ ნაყიდი არ ჰქონდა. კ--- შ-----ე მეორე დღეს დილით 08:30-10:10 ან უახლოეს შუალედში დაბრუნდა სახლში.
მოგვიანებით მან ნათესავისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. ასევე პოლიციაც მივიდა მათ სახლში კ--- შ-----ის დასაკავებლად. მან საგამოძიებო მოქმედებებში კ--- შ-----ის კანონიერი წარმომადგენლის სახით მიიღო მონაწილეობა.
მოწმე ლ------ე გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული კ--- შ-----ე არის მისი ბიძაშვილი. 2019 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა სტუმრად კ--- შ-----ესთან. სახლში ასევე იყვნენ მ------ ე-----–--ე, კ--- შ-----ე და მ-----– ფ--–-----ი. გვიან ღამით კ--- შ-----ესთან ცალ-ცალკე, სტუმრად მივიდნენ ნ-----–---- მ--------ი და შ--–-- ა--------ი. შ--–-- ა--------ი მივიდა ნაცრისფერი ს--------ს მარკის ა/მანქანით, ხოლო მანამდე ნ-----–---- მ--------ი მივიდა ფეხით. ნ-----–---- მ--------ის მისვლის შემდეგ დაიწყეს დალევა, რომელსაც შემდგომ ერთად სვამდნენ ღამის 2-3 საათამდე, ხოლო შემდეგ ის და მ-----– ფ--–-----ი დასაძინებლად წავიდნენ სხვა ოთახში და იქ კ--- შ-----ე, ნ-----–---- მ--------ი და შ--–-- ა--------ი დატოვეს.
ერთად ყოფნის დროს მას არ დაუნახავს რომელიმეს რაიმე პრეპარატი დაელიოს, მხოლოდ ლუდს სვამდნენ. მეორე დღეს შეიტყო მომხდარისა და ბრალდებულების დაკავების შესახებ.
მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ-----–---- მ--------ი არის მისი მეუღლის ძმის შვილი. 2019 წლის 12 ივნისს იმყოფებოდა სახლში. დილის საათებში მასთან მივიდა ნ-----–---- მ--------ი, საწოლზე დაჯდა, დაღონებული სახე ჰქონდა და ეტყობოდა, რომ რაღაცას განიცდიდა. როდესაც მიზეზი ჰკითხა, ნ-----–---- მ--------მა არაფერი გაუმხილა. მისი მისვლიდან მალევე მივიდა პოლიცია და მ--------ი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წაიყვანეს. როგორც პოლიციელებმა განმარტეს ნ-----–---- მ--------ი მკვლელობის ჩადენის გამო დააკავეს. ნ-----–---- მ--------ს იგი დადებითად ახასიათებს.
მოწმე ნ-------- პ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ი არის მისი ახლო მეგობრის შვილი და შ--–-- ა--------თანაც ახლო ურთიერთობა აქვს. 2019 წლის ივნისის თვეში (რიცხვი არ ახსოვს), დაახლოებით დილის 08:00- 08:30 სთ-ზე, შ--–-- ა--------ი ვერცხლისფერი ს--------ს მარკის ა/მანქანით მივიდა მასთან. ის ნერვიულობდა მომხდარის გამო და განმარტავდა, რომ პრობლემა ჰქონდა. კერძოდ, თავის მეგობრებთან ერთად წამოვიდა წ-------ის მიმართულებით. ს------–-–--ში, წყაროსთან. იქ ვიღაც კაცი მანქანით იდგა და ვაჭრობდა, მასთან უსიამოვნება მოუხდათ. წყაროსთან გაჩერდნენ მანქანით, იქვე იდგა მანქანა. თვითონ მანქანაში იჯდა. მის მეგობრებს-ნ-----–---- მ--------ს და კ--- შ-----ეს კამათი მოუვიდათ წყაროსთან მყოფი მანქანის მეპატრონესთან, ის მომხდართან არაფერ შუაში იყო, მან მხოლოდ გააშველა. რის შემდეგაც წამოვიდნენ იქიდან.
ამის შემდეგ წამოვიდნენ წ-------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, იქ საწვავის ფული არ გადაიხადეს და იქაც უთანხმოება მოუვიდათ ოპერატორთან. მას ამ ბენზინ გასამართ სადგურზე ნისიად არაერთხელ ჩაუსხამს საწვავი. ზოგადად საწვავი ნისიად არ გაიცემა. ვინაიდან წ-------ში მდებარე ბენზინგასამართი სადგური მისი მეგობრის-ს------ ბ--------ის საკუთრებას წარმოადგენდა, ის ტელეფონით დაუკავშირდა ს------ ბ--------ეს, აცნობა მომხდარის შესახებ და სთხოვა სიტუაციის მშვიდად მოგვარება, რაზეც ს------ ბ--------ე დასთანხმდა. მალევე ს------ ბ--------ემ მას დაურეკა და აცნობა, რომ წყაროსთან მომხდარი ინციდენტის დროს ადამიანი იყო გარდაცვლილი და ურჩია შ--–-- ა--------ის პოლიციაში წაყვანა, რაზედაც დასთანხმდა. როდესაც შ--–-- ა--------მა შეიტყო ა---- პ----ის გარდაცვალების შესახებ ძალიან განერვიულდა, ის თანახმა იყო პოლიციაში გამოცხადებაზე და წასვლასაც აპირებდნენ ბ---------ის პოლიციაში. შ--–-- ა--------ის მისვლიდან დაახლოებით 40 წუთში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სახლში და შ--–-- ა--------ი დააკავეს.
მოწმე ლ---- მ--------ის ჩვენებით დადგენილი, რომ არის ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ის მამა. 2019 წლის 11 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში. სამსახურიდან მოსვლისას ჩაეძინა. საღამოს, როდესაც გამოეღვიძა დაინახა, რომ ნ-----–---- მ--------ი ეზოში იყო და ტელეფონზე საუბრობდა. არ იცის ნ-----–---- მ--------ი სად წავიდა ღამით. მეორე დღეს წავიდა სამსახურში. შუადღეს შეიტყო, რომ მისმა შვილმა ჩაიდინა მკვლელობა. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სახლში და მალევე პოლიციაც მივიდა სახლის გასაჩხრეკად, ვინაიდან მათ ნ-----–---- მ--------მა უთხრა ტანსაცმლის ადგილსამყოფელი და გამოაგზავნა. ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა სახლთან მდებარე საქათმიდან ამოიღეს ნ-----–---- მ--------ის ტანსაცმელი, ხოლო მეორე დღეს მან ნახა ღობის გარეთ გადაყრილი ბოტასები და პოლიციას ჩააბარა. 12 ივნისს მას ნ-----–---- მ--------ი საერთოდ არ უნახავს. მან არ იცის სხვა დეტალები მომხდარის შესახებ.
მოწმე ა------ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ,,ს------ ჯ--------- პ--------–----ის“- ბ---------ის ავტო გასამართ სადგურზე, მენეჯერის პოზიციაზე. აღნიშნული ბენზინ გასამართი სადგურის პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში კონტროლდება გარე სათვალთვალო კამერების საშუალებით. მან უზრუნველყო აღნიშნული ვიდეო ჩანაწერების შენახვა, ხოლო შემდეგ გამომძიებელმა აღნიშნული კამერების ჩანაწერები სათანადო წესით ამოიღო საგამოძიებო მოქმედებების დროს.
მოწმე ს------ ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------–ის“ მენეჯერის პოზიციაზე. 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 სთ-ზე, მას დაურეკა ბენზინ გასამართი სადგურ-რ------–ის ოპერატორმა ა---------– გ------–--ემ და აცნობა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა მანქანაში საწვავი ჩაასხმევინეს, ფული არ გადაუხადეს, სცემეს და გაიქცნენ. მან მითითება მისცა ა---------– გ------–--ეს, რომ 112-ზე დაერეკა და აღნიშნულის შესახებ განეცხადებინა. ამასობაში თავადაც მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე და ა---------– გ------–--ემ იგივე უთხრა. მალევე პოლიციაც მივიდა და დაიწყეს მომხდარის გამოძიება. ამ დროს მას დაურეკა სოფელ ლ----ში მაცხოვრებელმა ნ-------- პ------ემ, უთხრა რომ ბ---------იდან მისი ახლობელი იყო მასთან მისული, რომელიც ბენზინ გასამართ სადგურზე მომხდარ ინციდენტთან კავშირში იყო და სთხოვა სიტუაციის მშვიდად მოგვარება. მან ურჩია ნ-------- პ------ეს, რომ მისი ახლობელი პოლიციაში წაეყვანა. ნ-------- პ------ე ასევე განმარტავდა, რომ ბ---------ის გზაზე, წყაროსთან იდგა მანქანა და იქაც ჩხუბი მოსვლოდათ ბენზინ გასამართი სადგურის ინციდენტში მონაწილეებს და ის მანქანა დალეწილი იყო. ვინაიდან აღნიშნული მანქანა მისი ახლობლის იყო მან დაურეკა მანქანის პატრონს - მ------ ფ--–------–---–ს. აცნობა მომხდარის შესახებ და ურჩია მანქანასთან მისვლა და სიტუაციის გარკვევა. მოგვიანებით მ------ ფ--–------–---–მა მას დაურეკა და აცნობა, რომ მანქანაში მყოფი პიროვნება გარდაცვლილი იყო. ამის შემდეგ მან დაურეკა ნ-------- პ------ეს, აცნობა მომხდარის შესახებ და კვლავ ურჩია მისი ახლობლის პოლიციაში წაყვანა.
ბრალდებულის კ--- შ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მამასთან-ბ----- შ-----ესთან, ბებიასთან მ------ ე-----–--ესთან, ბიძასთან კობა ე-----–--ესთან და ბიძაშვილთან მ-----– ფ--–-----თან ერთად დაბა ბ---------ში, რ---------–ის ქუჩა N5-ში. დაკავებამდე სწავლობდა ბ---------ის საჯარო სკოლის მე-11 კლასში.
2019 წლის 11 ივნისს მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა. საღამოს პერიოდში სოციალური ქსელის-მესენჯერის საშუალებით დაუკავშირდა ნ-----–---- მ--------ს და სთხოვა მასთან სახლში. მან და ნ-----–---- მ--------მა შეიძინეს 3 ცალი 2 ან 2,5 ლიტრი ტევადობის ლუდის ბოთლი და დაახლოებით ღამის 22:00 ან 22:30 სთ-ის პერიოდში დაბრუნდნენ სახლში. ლუდს არ სვამდა მხოლოდ მ-----– ფ--–-----ი, ხოლო ლ------ე გ--------------მა მასთან და ნ-----–---- მ--------თან შედარებით ნაკლები-3 ჭიქა ლუდი დალია. ამის შემდეგ მან დაურეკა შ--–-- ა--------ს და სთხოვა მასთან სახლში მისვლა. შ--–-- ა--------ის მისვლის შემდეგ მან და ნ-----–---- მ--------მა გააგრძელეს ლუდის დალევა, ხოლო შ--–-- ა--------ს საერთოდ არ დაულევია ლუდი. მ------ ე-----–--ე პერიოდულად შედიოდა მათთან ოთახში და ამოწმებდა მათ.
ნ-----–---- მ--------მა შ--–-- ა--------ს შესთავაზა ქ.ახალციხეში წასვლა და ვინაიდან მასაც სურდა მეგობრის სანახავად ქ.ახალციხეში წასვლა, მისი და ნ-----–---- მ--------ის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. მათ შეთავაზებაზე შ--–-- ა--------ი დასთანხმდა.
სახლიდან გასვლის შემდეგ ისინი ბ---------ში სეირნობდნენ, ხოლო შემდეგ წამოვიდნენ ახალციხის მიმართულებით. ისინი გადაადგილდებოდნენ შ--–-- ა--------ის მარცხენა საჭიანი, კრემისფერი ს--------ს მარკის ა/მანქანით, ბენზინგასამართ სადგურ ,,ს------ზე“ ჩაასხეს 20 ლარის ოდენობის საწვავი. საწვავის ფული მან გადაიხადა. ისინი დაჰპირდნენ ა--------ს რომ დანარჩენ საწვავს მოგვიანებით ჩაასხამდნენ მანქანაში. ახალციხის მიმართულებით გზის გაგრძელების შემდეგ, წყაროსთან შეჩერდნენ წყლის დასალევად და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. წყაროსთან იდგა ფ------ის მარკის ავტომობილი, რომელიც სავაჭრო ჯიხურად იყო გადაკეთებული. მანქანიდან გადავიდნენ ის და ნ-----–---- მ--------ი, ხოლო შ--–-- ა--------ი დარჩა მანქანაში. მას მანქანაში მუსიკა მაღალ ხმაზე ჰქონდა ჩართული.
ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს, მისთვის უცნობი, ხანში შესული, მამაკაცი გადმოვიდა ფ------ის მარკის ავტომობილიდან და მათ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ხანშიშესული მამაკაცი - ა---- პ----ე, უკმაყოფილო იყო იმით, რომ ის და მ--------ი მოცემულ ადგილზე იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებას და პირადად მას დედის და ოჯახის წევრების მისამართით შეაგინა. მან მოუწოდა, დამშვიდებულიყო და მალე წავიდოდნენ. ა---- პ----ემ ასევე პრეტენზია გამოხატა ხმამაღალი მუსიკის გამოც და მათ ერთობლივად კვლავ შეაგინა. ნ-----–---- მ--------მა, რომელიც მის უკან იდგა, ჩაილაპარაკა, რომ წასულიყვნენ და თავი დაენებებინათ. ა---- პ----ის საქციელმა მოწმე გააღიზიანა, ვეღარ მოითმინა ოჯახის მისამართით შეგინება, რის გამოც მას თავი ჩაარტყა სახის არეში. დარტყმის შემდეგ ა---- პ----ე იქვე წაიქცა. მალევე, წამოდგა ფეხზე, უფრო აგრესიული და აქტიური გახდა და მათ კვლავ დაუწყო იგივე მისამართით და დამატებით მკვდარ-ცოცხალის მისამართით გინება. ჩხუბის დროს ნ-----–---- მ--------ს არ უცდია მისი და ა---- პ----ის გაშველება.
ფეხზე წამოდგომის შემდეგ, მან და ნ-----–---- მ--------მა ა---- პ----ეს კვლავ ჩხუბი დაუწყეს და დაარტყეს. არ ახსოვს კონკრეტულად ხელით სცემდნენ ა---- პ----ეს თუ ფეხით. ჩხუბი დაახლოებით 7-8 წუთი გაგრძელდა. ჩხუბის დროს ა---- პ----ე უცბად შევარდა თავის ჯიხურში. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა შ--–-- ა--------ი და მას და ნ-----–---- მ--------ს სთხოვდა, რომ დაწყნარებულიყვნენ და აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ის და ნ-----–---- მ--------ი ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ და ა---- პ----ის მანქანას აზიანებდნენ-ურტყამდნენ ხელებს, ფეხებს, ქვებს და ყველა საგანს რაც ხელში მოხვდებოდათ. მანქანის დაზიანებაში შ--–-- ა--------ს მონაწილეობა არ მიუღია. ამ დროს ა---- პ----ე მოულოდნელად გადმოვიდა მანქანიდან, ხელში ნაჯახი ეჭირა. ის მათ მიმართ კვლავ აგრესიულად იყო განწყობილი და შეურაცხყოფას აყენებდა. ა---- პ----ემ მათ ნაჯახი რამდენჯერმე მოუქნია. ნ-----–---- მ--------მა მას უთხრა, რომ ა---- პ----ისთვის ცული წაერთმიათ, სიტუაცია გაენეიტრალებინათ და ისე წასულიყვნენ. ისინი ცდილობდნენ ა---- პ----ისთვის ნაჯახის წართმევას, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან ა---- პ----ე ფიზიკურად ძლიერი იყო. საბოლოოდ ა---- პ----ემ მას ნაჯახი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში-კოჭთან, რის გამოც ძირზე წაიქცა და ფეხიდან სისხლი წამოუვიდა. ამ დროს მასთან დასახმარებლად და წამოსაყენებლად მივიდა ნ-----–---- მ--------ი, თუმცა ფეხზე ვერ წამოაყენა ტკივილის გამო. ამ დროს ა---- პ----ეს ნ-----–---- მ--------ისთვის არ შეუგინებია. ამ მომენტით ისარგებლა ა---- პ----ემ, ნაჯახი ჯიხურში წაიღო და კვლავ ჯიხურში ჩაიკეტა. არ ახსოვს ჯიხურის ფანჯრებს მინები ჰქონდა თუ არა.
სისხლის წამოსვლამ ის ააღელვა და ყურადღება ფეხზე და სისხლზე ჰქონდა გადატანილი. ამის შემდეგ ნ-----–---- მ--------ი ცდილობდა ჯიხურში შესვლას და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოახერხა ჯიხურში შესვლა. ნ-----–---- მ--------ის ჯიხურში შესვლისას, ვინაიდან ჯიხურს ფიცრები ამძვრალი ჰქონდა და თან უკვე თენდებოდა, მან დაინახა ჯიხურში მყოფი მამაკაცის მიერ ნ-----–---- მ--------ისთვის ნაჯახის გულ-მკერდის არეში დარტყმის მომენტი. თვითონ ძირზე იყო წაქცეული, კარგად ვერ ხედავდა ჯიხურში მიმდინარე მოვლენებს, ამასთანვე, ჯიხურიდან 5-6 მეტრით იყო დაშორებული და ძირითადი ყურადღება ფეხის ტკივილზე ჰქონდა გადატანილი, წამოდგომას ცდილობდა, ამ ყველაფრის გამო მას არ დაუნახავს ნ-----–---- მ--------ის მიერ ა---- პ----ისთვის ნაჯახის გამორთმევისა და დარტყმის მომენტი. მას ჯიხურში მყოფი ნ-----–---- მ--------ის ხელში ნაჯახი საერთოდ არ დაუნახავს. ნ-----–---- მ--------ი ჯიხურში იდგა ჩამტვრეულ ფიცრებთან-ფანჯარასთან მაქსიმალურად ახლოს. მას ასევე არ დაუნახავს, თუმცა ჯიხურიდან გაგებული ხმების გამო განმარტავს, რომ ჯიხურში მყოფ პირსა და ნ-----–---- მ--------ს შორის გაგრძელდა ჩხუბი და დაპირისპირება. მას ესმოდა ყვირილის ხმა, გაიგონა ა---- პ----ის ყვირილი-,,ვაი “. ჯიხურში მიმდინარე მოვლენები დასრულდა დაახლოებით 3-4 წუთში. ამ პერიოდის განმავლობაში ის ცხვირსახოცით ფეხის შეხვევას ცდილობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიგონა ნ-----–---- მ--------ის ხმა, რომელიც ჯიხურიდან გადმოსვლაში დახმარებას ითხოვდა. ის და შ--–-- ა--------ი მივიდნენ ჯიხურთან და ნ-----–---- მ--------ს დაეხმარნენ ჯიხურიდან გადმოსვლაში. ამ დროს მას არ დაუნახავს ჯიხურში არსებული ვითარება და ნაჯახის მდებარეობა, რადგან ყურადღება ნ-----–---- მ--------ისკენ ჰქონდა მიმართული და შექმნილი ვითარების გამო აღელვებული და დაბნეული იყო. თავად ჯიხურში არ შესულა, მხოლოდ ნახევარი ტანით გადაიწია ჯიხურში ნ-----–---- მ--------ის გადმოსაყვანად.
ჯიხურიდან გადმოსვლის შემდეგ ნ-----–---- მ--------ი გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს ბ---------ის საავადმყოფოში წასვლა. მას პირადად არ უნახავს ნ-----–---- მ--------ის დაზიანება. მანქანაში ჩასხდომისას შ--–-- ა--------ი დაჯდა საჭესთან-მარცხენა მხარეს, ნ-----–---- მ--------ი განთავსდა მძღოლის გვერდით მარჯვნივ, ხოლო თავად განთავსდა მანქანის უკანა სავარძელზე. გზის გაგრძელებისას მას დასცხა, რის გამოც მაისური გაიხადა. ვინაიდან მანამდე ჩასხმული საწვავი შესაძლოა არ ჰყოფნოდათ ბ---------ამდე, ნიკოლზ მ--------მა გამოთქვა მანქანაში საწვავის ჩასხმის სურვილი, რაზეც ისიც დაეთანხმა, თუმცა მ--------ს არ დაუკონკრეტებია როგორ უნდა ჩაესხათ საწვავი, რადგან თანხის შესახებ მათ არ უსაუბრიათ. მან საწვავის ჩასხმა თავის თავზე აიღო. შ--–-- ა--------მა სავარაუდოდ არ იცოდა მათ საწვავის ფული ჰქონდა თუ არა.
ისინი შეჩერდნენ დაბა წ-------ში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ ,,რ------–ზე“. ნ-----–---- მ--------მა ოპერატორს მოსთხოვა 100 ლარის ოდენობის საწვავის ჩასხმა, რაც ოპერატორმა შეასრულა. მანქანაში ჩაეტია 95 ლარის ოდენობის საწვავი, რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს წასვლა. ოპერატორმა მოითხოვა საწვავის ღირებულების გადახდა. ნ-----–---- მ--------სა და ოპერატორს შორის იყო დაძაბული საუბარი, რამაც მათი მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ნ-----–---- მ--------ი გადავიდა მანქანიდან და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ თავადაც გადავიდა მანქანიდან და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს მანაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა-ხელით და ფეხით დაუწყო ცემა. ამ დროს მას კვლავ არ ეცვა მაისური და წელს ზევით შიშველი იყო. ამის შემდეგ მანქანიდან გადავიდა შ--–-- ა--------ი, მათ წასვლისკენ მოუწოდა, ისინი მანქანაში ჩასვა და ერთად დატოვეს ბენზინგასამართი სადგური.
ვინაიდან მათ ნ-----–---- მ--------ის დაზიანება საშიშად მიიჩნიეს და ვარაუდობდნენ რომ ქ. ბ---------ის საავადმყოფო ღია არ იქნებოდა, გადაწყვიტეს ქ. თბილისში წასვლა. გზაში ნ-----–---- მ--------ი იძახდა რომ მაგრად მოუვიდა დარტყმა. გზაში მას ჩაეძინა და გამოეღვიძა ქ. ხაშურში, რა დროსაც შ--–-- ა--------ი მანქანას აბრუნებდა უკან-ბ---------ის მიმართულებით. ვინაიდან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იყო, მას კვლავ ჩაეძინა და გამოეღვიძა ცემში, სადაც ის და ნ-----–---- მ--------ი გადმოსვა შ--–-- ა--------მა და მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ის და ნ-----–---- მ--------ი ერთად წავიდნენ ბ---------ის მიმართულებით, თუმცა მას არ ახსოვს სახლში როგორ მივიდა. სახლში მისვლისას უკვე დილა იყო. იგი შევიდა თავის ოთახში და დაიძინა. სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ ლ------ე გ--------------ი, მ-----– ფ--–-----ი და მ------ ე-----–--ე. დაახლოებით 10:00 სთ-ის შემდეგ გააღვიძა ბაბიამ-მ------ ე-----–--ემ და ჰკითხა ღამით სად იყო და რას აკეთებდა, რაზეც მან უპასუხა რომ ბენზინ გასამართ სადგურზე ჩხუბი მოუვიდა და ყველაფერი კარგად იყო. მან უთხრა მ------ ე-----–--ეს რომ განერვიულებული იყო და დამამშვიდებელი წამალი სთხოვა, მ------ ე-----–--ემ მას 2 აბი მისცა და მანაც დალია. იგი ზოგადად არ ღებულობს ფსიქოტროპულ საშუალებებს.
მოგვიანებით მათთან სტუმრად მივიდა ნათესავი ქალი, ხოლო დაახლოებით 11:30 სთ-ზე მათთან მივიდა პოლიცია, წინააღმდეგობის გარეშე დააკავეს ის და მ------ ე-----–--ესთან ერთად წაიყვანეს განყოფილებაში.
მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს, არ სურს მისი სხდომაზე გამოქვეყნება და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება უფრო დაზუსტებული და სანდოა.
ბრალდებულ შ--–-- ა--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივნისს, საღამოს სახლში იმყოფებოდა. უკვე დაძინებას აპირებდა, რა დროსაც დაურეკა კ--- შ-----ემ და მასთან სახლში მისვლა სთხოვა. მისვლისას კ--- შ-----ემ სთხოვა, ქ.ახალციხეში წაყვანა და მანქანაში საწვავის ჩასხმას დაჰპირდა. რაზეც ის დასთანხმდა. ახალციხეში წასვლაზე დასთანხმდა ასევე ნ-----–---- მ--------იც და ისინი წავიდნენ ქ.ახალციხეში.
საჭესთან თვითონ იჯდა და მანქანაში ხმამაღალი მუსიკა ჰქონდა ჩართული. გზაზე ისინი შეჩერდნენ იმ წყაროსთან, სადაც შემთხვევა მოხდა. ამ დროს ბნელოდა-უკვე თენდებოდა. მანქანაში მუსიკას ხმა კვლავ აწეული ჰქონდა. მათ მანქანა, წყაროსთან გაჩერებული მანქანიდან-ჯიხურიდან შეაჩერეს დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით. ის ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა თავისი მანქანის უკან, მოშორებით. მათი მისვლიდან მალევე, კაცი მცირე ზომის ნაჯახით ხელში გამოვარდა ჯიხურიდან, მათ ეუბნებოდა რა იყო რამ გაგამწარათ, აგინებდა ოჯახის, მშობლების, ჯიშ-ჯილაგის და ა.შ. მისამართით და შეურაცხყოფას აყენებდა სხვა უწმაწური სიტყვებით. მას კ--- შ-----ემ უთხრა, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ წავიდოდნენ. ამის მიუხედავად ა---- პ----ემ კვლავ გააგრძელა გინება და კვლავ აგრესიული იყო მათს მიმართ.
კ--- შ-----ემ მანქანის გვერდზე თავი დაარტყა ა---- პ----ეს სახეში, რომ ის უკან გადავარდა და ძირს დაეცა. ა---- პ----ე ფეხზე წამოდგა და იქნევდა ნაჯახს, რა დროსაც კ--- შ-----ეს ფეხში, მუხლის ქვემოთ მოარტყა, ნ-----–---- მ--------ს კი ხელზე დაუსვა და გაუჭრა, რის შემდეგაც ლანძღვა-გინებით შევარდა ჯიხურში და იქიდან კვლავ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნაჯახი მოქნევის დროს რამდენჯერმე მანქანასაც მოხვდა დაზიანდა მანქანის წინა მაშუქი და კარების ადგილი. ასევე ჩხუბის დროს ნ-----–---- მ--------იც რამდენჯერმე მიეჯახა მანქანას, რა დროსაც მანქანა დაზიანდა. მანქანა ასევე დაზიანდა ნასროლი ქვებითაც. არ ახსოვს კონკრეტულად ვინ ისროდა. შემთხვევის ადგილზე მათ გარდა არავინ ყოფილა.
ის მოუწოდებდა მ--------ს და შ-----ეს, რომ თავი დაენებებინათ და წასულიყვნენ. გარეთ მყოფები ჯიხურში მყოფს, მანქანის კარებზე უბრახუნებდნენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ის გარეთ არ გამოდიოდა. რომელიღაცამ მ--------მა ან შ-----ემ ჩაამტვრია მანქანის ფანჯარა, საიდანაც ნ-----–---- მ--------ი მარტო გადაძვრა ჯიხურში. მას შესვლაში არავინ დახმარებია. აღნიშნული ფანჯარა მდებარეობდა გზის მხარეს და მანქანის მარცხენა მხარეს. უსინათლობის გამო ჯიხურში მიმდინარე მოვლენები ბუნდოვნად ჩანდა, გარეთ შედარებით უკეთ ჩანდა ყველაფერი. ვინაიდან კ--- შ-----ეს ფეხს უხვევდა ყველაფერს ყურადღებით არ აკვირდებოდა და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ხედავდა ჯიხურში მიმდინარე მოვლენებს. მას ჯიხურში ჩხუბი არ დაუნახავს. დაინახა მხოლოდ ის, რომ ნ-----–---- მ--------ის მანქანაში-ჯიხურში შესვლის დროს, ის კაცი (ა---- პ----ე) იყო ნაჯახით შეიარაღებული. ის და მ--------ი პირისპირ იდგნენ. მან მოუქნია ნაჯახი ნ-----–---- მ--------ს და ნეკნების არეში მოარტყა. ნ-----–---- მ--------მა მას წაართვა ნაჯახი, შემდეგ მოიქნია და ეს ნაჯახი ძირზე დააგდო. ნ-----–---- მ--------ს კონკრეტულად ა---- პ----ისთვის ნაჯახი, განზრახ არ მოუქნევია. მას არ დაუნახავს ნ-----–---- მ--------მა თავში ჩაარტყა თუ არა ნაჯახი ა---- პ----ეს. ნ-----–---- მ--------ის ჯიხურში შესვლიდან და ჯიხურიდან გადმოსვლამდე, ის კ--- შ-----ეს, რომელიც ჯიხურის წინ-ოდნავ გვერდზე, გზასთან იმყოფებოდა, ფეხს უხვევდა მაისურით ან სხვა ნაჭრით და კარგად არ დაუნახავს ჯიხურში მიმდინარე მოვლენები. ამის შემდეგ ის და კ--- შ-----ე ჯიხურიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ ნ-----–---- მ--------ს, კ--- შ-----ეს ფეხი შეუხვიეს და იქაურობას გაეცალნენ.
ისინი წავიდნენ ბ---------ის მიმართულებით. ა/მანქანა მარცხენა საჭიანია. თვითონ იჯდა მანქანის საჭესთან, ნ-----–---- მ--------ი მის გვერდით იჯდა, ხოლო კ--- შ-----ე უკანა სავარძელზე იყო განთავსებული. გზაში მას მიუთითეს, რომ ბენზინგასამართ სადგურზე შესულიყო. ბენზინგასამართ სადგურზე შესვლისას, სავარაუდოდ ნ-----–---- მ--------მა ოპერატორს მოსთხოვა 100 ლარის ოდენობის საწვავის ჩასხმა. ამ დროს წინა საქარე მინები, მისი და ნ-----–---- მ--------ის მხარეს ჩამოწეული იყო. საწვავის ჩასხმის შემდეგ, თანხა უნდა გადაეხადა შ-----ეს ან მ--------ს. ვინაიდან მათ ნაღდი ფული არ ჰქონდათ, მ--------მა ან შ-----ემ ოპერატორს შესთავაზა საკრედიტო ბარათით გადახდა, რადგან რომელიღაცას საკრედიტო ბარათი ჰქონდა, თუმცა ოპერატორისგან საბანკო ტერმინალის არ ქონის გამო უარი მიიღეს. ნიკოლზ მ--------მა უთხრა, რომ შინაურები-ბ---------ელები იყვნენ და საწვავის ფულს მოგვიანებით მიუტანდნენ. ოპერატორი მათ საწვავის ფულს სთხოვდა და ამ დროს შეიგინა კიდეც მათი მისამართით. ნ-----–---- მ--------ს საქარე მინა ჩამოწეული ჰქონდა და ოპერატორი მას ტანსაცმელში სწვდა და გინებით მოქაჩა. ამის გამო ნ-----–---- მ--------ი და კ--- შ-----ე გადავიდნენ მანქანიდან ოპერატორიც გამოიწია ამათკენ. ოპერატორს ცემა დაუწყეს-თავი ჩაარტყეს, რის შემდეგაც ის გადავიდა მანქანიდან, ისინი მანქანაში ჩასვა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. მომხდარის გამო შეშინებული იყო. გაემართნენ ხაშურის მიმართულებით. ვინაიდან თვითონაც ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა გადაწყვიტა უკან დაბრუნება. უკან დაბრუნებისას, ს------–-–--თან-ლიანდაგებთან დატოვა ნ-----–---- მ--------ი და კ--- შ-----ე. მათ უთხრა, რომ თავიანთი გზისთვის მიეხედათ. კ--- შ-----ე და ნ-----–---- მ--------ი წავიდნენ ფეხით, ხოლო თავად მამამისის მეგობართან გაემართა სოფელ ლ----ში მომხდართან დაკავშირებით რჩევის მისაღებად. მისვლისას მან უთხრა მამამისის მეგობარს, რომ ჩხუბი მოუვიდათ და საწვავის ვალი ჰქონდათ. მამამისის მეგობარმა ურჩია რომ დაწყნარებულიყო, ჯერ პური ეჭამა, ხოლო შემდეგ პოლიციაში წასვლა შესთავაზა, რაზეც ის დასთანხმდა. სანამ პურს შეჭამდა ამ დროს პოლიციაც მივიდა მის დასაკავებლად.
2019 წლის 12 ივნისის 12:05-15:50 საათის პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე გზის მარცხენა მხარეს გრუნტით დაფარულ ტერიტორიაზე, სადაც წინა მხრით ბ---------ის მიმართულებით გაჩერებულია თეთრი ფერის ფ------ის მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Q--------. ავტომანქანის ძარაზე მოწყობილია მოყავისფრო ხის კონსტრუქციის ჯიხური, რომელსაც უკანა მხარეს აქვს ერთ ფრთიანი კარები, რომელიც მიხურულ მდგომარეობაშია და მიდგმული აქვს ორ საფეხურიანი ხის კიბე. ჯიხურს მარჯვენა გვერდით გააჩნია მეტალოპლასტმასის ფანჯრები, რომელსაც გარედან გააჩნია ლითონის ჩარჩოთი და ხის ფიცრებით შეკრული ზემოდან ქვემოთ მოძრავი სახურავი, რომელიც არის გაღებულ მდგომარეობაში. აღნიშნულ სახურავს და ჯიხურს ამძვრალი აქვს ფიცრის ნაჭრები და მიმოფანტულია მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩამტვრეულია ჯიხურის მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ასევე დამტვრეულია ავტომანქანის წინა და გვერდითი საქარე მინები, წინა მაშუქი ფარები და მარჯვენა მაჩვენებელი ციმციმა. დაზიანებულია ძრავის სახურავი ე.წ.,,კაპოტი’’, მარცხენა მხარეს კარებზე აღენიშნება ფეხის კვალი, სალონში ჩამტვრეულია მაჩვენებლების მინა, ასევე ჩამტვრეულია უკანა საქარე მინა, რომელიც ესაზღვრება ჯიხურს. ჯიხურის ფიცრებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვლები. შესასვლელი კარიდან წინ მარცხენა მხარეს 30 სანტიმეტრში დევს ცული რომელსაც ყუაზე და ტარზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ცულიდან მარჯვენა მხარეს 40 სანტიმეტრში და შესასვლელი კარიდან წინ 35 სანტიმეტრში თავით კარებისკენ ასვენია 1--- წელს დაბადებული ა---- პ------ს ძე პ----ის გვამი.
გვამს ზემოდან აცვია მუქი მწვანე ფერის პულავერი, შიგნიდან მოყავისფრო ზოლებიანი პერანგი, პერანგის შიგნით წითელი ფერის მაისური, მაისურის შიგნით ნაცრისფერი უმკლავო მაისური. ქვემოთ აცვია შავი ფერის სპორტული შარვალი, ნაცრისფერი წინდები ორი წყვილი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი გახსნილი ელვაშესაკრავით. გვამს მარჯვენა ზემო ქუთუთოს არეში აღენიშნება ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წარბის ზემოთ შუბლის არეში სიგრძივად მდებარე დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა არასწორი კიდეებით. მარჯვენა წარბის შიგნითა კუთხესთან და მის ზემოთ შუბლის არეში აღენიშნება ჭრილობა იგივე ხასითის სიგრძივად მდებარე, შუბლის არეში აღენიშნება სიგრძივად მდებარე ჭრილობა. გვამის თავთან იატაკზე არის სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.
ავტომანქანის კარებები, ჯიხურში შესასვლელი კარებები და ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია ექსპერტების მიერ დამუშავებული იქნა სპეციალური ფხვნილით ხელის კვლების აღმოჩენის მიზნით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ფიცრის ნაჭერები, რომლებიც დაილუქა სპეც პაკეტში, დაზიანებული ბოქლომი, ელექტრო სასწორის კორპუსი, მინის ნამსხვრევები, ფანჯრის გარე ჩარჩოს ზედაპირიდან ანაწმენდები, იმავე ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან ანაწმენდები, იმავე ფანჯრის ჩარჩოდან მინის ნამსხვრევები სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქებით, მინის ნამსხვრევები, ფიცრის ნაჭერი, ქანჩი,ლურჯი ფერის პლასტმასის ტარიანი ლითონის ხელსაწყო, სუნის ნიმუში. ა---- პ----ის გვამიდან ამოღებული იქნა მუქი მწვანე ფერის პულოვერი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები და საყელოს წინა არეში არის დაზიანებული. მოყავისფრო ზოლებიანი პერანგი, რომელსაც საყელოს ზურგის და ორივე სახელოს არეში აღენიშნება დაზიანებები, ასევე მოწითალო ფერის ლაქები. პერანგის გულის ჯიბეში მოთავსებულია სამი ცალი ოცლარიანი კუპიურა, ორი ცალი ათ ლარიანი კუპიურა და რვა ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა სულ საერთო ჯამში 120 ლარი. წითელი ფერის უმკლავო მაისური მოწითალო ფერის ლაქებით. შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელიც არის მტვრიანი და აღენიშნება სიძველისაგან დაზიანებები. ნაცრისფერი წინდები ორი წყვილი და შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მარცხენა ფეხსაცმელზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. აღნიშნული ტანსაცმელი და ფულადი თანხა ცალცალკე დალუქული იქნა სპეც პაკეტში. ა---- პ----ის გვამის ხელების ათივე თითიდან აღებული იქნა ფრჩხილების ნიმუში. გვამის მიმდებარედ იატაკიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. გვამის ქვემოდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის გადასაფარებელი ე.წ. ,,ადიელო’’ რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ა---- პ----ის გვამი გადასვენებული იქნა პროზექტურაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
აღებული იქნა სუნის ნიმუში, ნაცრისფერი ნაჭრის ქურთუკი საყელოზე გარედან დაზიანებით, პლასტმასის ტარიანი მასიური ტიპის დანა, ორი ცალი ფიცრის ნაჭერი, ფანჯრის ზედა უჯრედის ჩარჩოდან ამოღებული იქნა მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქით მინის ნამსხვრევები, ლითონის ჩარჩოდან აღებული იქნა ანაწმენდები, დახლიდან ამოღებული იქნა ხურდა ფული ჯამში 17 ლარის ოდენობით, ჯიხურში შესასვლელი კარებიდან ამოღებული იქნა საკეტის მექანიზმი, ავტო მანქანის მარჯვენა და მარცხენა კარებიდან ამოღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში დაქტილოფირზე, ავტომანქანის მარჯვენა მხარეს სავარძლიდან ამოღებული იქნა შალითები, ასევე მარცხენა მხარეს მძღოლის სავარძლიდან ამოღებული იქნა შალითები, ამოღებული იქნა ფანჯრის სახურავის დამჭერი ფიცარი, ჯიხურში აღმოჩენილი სხვადასხვა ტკბილეული და ხილ-ბოსტნეული ხელწერილით ჩაბარდა გარდაცვლილის მეუღლეს, ა/მანქანა სახ.ნომ. Q-------- ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი ლუქით. შემთხვევის ადგილი დასურათებულია და თან ერთვის ოქმს.
2019 წლის 12 ივნისის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში პ.ი-–---–ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ-----–---- მ--------ის საცხოვრებელ სახლსა და სახლის ეზოში შესაძლოა ინახება ნ-----–---- მ--------ის შარვალი, რომელიც მას ეცვა ა---- პ----ის მკვლელობის დროს და აუცილებელია ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში პ.ი-–---–ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ-----–---- მ--------ის საცხოვრებელ სახლსა და სახლის ეზოში ჩატარდეს ჩხრეკა აღნიშნული ტანსაცმლის დასაძებნად და ამოსაღებად.
2019 წლის 12 ივნისის 17:05-17:55 საათის პერიოდში ჩატარებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში პ.ი-–---–ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ-----–---- მ--------ის საცხოვრებელ სახლში დეტალურად გაჩხრეკილი იქნა სახლში მდებარე მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელი ოთახები, რა დროსაც საქმისათვის რაიმე მნიშვნელობის მქონე ნივთი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ ჩხრეკა გაგრძელდა ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში პ.ი-–---–ის ქუჩა N6-ში მდებარე ნ-----–---- მ--------ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, რა დროსაც სახლის უაკანა მხარეს განთავსებული ხის საქათმიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ,,jager fabel’’-ის ფირმის დუტის სპორტული შარვალი, რომელსაც ჯიბეებთან გასდევს წითელი ფერის ზოლი. შარვალს მარცხენა ტოტის უკანა ზედა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი.
2019 წლის 12 ივნისის 15:30-16:05 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, ერთი ცალი ,,ს-------ის'' ფირმის J8 მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი და ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ შ--–-- ა--------მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. შემთხვევის ადგილი დასურათებულია და თან ერთვის ოქმს.
2019 წლის 12 ივნისის 21:20-23:00 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ისგან ბ---------ის რაიონის სოფელ ლ----ში ორსართულიანი კორპუსის ეზოში ამოღებული იქნა ა/მანქანა ,,ს-------- ფ-----------ი’’, სახ. ნომრით A--------, სავარძლების მიკრონაწილაკები შალითის ნიმუშებთან ერთად და მოწითალო ფერის ლაქები ანაწმენდის ნიმუშებთან ერთად.
2019 წლის 12 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულის კ--- შ-----ისაგან გაგადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ამოღებულ იქნა მონაცრისფრო კაპიუშონიანი ზედატანი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ,,ჰუავეის" ფირმის მობილური ტელეფონი.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული შ--–-- ა--------ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ აღებული იქნა შ--–-- ა--------ის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 12 ივნისის 15:51-16:08 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ის დაკავება მოხდა ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში პ.ი-–---–ის ქუჩა 15-ში მდებარე გ------- გ--------ის საცხოვრებელ სახლში. დაკავებულს მარცხენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა ჭრილობა, მარჯვენა ხელის ნეკა თითზე ჭრილობა, გულმკერდის მარჯვენა მხარეს აღენიშნება ნაკაწრი, მარცხენა მხარეს ნეკნების მიდამოებში აღენიშნება ნაკაწრი, მარცხენა ბეჭის ქვედა მხარეს აღენიშნება ნაკაწრი, ზურგის ქვედა მარცხენა მხარეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი, მარცხენა ფეხის წვივის და მუხლის არეში აღენიშნება ნაჭდევები. მისგან პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, რომელსაც წინა ქვედა მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება და რომელსაც ზურგის მხარეს აქვს თეთრი ფერის წარწერა. აღნიშნული ნივთები დაილუქა და შეიფუთა.
2019 წლის 12 ივნისის 20:20-20:45 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ კ--- შ-----ის დაკავება მოხდა შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოს შენობაში, იმ საფუძვლით, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ თვითმხილველმა ამოიცნო, პირი შესაძლოა მიიმალოს.
2019 წლის 13 ივნისის 00:54-01:25 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ის დაკავება მოხდა ქ.ბ---------ში წმინდა ნ----ს ქუჩა N7-ში იმ საფუძვლით, რომ პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო, პირი შესაძლოა მიიმალოს.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული ნ-----–---- მ--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ისგან მისივე თანხმობით ქ.ბ---------ში ს-----ის 3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის’’ ბ---------ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მედდის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 13 ივნისს ჩატარებული შ--–-- ა--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ისაგან მისივე თანხმობით ქ.ბ---------ში ს-----ის 3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის’’ ბ---------ის მრავალ პროფილური სამედიცინო ცენტრის მედდის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 13 ივნისს ჩატარებული კ--- შ-----ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ კ--- შ-----ისაგან მისივე თანხმობით კანონიერი წარმომადგენლის მ------ ე-----–--ის თანდასწრებით ქ.ბ---------ში ს-----ის 3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის’’ ბ---------ის მრავალ პროფილური სამედიცინო ცენტრის მედდის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 12 ივნისის 17:25-17:40 საათის პერიოდში ჩატარებული ა---- პ----ის გვამიდან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ახალციხეში რ---------–ის 105 ა-ში მდებარე სამცხე-ჯავახეთის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის შენობაში (პროზექტურაში) სასამართლო სამედიცინო ექსპერტ დ----- მ------–---–ის მიერ ა---- პ----ის გვამიდან არებული იქნა სისხლის ნიმუში.
2019 წლის 13 ივნისს ჩატარებული ა---- პ----ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ა---- პ----ის გვამის ორივე ხელიდან აღებული იქნა ხელის ანაბეჭდები ექსპერტის მიერ სპეციალურ დაქტილობარათზე. ბარათი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული ნ-----–---- მ--------ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ ნ-----–---- მ--------ის თანხმობით აღებული იქნა ნ-----–---- მ--------ის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული კ--- შ-----ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ აღებული იქნა კ--- შ-----ის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდებულის კ--- შ-----ისაგან ნებაყოფლობით, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით აღებულ იქნა სუნის ნიმუში და ხელის ანაბეჭდების ნიმუში.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული შ--–-- ა--------ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ აღებული იქნა შ--–-- ა--------ის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდებულის შალვა აკოფიანისაგან ნებაყოფლობით, მისი ადვოკატის თანდასწრებით აღებულ იქნა სუნის ნიმუში და ხელის ანაბეჭდების ნიმუში.
2019 წლის 13 ივნისის 17:56-18:13 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ლ---- მ--------ისაგან ამოღებული იქნა მისი შვილის ნ-----–---- მ--------ის კუთვნილი ერთი წყვილი, შავი ფერის, თეთრი ფერის ძირებიანი სპორტული ფეხსაცმელი, ე.წ,, ბოტასი’’, რომელთა გარეთა მხრიდან ნაჭერზე გამოსახულია ,,ნ---ის’’ ფირმის თეთრი ფერის ემბლემა შავი ფერის ზონარით, თითოეულ ,,ბოტასის’’ ე.წ. ,,ენაზე’’ მიკერებულია იარლიყი წარწერით,,ZOOM STRUCTURE’’.
2019 წლის 12 ივნისის 16:10-16:25 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ა---------– გ------–--ისაგან ამოღებული იქნა შავი ფერის შარვალი უკანა მარჯვენა მხარეს ჯიბეებით, ორივე გვერდებზე მუხლის ზედა ნაწილში ჯიბეებით, ელვა შესაკრავით, შარვალი წინა მხრიდან იკვრება ფოლაქით და ელვა შესაკრავით. მუხლის ქვედა ნაწილში ღია ფერის სალტეებით ე.წ.,,შუქამრეკლით’’, შარვლის ორივე მხარეს წელის არეში აქვს ღია ჯიბეები, ორივე ჯიბეზე ხელის ჩაყოფის ადგილზე აღენიშნება მოწიტალო ფერის სისხლისფერი ლაქები. ასევე ამოღებული იქნა მოკლესახელოებიანი მუქი ფერის პერანგი, წინა მხრიდან გულმკერდის არეში ორი პატარა ზომის ჯიბით ფოლაქის შესაკრავით, პერანგი იკვრება მთლიან სიგრძეზე, არც შარვალს და არც პერანგს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებათ.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ ა---------– გ------–--ემ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებუილი არ ყოფილა შემთხვევის ადგილი დასურათებულია და თან ერთვის ოქმს.
2019 წლის 12 ივნისს ჩატარებული ა---------– გ------–--ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ა---------– გ------–--ისაგან მისივე თანხმობით ქ.ბ---------ში ს-----ის 3-ში მდებარე შპს ,,ჯ-------------–-ის’’ ბ---------ის მრავალ პროფილური სამედიცინო ცენტრის მედდის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
2019 წლის 12 ივნისის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა---------– გ------–--ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო კ--- შ-----ე - ის პიროვნება, რომელიც 2019 წლის 12 ივნისს ბ---------ის რაიონის დ. წ-------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ ,,რ------–ში’’ მისი მორიგეობის დროს მივიდა შ--–-- ა--------თან და ნ-----–---- მ--------თან ერთად, იძალადა მის მიმართ, იგი იჯდა ავტომანქანა ,,ს--------ს" უკანა სავარძელზე. პიროვნება ამოიცნო შემდეგი ნიშნით: სუსტი აღნაგობით, თეთრი გამხდარი პირისახით, შავი თმებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით.
2019 წლის 13 ივნისის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა---------– გ------–--ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო შ--–-- ა--------ი - ის პიროვნება, რომელიც 2019 წლის 12 ივნისს ბ---------ის რაიონის დ.წ-------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ ,,რ------–ში’’ მისი მორიგეობის დროს მივიდა კ--- შ-----ესთან და ნ-----–---- მ--------თან ერთად, ჩაასხა საწვავი მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და ფული არ გადაიხადა. პიროვნება ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ფიზიკურად სუსტი აღნაგობით, შავი თმებით, შავი ხშირი წარბებით, შავი დიდი ზომის თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, პატარა წვერით, თეთრი მოგრძო პირისახით.
2019 წლის 12 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა---------– გ------–--ეს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2019 წლის 04 სექტემბერს დაზარალებულად იქნა ცნობილი მ------ ფ--–------–---–ი რომელსაც ნ-----–---- მ--------ისა და კ--- შ-----ის განზრახი ქმედების შედეგად მიადგა 950 ლარის ქონებრივი ზიანი ,ფ------ის," მარკის ავტომანქანაზე მოწყობილი სავაჭრო ჯიხურის დაზიანების გამო.
2019 წლის 13 ივნისის დადგენილებით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მ---- ხ-------–---–ი (დაბ.2----------–--–------------------) ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ნ-----–---- მ--------ის მიერ მისი მეუღლის ა---- პ----ის განზრახ მკვლელობის გამო.
2019 წლის 13 ივნისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ა---------– გ------–--ე (დ--------------–--–------------------) ცნობილი იქნა დაზარალებულად მის მიმართ ნ-----–---- მ--------ის, კ--- შ-----ისა და შ--–-- ა--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
2019 წლის 14 ივნისის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- მ--------მა უარი განაცხადა ნებაყოფლობით სუნის ნიმუშისა და ხელის ანაბეჭდების ნიმუშის აღებაზე.
2019 წლის 14 ივნისის პირის ამოცნობის ოქმით ბრალდებულმა ნ-----–---- მ--------მა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე.
2019 წლის 14 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა ა---------– გ------–--ემ განმარტა, წარდგენილ ოთხ ცალ ფოტოსურათებიდან N2 ფოტოსურათზე გამოსახულია ის პიროვნება, რომელმაც 2019 წლის 12 ივნისს ბ---------ის რაიონის დ. წ-------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ ,,რ------–ში’’ მორიგეობის დროს კ--- შ-----ესთან და შ--–-- ა--------თან ერთად იძალადა მის მიმართ, გასტაცა საწვავი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ა---------– გ------–--ემ N2 ფოტოსურათზე მოთავსებული პიროვნება - ნ-----–---- მ--------ი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: შავი მოკლე თმებით, მუქი შავი წარბებით, შავი თვალებით, სწორი ცხვირით, მრგვალი შავგვრემანი პირისახით.
2019 წლის 14 ივნისის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე N10/ა-094-19წ. განჩინებით ბრალდებულების კ--- შ-----ის, ნ-----–---- მ--------ის და შ--–-- ა--------ის მიმართ აღკვეთის ღონოსძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.
2019 წლის 18 ივნისის 16:25-16:40 საათის პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---------ის რაიონის დაბა წ-------ის შესასვლელში ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს სადაც არის ერთსართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური ,,რ------–ი’’. აღნიშნულ შენობაზე დამონტაჟებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეო კამერები. დათვალიერების დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი და ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა შემთხვევის ადგილი დასურათებულია და თან ერთვის ოქმს.
2019 წლის 18 ივნისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ.ბ---------ში თამარ მეფის ქ.N1-ში მდებარეობს ოთხ სართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ,,ნ------ას" სუპერმარკეტი და აფთიაქი ,,3---", შენობაზე დამონტაჟებულია ერთი ცალი გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერა. შენობის დასავლეთ მხარეს არსებული გზის ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარეობს ,,ფ-----------სა" და ,პ-------ს" აფთიაქები და შენობაზე დამონტაჟებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერა.
სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინების საფუძველზე დაბა ბ---------ში მდებარე „პ------- “-ს აფთიაქის N158 ფილიალის, სუპერმარკეტი „ნ------ა“-ს, „ფ-----------“-ს აფთიაქის N155 ფილიალის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა აღნიშნული ობიექტების გარე ფასადზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერების ამსახველი ინფორმაცია 2019 წლის 12 ივნისის 02:30 საათიდან 04:00 საათის ჩათვლით პერიოდის. ასევე. დაბა წ-------ში მდებარე ბენზინგასამართი სადგური „რ------–ი“-ს ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა აღნიშნული ობიექტის გარე ფასადზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერების ამსახველი ინფორმაცია 2019 წლის 12 ივნისის 04:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდის. დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ აფთიაქებისა და სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერებზე ასახულია ვერცხლისფერი ,,ს--------ს" მარკის ავტომანქანის გადაადგილება, ხოლო 2019 წლის 26 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტრის ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ასახული შემდეგი ვითარება: 2019 წლის 12 ივნისს რეალური დროით 05:52 საათზე, ბენზინგასამართ სადგურზე ბ---------ის მხრიდან შედის ვერცხლისფერი ,,ს--------ს" მარკის ავტომანქანა მარცხენა საჭით. შენობიდან გამოდის ოპერატორი ა---------– გ------–--ე, ასხამს ავტომანქანის ავზში საწვავს და თან ესაუბრება წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომ პირს. საწვავის ჩასხმის შემდეგ ოპერატორი მიდის ავტომანქანის წინა მრჯვენა მხარეს მჯდომ პირთან და ესაუბრება, მძღოლი ნელ-ნელა ძრავს ავტომანქანას. შემდეგ აჩერებს, და ისევ დაძრავს ავტომანქანას, ოპერატორი ხელებით ეყრდნობა კარებს და ისევ ესაუბრება მგზავრს. მძღოლი აჩერებს ავტომანქანას, წინა მარჯვენა სავარძლიდან გადმოდის ნ-----–---- მ--------ი და ა---------– გ------–--ეს აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. შემდეგ ავტომანქანიდან გადადიან შ--–-- ა--------ი და კ--- შ-----ე, რომელიც ძირს წაქცეულ ა---------– გ------–--ეს ურტყამს მუცლის არეში. შემდეგ სამივე ბრუნდება ავტომანქანაში და მიდიან შემთხვევის ადგილიდან. ჩანაწერით დგინდება ავტომანქანის მარკა და სანომრე ნიშანი -,,ს-------- " სახ. N A--------. ნ-----–---- მ--------ს აცვია შავი ფერის მაისური, შარვალი და ფეხსაცმელი თეთრი ძირებით. შ--–-- ა--------ს აცვია შავი ფერის ნაცრისფერ კაპიშონიანი ზედატანი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოყავისფრო ფეხსაცმელი. კ--- შ-----ე წელს ზევიდან არის შიშველი, აცვია შავი ფერის შარვალი და ფეხსაცმელი თეთრი ძირებით. ა---------– გ------–--ეს აცვია მუქი ფერის პერანგი და შარვალი, საზაფხულო ფეხსაცმელი.
2019 წლის 13 ივნისის ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N4--------- დადგენილია, რომ შ--–-- ა--------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2019 წლის 13 ივნისის ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N4--------- დადგენილია, რომ კ--- შ-----ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო მარცხენა წვივის არეში არსებული ზედაპირული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით აღნიშნული დაზიანებები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2019 წლის 13 ივნისის ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N4--------- დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ის სხეულზე არსებული ზედაპირული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2019 წლის 20 ივნისს ჩატარებული ნ-----–---- მ--------ის სუნის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ისგან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის N1----------წ განჩინების საფუძველზე ექსპერტის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში.
2019 წლის 20 ივნისს ჩატარებული ნ-----–---- მ--------ის ორივე ხელის ანაბეჭდების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ისგან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის N11---------წ განჩინების საფუძველზე ექსპერტის მიერ აღებული იქნა ორივე ხელის ანაბეჭდების ნიმუში.
2019 წლის 13 ივნისის ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N406/05/9-3 დადგენილია, რომ ა---------– გ------–--ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 27 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N-7------ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის ,,F---’’ სახელმწიფო ნომრით Q-------- ზედაპირზე არსებული დაზიანებები: ტეხვის, გასმა-გაცურების, ჭყლეტვის, ღუნვის, ნაჭდევებისა და ნაკაწრების სახით, თავისი ფორმითა და ხასიათიან გამომდინარე:
წინა საქარე მინის, მაჩვენებლების დაფის დამცავი მინის, ძრავის ნაკვეთურის სახურავის, მარჯვენა კარის სტაციონალური მინისა და ჯიხურის შესასვლელი კარის ზედაპირებზე განვითარებულია რაიმე მყარი, მკვრივი ზედაპირის მქონე საგანთაგან შეხება-ურთიერთქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
მარცხენა კარის ზედაპირზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მყარი რბილი ზედაპირის მქონე საგანთან შეხება-ურთიერთმოქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
მარცხენა და მარჯვენა კარის მოძრავი მინების, კაბინის უკანა სტაციონალური მინის, მოხვევის მაჩვენებლისა და წინა მაშუქი ფარების მინების, ფანჯრის მინაპაკეტების მინებისა და დარაბების ზედაპირებზე არსებული დაზიანებები განთავსებულია ფიზიკური ძალი ზემოქმედების შედეგად.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 29 ივნისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N-3---- დადგენილია, რომ
1. სს N0----------- საქმეზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის კვლები (კვალი N1 და კვალი N2) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, ხოლო ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 39მმX75მმ - პიროვნების იდენტიფიკაცისათვის უვარგისია.
2. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან: კვალი N1 და კვალი N2 - იდენტურია - 2--------- წელს დაბადებული ნ-----–---- ლ----ის ძე მ--------ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშების:
კვალი N1 (I პაკეტიდან - ამოღებული მარჯვენა კარის ზედაპირიდან) - იდენტურია - 2--------- წელს დაბადებულ ნ-----–---- ლ----ის ძე მ--------ის მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშის.
კვალი N2 (II პაკეტიდან ამოღებული მარცხენა კარის ზედაპირიდან) - იდენტურია - 2--------- წელს დაბადებული ნ-----–---- ლ----ის ძე მ--------ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშის.
3. ბაზაში შედარებისას - 0--------- წელს დაბადებული შ--–-- ს-----ის ძე ა--------ის და 2--------- წელს დაბადებული ნ-----–---- ლ----ის ძე მ--------ის ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში მანამდე მოთავსებული იყო, ხოლო 1--------- წელს დაბადებული - ა---- პ------ს ძე პ----ის და 0--------- წელს დაბადებული კ--- ბ-----ის ძე შ-----ის ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 29 ივნისის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა N-1---- დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1988 წელს გამოშვებული,,F---’’-ის მარკის ,,T------’’-ის მოდელის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით: Q--------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეესაბამება 950 ლარს.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 01 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N-46/22-377 დადგენილია, რომ ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ისაგან, ბრალდებულ კ--- შ-----ისაგან და ბრალდებულ შ--–-- ა--------ისაგან აღებული სუნის ნიმუშების.
2019 წლის 07 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N4-------- დადგენილია, რომ ა---- პ----ის გვამს აღენიშნებოდა ქალასარქველის მოტეხილობა, სუბარაქნოიდული და ინტერცერებრული სისხლჩაქცევა, დაჟეჟილი ჭრილობები შუბლის არეში, სწორკიდეებიანი ჭრილობა შუბლ-თხემის არეში, სისხლნაჟღენთი მარჯვენა ზემო ქუთუთოზე, ნაჭდევი და კანქვეშა ჰემატომა კეფის მარცხენა არეში. შუბლ-თხემის არეში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.
ა---- პ----ის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ქალას ღრუში ქალასარქველის მოტეხილობის შედეგად განვითარებული. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.
სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
2019 წლის 15 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------- დადგენილია, რომ გამოსაკვლევი საგანი წარმოადგენს არა ცივ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ქარხნულ წესით დამზადებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღს ნაჯახს.
გამოსაკვლევი ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
გამოსაკვლევად წარდგენილი ბოქლომის კორპუსზე (ჩამკეტ რკალზე) და სუვალდური ტიპის საკეტი მექანიზმის დეტალებზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებში, არსებული დაზიანებები განვითარებულია გარეშე მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
2019 წლის 12 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით N0-------- დადგენილია, რომ ა---- პ----ის და ნ-----–---- მ--------ის ფრჩხილების გადანაჭრებში საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
კ--- შ-----ის ფრჩხილების გადანაჭრებში ა---------– გ------–--ის და ა---- პ----ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
შ--–-- ა--------ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილი და ღია მოყავისფრო პოლიეთერულ ბოჭკოს ფრაგმენტს და ა---------– გ------–--ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობვრივი კუთვნილების ნიშნები.
ა---------– გ------–--ის, კ--- შ-----ის და შ--–-- ა--------ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
ა---------– გ------–--ის პერანგზე აღმოჩენილ მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს და ნ-----–---- მ--------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
ავტომანქანიდან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე და შ--–-- ა--------ის, კ--- შ-----ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
ს--------ს მოდელის ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა სავარძლის დასაჯდომებსა და საზურგეების ფრაგმენტებზე- ნიმუშებზე შ--–-- ა--------ის, ნ-----–---- მ--------ის და კ--- შ-----ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
ავტომანქანა ,,ს--------ს’’ მოდელის ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომზე და წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომზე, აღმოჩენილია არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები,რომლებიც მსგავსია ძირითადი გვარობრივი ნიშნებით შ--–-- ა--------ის და კ--- შ-----ის ჯინსის შარვლების ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი ბამბის ბოჭკოებისა. აღნიშნული სახის ბოჭკოები ფართოდაა გავრცელებული, ამიტომ მათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
ა---- პ----ის და ნ-----–---- მ--------ის ტანსაცმლის გამოკვლევა, მათი ზედაპირიდან უცხო ბოჭკოების აღმოჩენის მიზნით არ ჩატარებულა კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.
2019 წლის 12 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------- დადგენილია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ:
- „ნ-----–---- მ--------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუეტიე 11-ნორ-A9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-9-კარბოქსიმჟავვა და ფსიქოტროპული ნივთიერეზები: დიაზეპამი და ნორდაზეპამი. ობიექტში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი; ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი; ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: AB-PINACA, 5F-AB-PINACA, RSC-4, AKB-48 (APINACA), XLR-11, AB-FUBINACA, AM-2201, UR-144, MAM-2201, AB-CHMINACA.
- „კ--- შ-----ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერებები: დიაზეპამი და ნორდაზეპამი. ობიექტში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი; ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი; ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: AB-PINACA, 5F-AB-PINACA, RSC-4, AKB-48 (APINACA), XLR-11, AB-FUBINACA, AM-2201, UR-144, MAM-2201, AB-CHMINACA.
- „შ--–-- ა--------ისა და ა---------– გ------–--ის სისხლის ნიმუშებში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი ტეტრაჰიდროკანაბინოლი; ბარბიტურის მჟავასა და ბენზოდიაზეპინის ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: AB-PINACA, 5F-AB-PINACA, RSC-4, AKB-48 (APINACA), XLR-11, AB-FUBINACA, AM-2201, UR-144, MAM-2201, AB-CHMINACA.
– „ა---- პ----ის გვამიდან აღებულ სისხლის ნიმუშში“ (ექსპერტ ც.მ---------ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0--------) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები ბუპრენორფინი, მეთადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
ობიექტში ასევე არ აღმოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: AB-PINACA, 5F-AB-PINACA, RSC-4, AKB-48 (APINACA), XLR-11, AB-FUBINACA, AM-2201, UR-144, MAM-2201, AB-CHMINACA.
2019 წლის 19 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N5--------- დადგენილია, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „..N17 ნიშნულიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი ცული..“, მოთავსებული ცულის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. პირზე არსებული სისხლი (ობ. N1) და ამავე ცულის ტარზე არსებული ბიომასალის შერეული (ობ. N3) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68; პაკეტი, წარწერით: „..,ა---- პ----ის გვამიდან აღებული 6 გრამი სისხლის ნიმუში...). ტარზე არსებული სისხლი (ობ. N2) და ბიომასალის (ობ. N3) შერეული გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66; პაკეტი, წარწერით: „...ნ-----–---- მ--------ის სისხლის ნიმუში.);
- პაკეტში, წარწერით: „...N21 ნიშნულიდან ჯიხურის თაროდან ამოღებული მასიური ტიპის დანა..., მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ, N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალა (ობ, N5) ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68);
- პაკეტში, წარწერით: „..ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი..." მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66);
- პაკეტში, წარწერით: „.ერთი წყვილი ,,NIKE"-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი (ბოტასი)... მოთავსებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8,9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68);
- პაკეტში, წარწერით: „..5 ნიშნულიდან ამოღებული ბოქლომი ყურით...“, მოთავსებულ ოთხკუთხა დეტალზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N10-ის გენეტიკურ პროფილში ნ-----–---- მ--------ის (ობ. N66), შ--–-- ა--------ის (ობ. N67; პაკეტი, წარწერით: „..შ--–-- ა--------ის სისხლის ნიმუში...), ა---- პ----ის (ობ. N68), ა---------– გ------–--ის (ობ. N69; პაკეტი, წარწერით: „...ა---------– გ------–--ის სისხლის ნიმუში...), კ--- შ-----ის (ობ. N70; პაკეტი,წარწერით: „კ--- შ-----ის სისხლის ნიმუში“), ფ-------- ტ------ის (ობ. N71; პაკეტი, წარწერით: „...ფ-------- ტ------ის ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე...) და მ---- ხ-------–---–ის (ობ. N72; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან 2(ორ) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული დაზარალებულ მ---- ხ-------–---–ისაგან...) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ამავე პაკეტში მოთავსებულ რკალისებურ დეტალზე (ობ. N11) და პაკეტში, წარწერით: „...შ/ადგილიდან ჯიხურის კარიდან ამოღებული საკეტი მექანიზმი..“, მოთავსებულ სახელურზე და საკეტის დეტალებზე (ობ. N12,13), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი შავი ფერის პერანგი და ერთი ცალი ლურჯი ფერის შარვალი სისხლისფერი ლაქებით...“, მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N14,15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---------– გ------–--ეს (ობ. N69). ამავე პაკეტში მოთავსებულ პერანგზე არსებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N16) სისხლსა და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარის, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალურ კონცენტრაციას არ შეიცავს; '
- პაკეტებში, წარწერებით: „...მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში ანაწმენდის ნიმუშთან ერთად ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან...“ და „...მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში ანაწმენდის ნიმუშთან ერთად ა/მანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მიმდებარედ...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66);
- პაკეტში, წარწერით; „...N8-ნიშნულიდან ჯიხურის ფანჯრის ჩარჩოს შიდა მხრიდან ამოღებული ანაწმენდები 4 პაკეტად...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N19,20; კონტეინერები, წარწერებით: ,,ფანჯრის (ფორთოჩკა) ზედა მხარე“ და „ფანჯრის (ფორთოჩკა) ქვედა მხარე") წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66). ამავე პაკეტში მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N21; კონტეინერი წარწერით: „ფანჯრის (ფორთოჩკის) მარჯვენა მხარე“) არსებული ზიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68) ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. კონტეინერში წარწერით: „ფანჯრის მარცხენა მხარე (ფორთოჩკა) ფორთო“, მოთავსებულ ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N22), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „.N8 ნიშნულიდან - ფანჯრის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ. N25; კონვერტი, წარწერით: „ფანჯრის გარე მარჯვენა მხრის ანაწმენდი“), გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ, N23,24,26; კონვერტები, წარწერებით: „„ფანჯრის გარე ზედაპირის ზედა მხარე“, ,,ფანჯრის გარე ზედაპირის (დაბრა) ქვედა მხარეს“ და „ფანჯრის გარე მარცხენა მხრის ანაწმენდი“) და პაკეტში, წარწერით: „..,N24 ნიშნულიდან - ფანჯრის ლითონის ჩარჩოდან ამოღებული ანაწმენდი-ერთ პაკეტად...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N27) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...გვამის მიმდებარედ იატაკიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქები 2 პაკეტად.., , მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68);
- პაკეტში, წარწერით: „..N15 ნიშნულიდან ამოღებული ხელსაწყო...“, მოთავსებულ ხელსაწყოზე (ობ. N29,30) და პაკეტში, წარწერით: „..N14 ნიშნულიდან ამოღებული ერთი ცალი ქანჩი.., მოთავსებულ ქანჩზე (ობ. N31) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერებით: „..N23 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხი სისხლისმაგვარი ლაქებით..." და „..2019 N8 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხები სისხლისმაგვარი ლაქებით..., მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N32,33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66);
- პაკეტში, წარწერით: „.N7 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები..., მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე (ობ. N34), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „..N11- ნიშნულიდან ამოღებული ა/მანქანის მაშუქი ფარის ნატეხი და მინის ნამსხვრევები...“ მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ფერის დანაშრევები (ობ. N35) სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში, წარწერით: „..N24 ნიშნულიდან-ლითონის ჩარჩოს სახურავის დამჭერი ფიცრის ნაჭერი...“, მოთავსებულ ფიცარზე არსებული ბიომასალა (ობ. N36) ეკუთვნის კ--- შ-----ეს (ობ. N70);
- პაკეტში, წარწერით: „...N12 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი..., მოთავსებულ ხისმაგვარ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N42), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ--- შ-----ეს (ობ. N70). ამავე ფრაგმენტის დანარჩენ ზედაპირზე (ობ. N43), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...N3 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნატეხი...“, მოთავსებულ ხისმაგვარ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N44) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66). ამავე ფრაგმენტის დანარჩენ ზედაპირზე (ობ. N45), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერებით; „...N2 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი...", „...,,22 0----------- 12.06.2019 N22 ნიშნულიდან ჯიხურის იატაკიდან ამოღებული ორი ცალი ფიცრის ნაჭერი... და „..N4 ნიშნულიდან ამოღებული 3(სამი) ცალი ფიცრის ნაჭერი...“, მოთავსებულ ფიცრებზე არსებული ბიომასალის (ოზ. N37,40,41) გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტებში, წარწერებით: „...N1 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი...“ და „..N13 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი...“ , მოთავსებულ ფიცრებზე (ობ. N38,39), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...N20 - ნიშნულიდან - ჯიხურიდან ამოღებული ნაცრისფერი ქურთუკი...“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო -მოყავისფრო ლაქები (ობ. N46,47) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66). ამავე ქურთუკზე არსებული ბიომასალა (ობ. N48ა) ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68), ქურთუკზე არსებული ღია მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N48), სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში, წარწერით: „..გვამის ქვემოდან ამოღებული გადასაფარებელი ე.წ. ,,ადიალა“...“, მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო -მოყავისფრო ლაქები (ობ. N49,50) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68);
- პაკეტში, წარწერით: „..გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი... მოთავსებულ ჟილეტზე, პერანგსა და ორ ცალ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N51-55) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68), ამავე პაკეტში მოთავსებულ. შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N56,57) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ. N66);
- პაკეტში, წარწერით: „..კ--- შ-----ის ფრჩხილების მონაჭრელი ნაწილები..“, მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა (ობ. N58,59) ეკუთვნის კ--- შ-----ეს (ობ. N70)
- პაკეტში, წარწერით: „..ნ-----–---- მ--------ის ფრჩხილის ნიმუში..“, მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N60; კონვერტი, წარწერით: ,,მარჯვენა ხელის ფრჩხილის ნიმუში.) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N60-ის და ამავე პაკეტში, კონვერტში, წარწერით: ,,მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში“ მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N61) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-----–---- მ--------ს (ობ, N66);
- პაკეტში, წარწერით: ,,...შ--–-- ა--------ის ფრჩხილის ნიმუში...", მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა ობ. N62,63) ეკუთვნის შ--–-- ა--------ს (ობ. N67);
- პაკეტში, წარწერით: „..გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუშები ორ პაკეტად..., მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N64,65), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---- პ----ეს (ობ. N68).
2019 წლის 26 აგვისტოს ლ---- ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------- დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი – F60.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ნ-----–---- მ--------ი ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ნ-----–---- მ--------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ნ-----–---- მ--------ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ნ-----–---- მ--------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ნ-----–---- მ--------ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ნ-----–---- მ--------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში მას არ უშლის ხელს.
გამომძიებლებმა, ექსპერტ კრიმინალისტებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძოებო მოქმედებებისა და ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
ბრალდებულის ნ-----–---- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივნისს იგი კ--- შ-----ესთან იმყოფებოდა სტუმრად. ვინაიდან ქ.ახალციხეში აპირებდნენ მეგობართან წასვლას, მათ დაურეკეს თავიანთ მეგობარს შ--–-- ა--------ს და სთხოვეს ახალციხეში წაყვანა, რადგან მას ავტომანქანა ჰყავდა. მათთან მისვლისას ის და კ--- შ-----ე შ--–-- ა--------ს დაპირდნენ საწვავით უზრუნველყოფას. როდესაც ისინი წამოვიდნენ ახალციხის მიმართულებით, სამივეს მოუნდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ს------–-–--თან მდებარე წყაროსთან, იქვე მდგომი მანქანიდან, დაახლოებით 15 მეტრში გაჩერდნენ. სამივე გადმოვიდა მანქანიდან. ის და კ--- შ-----ე ერთად იყვნენ, ხოლო შ--–-- ა--------ი მათგან მოშორებით-ცოტა გვერდზე იმყოფებოდა. მანქანაში მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული. ამ დროს ნაჯახით ხელში გამოვიდა ა---- პ----ე და მათ მიმართა ,,რა ხმაურით მოხვედით თქვე შობელძაღლებო“ და მათ დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება. ა---- პ----ე მათ აგინებდა დედის, ოჯახის და სანათესაოს მისამართით და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. მოწმის განმარტებით ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს ვერ მოითმენდა.
კ--- შ-----ემ უთხრა ა---- პ----ეს, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ წავიდოდნენ. ამაზე ა---- პ----ე უფრო გაბრაზდა და მათ გინება დაუწყო. კ--- შ-----ემ უთხრა, რომ მათთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, თუმცა ა---- პ----ე აგრძელებდა მათს შეურაცხყოფას. ამის გამო მას კ--- შ-----ემ თავი ჩაარტყა სახის არეში და დაიწყო პირველი შეხლა-შემოხლა. დარტყმისას ა---- პ----ე ზურგით-გულაღმა გადავარდა და წყაროსთან, ბეტონის სანიაღვრეზე დაეცა. შემდეგ წამოხტა, ორივეს ერთად უტევდა. კ--- შ-----ეს რამდენჯერმე მოუქნია ნაჯახი, თუმცა ააცილა და მანქანის წინა ფარი დააზიანა და სხვა ადგილები დააზიანა. შემდეგ კ--- შ-----ესაც მოარტყა ნაჯახი ფეხში-მუხლის ცოტა ქვემოთ. კ--- შ-----ე ძირს დაეცა. მან ა---- პ----ეს დაუწყო ყვირილი- ,,რას აკეთებ “, თუმცა ა---- პ----ეს მისი არ ესმოდა. ა---- პ----ე აპირებდა ძირს წაქცეული კ--- შ-----ისთვის ნაჯახის თავში ჩარტყმას რა დროსაც მან ხელი ჰკრა ა---- პ----ეს. ხელის კვრის გამო ა---- პ----ე წინ გადაგორდა. შემდეგ წამოხტა და მასაც დაუწყო ნაჯახის ქნევა. ნაჯახის მოქნევისას ისინი უკან-უკან მიდიოდნენ, კ--- შ-----ე ამ დროს ძირს ეგდო და ა---- პ----ემ ყურადღება მასზე გადაიტანა. ა---- პ----ემ მათ ააცილა ნაჯახი და მანქანას იმ ადგილში მოარტყა სადაც ფიცრებია აყრილი. მოქნევისას მან წრე გააკეთა, დაუჭირა ნაჯახი და ა---- პ----ეც ბეჭებიდან დაიჭირა და რამდენჯერმე, დაახლოებით 2-3-ჯერ მიაჯახა ჯიხურის ფანჯარას და ჩარჩოს იმ ადგილზე სადაც მინები ნახევრად ჩამსხვრეული იყო, რომლებიც ნაჯახის მოქნევის დროს ჩაიმსხვრა. მინები ფანჯრის ზედა მხარეს არ იყო ხოლო ქვედა მხარეს პატარა ნამსხვრევებად იყო დარჩენილი.
ამის შემდეგ ა---- პ----ე გაეცალა მათ. ჩხუბის დროს ,რაღაც მომენტში აღმოჩნდნენ ჯიხურის შესასვლელ კიბესთან-კართან, მან ნაჯახს ხელი განზრახ მოკიდა პირში და ტარის უკანა მხარეს და არ უშვებდა, ხოლო ა---- პ----ეს ეჭირა ტარით და ის თავისკენ ქაჩავდა. ამ ჯიკაობის დროს ა---- პ----ეს ნაჯახზე ერთი ხელი გაეშვა, შეტრიალდა და ნაჯახიდან მეორე ხელის გაუშვებლად ჯიხურიდან საკმაოდ დიდი დანა აიღო, რომლის პირიც დასაწყისში ფართო იყო, ხოლო ბოლოში ვიწროვდებოდა. ა---- პ----ემ მას დანა სახესთან ახლოს გაუქნია და მან დასაცავად ხელი აიფარა, რა დროსაც ხელზე მიიღო დაზიანებები. დაზიანების მიღების შემდეგ მან ნაჯახს ხელი გაუშვა.
როდესაც ა---- პ----ემ მას მარცხენა მხარეს-გულთან, ნეკნებში დაარტყა ნაჯახი ის ჩაიკეცა და ა---- პ----ემ მეტჯერ ვეღარ მოახერხა მისთვის დარტყმა. შემდეგ წამოდგა.
მოწმე ასევე განმარტავს, რომ მას როდესაც ნაჯახი ორივე ხელით ეჭირა, ხელი გაეშვა და ა---- პ----ემ მას 2-3-ჯერ მოუქნია ნაჯახი და ხელზე დაუსვა. ამის შემდეგ ა---- პ----ე შიგნით (ჯიხურში) შევიდა ნაჯახიანად და ურდულით ან სხვა საკეტით ჩაკეტა კარები, რადგან ჩხაკუნის ხმა გაიგონა. მან რამდენჯერმე უთხრა, რომ გამოსულიყო გარეთ და მათ დალაპარაკებოდა, თუმცა ა---- პ----ე არ გამოდიოდა, მათ კვლავ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ვინაიდან ხელი ეწვოდა-სტკიოდა, მანქანის სალონის კარები გამოაღო, სკამიდან ნაჭერი და ხელსახოცი აიღო და ხელი შეიხვია, რადგან სისხლი მოსდიოდა. ამ პროცედურას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდა. იგი ჯიხურში არ შესულა და მონდომების შემთხვევაში ვერც შეძლებდა ჯიხურში ნაჯახიან კაცთან შესვლას, რადგან იქიდან წამოსვლას ფიქრობდა.
ამის შემდეგ დასხდნენ მანქანაში და წამოვიდნენ. ჯიხურში ჩაკეტვიდან წამოსვლამდე ა---- პ----ე ჯიხურიდან კვლავ აგინებდა მათ. მოწმე განმარტავს, რომ შექმნილ სიტუაციაში ის ნაჯახიან კაცს ვერ გაექცეოდა იგი გაბრაზებული იყო, აგრესიას აფრქვევდა, შეეძლო მისთვის ან რომელიმე მეგობრისთვის ჩაერტყა.
ბრალდებული ძლიან ნანობს მომხდარი ფაქტის შესახებ, რადგან ადამიანი გარდაიცვალა. ისინი რომ არ მისულიყვნენ, შეიძლება ასეთი რამ არც მომხდარიყო და ა---- პ----ე არ გარდაცვლილიყო. მათ არაფერი არ მოუმოქმედებიათ და თავს იცავდნენ როგორც შეეძლოთ. აღნიშნული სინანულის გამო მან გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები აანაზღაურა.
შემთხვევის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გზაში შ--–-- ა--------მა უთხრა, რომ საწვავი აღარ ჰქონდათ. მან უთხრა, რომ მანქანაში საწვავს ჩაასხამდნენ რადგან ბარათზე თანხა ჰქონდა. ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას მან ოპერატორს სთხოვა მანქანაში 100 ლარის ოდენობის ბენზინის ჩასხმა, რაზეც ოპერატორი დასთანხმდა. ჩასხმის შემდეგ მან ოპერატორს ბარათი მიაწოდა, თუმცა ოპერატორმა უთხრა, რომ ბარათით გადახდას ვერ შეძლებდა ვინაიდან ტერმინალი არ ჰქონდათ. მან უთხრა, რომ ბ---------იდან იყვნენ და თანხას მოგვიანებით გადაუხდიდნენ, სანაცვლოდ შესთავაზა მისი მონაცემების ჩაწერა და პირადობის მოწმობის დატოვება. ამაზე ოპერატორი არ დასთანხმდა და მათ ჩხუბი დაუწყო. მან უთხრა, რომ თავის ძმასთან დარეკავდა და ის მალევე მიუტანდა ფულს, თუმცა ოპერატორი უარზე იყო და ეუბნებოდა, რომ ვერსად გაუშვებდა მათ. როდესაც შ--–-- ა--------მა მანქანა დაძრა, ოპერატორმა მას ხელი საყელოში მოჰკიდა და მოქაჩა. ამის შემდეგ ის მანქანიდან გადმოვიდა და მათ ჩხუბი მოუვიდათ.
შემდეგ წამოვიდნენ ბენზინგასამართი სადგურიდან, თუმცა ხაშურიდან უკან მობრუნდნენ. მან არ იცის სად არის ის საკრედიტო ბარათი, რომლითაც ბენზინგასამართ სადგურზე გადახდას აპირებდა, სავარაუდოდ სახლში იქნება.
შ--–-- ა--------მა ისინი დატოვა წ-------ში, საიდანაც ბ---------ში წამოვიდნენ. მან მარიხუანა მოიხმარა საკუთარ სახლში, მას შემდეგ რაც შეიტყო ა---- პ----ის გარდაცვალების შესახებ. სისხლში აღმოჩენილ ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მამიდის სახლში მისვლისას კბილი სტკიოდა და მან მისცა ტკივილგამაყუჩებელი წამლები. ვინაიდან სახლში არავინ იყო (მარტო ბებია იყო) წავიდა მამიდის სახლში სადაც დააკავეს. მას დაკავებისას პირადი ჩხრეკა არ ჩასტარებია. მან მიუთითა პოლიციელებს ტანსაცმლის ადგილმდებარეობის შესახებ.
შპს ,,რ---–---------ი’’-ს ადმინისტარაციული დირექტორის მ--- ნ-----–--–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის NR----------- თანახმად
ბრალდებულ ნ-----–---- ლ----ის ძე მ--------ის, დაბ. 2---------წ, მცხ. დაბა ბ---------ი, პ.ი-–---–ის ქ. N5, და გარდაცვლილი ა---- პ------ს ძე პ----ის, დაბ. 1---წ., სამედიცინო დოკუმენტების; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, საქმის სხვა მასალების მონაცემების შესწავლის, გაანალიზების და შეჯერების საფუძველზე ადვოკატის განცხადებაში დასმული კითხვების შესაბამისად მივდივარ შემდეგ შედეგებამდე:
პასუხი 1-ელ კითხვაზე:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N 4---------ის მიხედვით 12.06.2019წ. ა---- პ----ის სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები:
ორი სიგრძივად მდებარე, არასწორკიდეებიანი, დაჟეჟილი ჭრილობა შუბლზე, მარჯვენა წარბზედა მიდამოში, წარბის გარე და შიგნითა კუთხეების ზევით, ზომებით 1X3,5სმ და 0,5X2,5სმ. სწორკიდეებიანი, სიგრძივად მდებარე ჭრილობა შუბლ-თხემის არეში (მარცხნივ, თუ მარჯვნივ, დასკვნაში დაზუსტებული არ არის. შენიშვნა ჩემია, მ.ნ.) ზომით 0,2X5სმ-ზე.
> ორი არასწორკიდეებიანი, დაჟეჟილი ჭრილობა ა---- პ----ის შუბლის მიდამოში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის, ან საგნების მოქმედებით, ხოლო სწორკიდეებიანი ჭრილობა შუბლ-თხემის მიდამოში მიყენებულია რაიმე ბასრი კიდისა და მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს დანა, ნაჯახის მჭრელი პირი და სხვა. უფრო ზუსტად დაზიანების მიმყენებელი საგნის მახასიათებლებზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია, საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო, კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება ჭრილობის სრული მორფოლოგიური სურათი; როგორი იყო ა---- პ----ის შუბლ-თხემის მიდამოში არსებული ჭრილობის ბოლოები, იყო თუ არა ჭრილობის სიღრმეში და ბოლოებთან ქსოვილოვანი ხარიხები კანზე ჭრილობის ბოლოებთან აღინიშნებოდა თუ არა განაჭდევება ან დამატებითი განაკვეთები და სხვა.
საქმის მასალების არასაკმარისობის გამო ექსპერტიზას ასევე არ შეუძლია დაადგინოს შუბლის და შუბლ-თხემის მიდამოში არსებული სამი ჭრილობიდან რომელი დაზიანებამ გამოიწვია შუბლის ძვლის მოტეხილობა, ვინაიდან ექსპერტის დასკვნით არ დგინდება შუბლის ძვლის მოტეხილობის ზუსტი ლოკალიზაცია, ასევე მოტეხილობის სისრულე, მახასიათებლები, დაკბილვა, განტოტებები და სხვა. (დასკვნაში მითითებულია მხოლოდ: „შუბლის ძვალი მოტეხილია მთელ სიგრძეზე’’ შენიშვნა ჩემია, მ.ნ.).
იმის გამო, რომ არ დგინდება, თუ რომელმა ზემოქმედებამ გამოიწვია შუბლის ძვლის მოტეხილობა, ექსპერტიზას არ შეუძლია ა---- პ----ის შუბლის მიდამოში არსებული დაზიანებების (3 ჭრილობის) სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა ცალ-ცალკე. ზოგადად, ცალკე აღებული, (ძვლის მოტეხილობის გარეშე), შუბლისა და შუბლ-თხემის მიდამოს ჭრილობები ცოცხალ პირებზე შეფასდებიან, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.
უფუფხო ნაჭდევი კეფის მიდამოში მარცხნივ, ზომით 3,5X4,0სმ. კანქვეშა სისხლჩაქცევით 6X7სმ. შესაბამისად, თავის ქალას თავის რბილი საფარის ქვეშ მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით, რომელიც ვრცელდება რბილი ქსოვილის მთელ სისქეში ზომით 6X7სმ-ზე. ამ დაზიანების მიდამოში ა---- პ----ეს აღენიშნებოდა კეფის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა მარცხნივ, ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, „მრგვალი ფორმის სახით“.
კეფის მიდამოში მარცხნივ, კანზე არსებული ნაჭდევის ზომის, მასთან შედარებით კანქვეშა სისხლჩაქცევის მნიშვნელოვნად დიდი ზომების, შესაბამისად კეფის ძვალზე ფრაგმენტოვანი მოტეხილობის არსებობის ერთობლიობაში შეფასებით ექსპერტიზა ასკვნის, რომ დაზიანება მიყენებულია ადამიანის თავის ქალასთან შედარებით ბევრად ფართო ზედაპირის მქონე რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. (მოტეხილობის ხაზები ექსპერტის დასკვნაში აღწერილი არ არის). კონკრეტული დაზიანების მიღება, ლოკალიზაციისა და წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით (გავრცელებული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები (თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ), სისხლჩაქცევები ტვინის ნივთიერებაში ორივე შუბლ-თხემისა და კეფის შესაბამისად, დამახასიათებელია ე.წ. „აჩქარების ტრავმისათვის“ და შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ ერთდროულად, მკვრივ, ბლაგვ საგანზე დაცემის შედეგად. აღნიშნული დაზიანება არ არის მიყენებული შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, როგორიც შეიძლება იყო საქმის მასალებში არსებული ნაჯახი.
სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის ზედა ქუთუთოზე მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული. ცოცხალ პირებზე განიხილება, როგორც სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პასუხი მე-2 კითხვაზე:
ექსპერტიზას არ შეუძლია, კატეგორიულად განსაზღვროს, თავის მიდამოში არსებული ოთხი დაზიანებიდან (შუბლის მიდამოს 2 დაჟეჟილი ჭრილობა, შუბლ-თხემის მიდამოს ერთი ნაკვეთი ჭრილობა, შუბლის ძვლის მოტეხილობა, კეფის მარცხენა ნახევრის ნაჭდევი, სისხლჩაქცევა, კეფის ძვლის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში) კონკრეტულად რომელმა დაზიანებამ გამოიწვია ა---- პ----ის სიკვდილი, საკვლევი მასალების ასაკმარისობის გამო (საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის-დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასაკმარისობის გამო), მაგრამ, მაღალი ალბათობით, ა---- პ----ის სიკვდილი გამოიწვია კეფის მიდამოში ფართო ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის მნიშვნელოვანი ძალით ზემოქმედებამ, ან ასეთზე დაცემამ.
პასუხი მე-3 კითხვაზე:
ნ-----–---- მ--------ს 12.06.2019წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N 4--------- მონაცემებით, 13.06.2019წ. პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები:
ზედაპირული, სწორკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა მტევწის V თითის შუა ფალანგზე ლატერალურ (გარე გვერდით) ზედაპირზე აღენიშნება, ზომით 0,1 X1,5სმ-ზე;
ასეთივე ჭრილობა მარცხენა მტევნის V ნების ძვლის საპროექციოდ პროქსიმალურად ლატერალურ (გარე, გვერდით) ზედაპირზე, ზომით 0,2X1,0სმ-ზე.
ნ-----–---- მ--------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნების გარე-გვერდით ზედაპირებზე არსებული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, როგორიც შეიძლება იყოს დანა, ნაჯახის მჭრელი პირი და სხვა.
ნ-----–---- მ--------ის ორივე ხელის მტევნის ნაკვეთი ჭრილობები ცალ-ცალკე, ასევე ორივე ერთად აღებული, ეკუთვნის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებში მითითებულ თარიღს.
ა---- პ----ის შუბლ-თხემის მიდამოში და ნ-----–---- მ--------ის ორივე ხელის მტევნების გარე გვერდით ზედაპირებზე არსებული ჭრილობები მიყენებულია ბასრი, მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, წარმოადგენს ნაკვეთ ჭრილობებს და ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მათი ერთი და იგივე, მჭრელი თვისებების მქონე საგნით (ან საგნის დეტალით) მათი მიყენების შესაძლებლობას.
2019 წლის 05 ივლისის 19:10 -19-53 საათის პერიოდში დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ავტომანქანის სახ. ნომ. Q-------- დათვალიერების ოქმის თანახმად ახალციხიეში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა მ------ ფ--–------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა ფ------ი სახ. ნომ. Q--------. ავტომანქანა გაწყობილი არის რუხი ფერის ფიცრით. ავტომანქანაში შესასვლელია უკანა მხრიდან ერთფრთიანი კიბით, რომელიც იყო დალუქული და გახსნა გამომძიებელმა, კარის სიგანე არის 78 სმ ხოლო სიგრძე 1 მეტრი და 90 სანტიმეტრი, კარი ბოლომდე იღება, მანქანაში შესასვლელიდან ხელმარცხნივ არის მოწყობილი დახლი რომლის სიგანე არის 60 სმ და სიგრძე 3 მეტრი და 6 სმ, სიმაღლე კი 85 სანტიმეტრი. ჯიხურის შიგნითა სიგრძე არის 4 მეტრი და 10 სანტიმეტრი, სიგანე კი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. მარჯვენა მხარეს შესასვლელიდან მოწყობილია დახლი რომლის სიგრძეა 3 მ და 3 სმ, სიმაღლე 66 სმ. კარიდან შესასვლელში მარჯვენა დასაწყისიდან იწყება დახლი, რომელიც არის ალუმინის და ზედ ალაგია ორი შუშის ნაჭერი სიმაღლე 79 სმ ხოლო სიგანე 73 სმ. მინის სიგრძე არის 79 სმ სიგანე 39. იატაკიდან ჭერის სიმაღლე არის 1მ და 95 სმ. დახლებს შორის მანძილი არის 1 მ და 6 სმ. მარჯვენა მხარეს გააღეს დარაბა, რომელიც არის მეტალო პლასტმასის. მის ქვეშ არსებული პირველი ქვედა ფანჯარა უკანა მხრიდან შიგნითა ზომის 52 სმ სიგრძე სიგანე 40 სმ. მეორე ქვედა ფანჯარის სიგრძე 56 სმ სიგანე 30 სმ. მესამე ფანჯარა კი არის მთელი. პირველი ფანჯრის ქვედა კუთხეში მინის ნარჩენებია ზომით 8X7,5 შუა ნაწილში არის შუშის ნარჩენი 7X5-ზე. ასევე გაყოლებაზე მინა ამოჩრილია მთელ სიგრძეზე 2სმ მაქსილამური და პატარა ზომების. დარაბა იყო დალუქული, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაილუქა ადვოკატ ზ------ რ-------–-ილის ლუქით ასევე დაილუქა ჯიხურის კარიც. დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები.
განსახილველ საქმეში ცალკეული მტკიცებულების შეფასებით და მათი ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- მ--------ის მიერ ჩადენილია ა---- პ----ის განზრახ მკვლელობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა გარემობებათა არსებობსას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ-----–---- მ--------ის მიერ ა---- პ----ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. კერძოდ, ბრალდებულების კ--- შ-----ისა და შ--–-- ა--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---- მ--------ს და კ--- შ-----ეს ა---- პ----ესთან მოუხდათ შელაპარაკება რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ნ-----–---- მ--------მა და კ--- შ-----ემ დააზიანეს ავტომანქანა ,,ფ------ი" და მასზე მოწყობილი ჯიხური რითიც 950 ლარის ზიანი მიაყენეს მ------ ფ--–------–---–ს. ა---- პ----ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულებს რა დროსაც ხელში ეჭირა პატარა ზომის ნაჯახი. ხოლო მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო გაერიდა ბრალდებულებს, შევიდა ჯიხურში და კარი ჩაკეტა შიგნიდან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ნ-----–---- მ--------მა ჯიხურის პატარა ზომის ფანჯრიდან, რომლის მინაც ასევე ჩაამტვრიეს, შეაღწია ჯიხურში, სადაც დაპირისპირების დროს ა---- პ----ეს წაართვა ხელიდან ნაჯახი და თავის არეში დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები. აღნიშნულის შემდეგ შ--–-- ა--------ისა და კ--- შ-----ის დახმარებით დატოვა ჯიხური იმავე გზით როგორც შეაღწია.
ზემოაღნიშნული სასამართლოს დასკვნა არ ემყარება მხოლოდ ბრალდებულების კ--- შ-----ისა და შ--–-- ა--------ის ჩვენებებს, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების ჩვენებები ურთიერთშესაბამისობაშია გამოძიების მიერ მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებებით დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, არიან ერთმანეთის შემავსებელი და არ გამორიცხავენ ერთმანეთს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ განვითარებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკანასკნელი ჯიხურში არ შესულა და ნ-----–---- პ----ის მოსაგერიებლად შექმნილი დაპირისპირების დროს, მისთვის გაურკვეველ ვითარებაში მიიღო გარდაცვლილმა სხეულზე არსებული დაზიანებები, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა გარემოება როდესაც იგი კ--- შ-----ის დარტყმის შედეგად წაიქცა და მკვრივი ზედაპირის მქონე მიწაზე დაარტყა თავის არე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა აგებულია ვარაუდებზე და არ ემყარება გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც სიცხადეს შესძენდა ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას. რამეთუ საქმის მასალები სრულყოფილ ინფორმაციას შეიცავს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ რისი თითქოსდა ნაკლებობის გამო დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში გამოთქმულია ვარაუდები და არ არის გაცემული კატეგორიული დასკვნა დასმულ კითხვებზე. ჯიხურის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალისა და ნ-----–---- მ--------ის ბიოლოგიური მასალის იდენტურობა სწორედაც მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ნ-----–---- მ--------ი ა---- პ----ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო შურისძიების მიზნით შევიდა ჯიხურში და ამ უკანასკნელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ა---- პ----ეს რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ნ-----–---- მ--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სწორედაც მოწმობენ ა---- პ----ესთან არსებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ჩატეხილი ფაჯრის მინაზე არსებული ნ-----–---- მ--------ის სისხლის კვალი მიუთითებს მის მიერ კ--- შ-----ისა და შ--–-- ა--------ის მიერ მითითებული გზით (მინაჩამტვრეული პატარა ფანჯრიდან) ჯიხურში შესვლისა და ამავე გზით მისი დატოვების ფაქტზე, რითიც ასევე აიხსნება ნ-----–---- მ--------ის ხელებზე ჭრილობების არსებობა. ის ფაქტი, რომ ა---- პ----ის გვამი აღმოჩენილია ჯიხურში, რომლის კარიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გარდაცვლილი გაერიდა ფიზიკურ დაპირისპირებას და იგი ბრალდებულებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, ამ დროს ნ-----–---- მ--------ს შეეძლო დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. თუმცა გარდაცვლილის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გაღიზიანებულმა არ შეწყვიტა დაპირისპირება შეაღწია ჯიხურში და ა---- პ----ის კუთვნილი ნაჯახით თავის არეში მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები. ა---- პ----ის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ქალას ღრუში ქალასარქველის მოტეხილობის შედეგად განვითარებული.
რაც შეეხება ძარცვის ეპიზოდს დაცვის მხარე ფაქტიურად დაეთანხმა გამოძიებით დადგენილი ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობას და სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა ნ-----–---- მ--------მა და კ--- შ-----ემ ა---------– გ------–--ის მიმართ ჩაიდინეს ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. ხოლო, შ--–-- ა--------მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კ--- შ-----ემ და შ--–-- ა--------მა ნამდვილად იცოდნენ, რომ ნ-----–---- მ--------ის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ა---- პ----ის განზრახ მკვლელობის სახით, მათ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარი ფაქტის შესახებ, რითიც ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა ნ-----–---- მ--------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- მ--------მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ნ-----–---- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- მ--------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
· ბრალდებულის შ--–-- ა--------ის და კ--- შ-----ის მიმართ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა საქმის არსებითი განხილვის გარეშე -
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, შ--–-- ა--------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში არასრულწლოვანი კ--- შ-----ე, ნ-----–---- მ--------ი და შ--–-- ა--------ი ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ს--------ფ-----------ის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ბ---------ის რაიონის დაბა წ-------ში მდებარე „რ------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე და ოპერატორს - ა---------– გ------–--ეს მოსთხოვეს საწვავის ჩასხმა. საწვავის ჩასხმის შემდეგ, ოპერატორის მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ გადაიხადეს საფასური 95 ლარის ოდენობით, რა დროსაც ნ-----–---- მ--------მა და კ--- შ-----ემ ა---------– გ------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მძღოლთან - შ--–-- ა--------თან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ავზში განთავსებულ საწვავს.
2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–-–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- მ--------მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ნაჯახის გამოყენებით, ა---- პ----ეს ჭრილობები მიაყენა თავის არეში, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვანი კ--- შ-----ე და შ--–-- ა--------ი, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანეობს და ნ-----–---- მ--------თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამდენად, შ--–-- ა--------მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ასევე, შ--–-- ა--------მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
1.2. შუამდგომლობის მიხედვით, კ--- შ-----ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–-–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანმა კ--- შ-----ემ და ნ-----–---- მ--------მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ დააზიანეს მ------ ფ--–------–---–ის კუთვნილი „ფ------ის“ მარკის სატვირთო ა/მანქანა, სარეგისტრაციო ნომრით Q-------- და ა/მანქანის ძარაზე განთავსებული სავაჭრო ჯიხური. კერძოდ ხელის დარტყმებით და ბლაგვი საგნების გამოყენებით დააზიანეს ა/მანქანის მინები, ავტომანქანის ძრავის ხუფი, წინა მარცხენა კარი, ჯიხურზე დამონტაჟებული მეტალოპლასტმასის ფანჯრების მინები, ჯიხურში შესასვლელი ხის კარი და დამცავი კონსტრუქციის დარაბებიდან ააძრეს ხის ფიცრის ნაჭრები. ამის შემდეგ „ფ------ის“ მარკის ა/მანქანის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- მ--------მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ნაჯახის გამოყენებით, ა---- პ----ეს ჭრილობები მიაყენა თავის არეში, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვანი კ--- შ-----ე და შ--–-- ა--------ი, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანეობს და ნ-----–---- მ--------თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. კ--- შ-----ემ და ნ-----–---- მ--------მა მ------ ფ--–------–---–ს მიაყენეს 950 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში არასრულწლოვანი კ--- შ-----ე, ნ-----–---- მ--------ი და შ--–-- ა--------ი ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ს--------ფ-----------ის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ბ---------ის რაიონის დაბა წ-------ში მდებარე „რ------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე და ოპერატორს - ა---------– გ------–--ეს მოსთხოვეს საწვავის ჩასხმა. საწვავის ჩასხმის შემდეგ, ოპერატორის მოთხოვნის მიუხედავად, მათ არგადაიხადეს საფასური 95 ლარის ოდენობით, რადროსაც ნ-----–---- მ--------მა და კ--- შ-----ემ ა---------– გ------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მძღოლთან - შ--–-- ა--------თან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ავზში განთავსებულ საწვავს.
2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბ---------ი-ბ---------ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–-–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- მ--------მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ნაჯახის გამოყენებით, ა---- პ----ეს ჭრილობები მიაყენა თავის არეში, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვანი კ--- შ-----ე და შ--–-- ა--------ი, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანეობს და ნ-----–---- მ--------თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამდენად, არასრულწლოვანმა კ--- შ-----ემ ჩაიდინა - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე, არასრულწლოვანმა კ--- შ-----ემ ჩაიდინა ძარცვა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
ასევე არასრულწლოვანმა კ--- შ-----ემ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
შ--–-- ა--------ი (პ/ნ1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ -ის 178-მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წელი 63-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი ჩაეთვალოს პირობითად საქართველო სსსკ-ის 44–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საზოგადოების სასარგებლო შრომა 300 საათი.
ასევე ბრალდებული ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 376- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წელი 63-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და შ--–-- ა--------ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ემუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
კ--- შ-----ე (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვლოს პირობითად. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ასევე, კ--- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73 -ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად.
ასევე, კ--- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლისმე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და კ--- შ-----ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. მოწმეების ჩვენებები, დაზარალებულის ა---------– გ------–--ის ჩვენება, ამოღების ოქმი და ამოღებული ა---------– გ------–--ის ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები, კ--- შ-----ისა და შ--–-- ა--------ის დაკავების ოქმები, დაზარალებულის უფლება მონაცვლე მ---- ხ-------–---–ის ჩვენება, ბრალდებულ ნ-----–---- მ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცული, სისხლისმაგვარი ლაქები და ა---- პ----ის ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ა/მანქანის ამოღების ოქმი, ა---- პ----ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, გარდაცვალების ცნობა. დაზარალებულ მ------ ფ--–------–---–ის ჩვენება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები, ფიცრის ნაჭრები და ა---- პ----ის ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ა/მანქანის ამოღების ოქმი, ბენზინგასამართი სადგური „რ------–ი“-დან, სუპერმარკეტი „ნ------ა“-დან, პ------- აფთიაქის N158 ფილიალიდან, ფ-----------ს აფთიაქის N155 ფილიალიდან გამოთხოვილი ინფრომაციის დათვალიერების ოქმები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N7------, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N3----, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა N114. 2. და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორს მ------ ქ-----–---–ს ბრალდებულებს შ--–-- ა--------ს და კ--- შ-----ეს და მათ ადვოკატებს დ----- ბ--------–---–ს და შ------- კ-----ეს შორის.
3.2. პროკურორმა მ------ ქ-----–---–მა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების შ--–-- ა--------ის და კ--- შ-----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მ------ ქ-----–---–მა, ბრალდებულებმა შ--–-- ა--------მა და კ--- შ-----ემ და მათმა ადვოკატებმა დ----- ბ--------–---–მა და შ------- კ-----ემ და კ--- შ-----ის კანონიერ წარმომადგენელმა ბ-----ი შ-----ემ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები შ--–-- ა--------ი და კ--- შ-----ე სრულად აცნობიერებებ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები და კანონიერი წარმომადგენელი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ე.ი. მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მ------ ქ-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
5.გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ :
მოწითალო ფერის ლაქები ა/მანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მიმდებარედ, გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქები ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან, ერთ ფუთად, კ--- შ-----ის ფრჩხილის ნიმუშები, ერთ ფუთად, ფ-------- ტ------ის ნერწყვის ნიმუში, ერთ ფუთად, შ--–-- ა--------ის ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, დაზარალებულ მ---- ხ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ერთ ფუთად, ნ-----–---- მ--------ის ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, ჯიხურის თაროდან ამოღებული მასიური ტიპის დანა, შემთხვევის ადგილზე, N23 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხი სიხლისმაგვარი ლაქებით, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ფანჯარის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ჯიხურის ფანჯარის ჩარჩოს შიდა მხრიდან ამოღებული ანაწმენდები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N14 ნიშნულიდან ამოღებული ერთი ცალი ქანჩი, ერთ ფუთად, გვამის მიმდებარე იატაკიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N22 ნიშნულიდან ფანჯარის ლითონის ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხები სისხლისმაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები ამოღებული ა/მანქანა „ს-------- ფ-----------ი“-ს, შალითებიდან შალითის ნიმუშებთან ერთად, ერთ ფუთად, შემხთვევის ადგილის N11 ნიშნულიდან ამოღებული ა/მანქანის მაშუქი ფარის ნატეხი და მინის ნამტვრევები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N7 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნასმხვრევები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N17 ნიშნულიდან ამოღებული ერთი ცალი ნაჯახი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N13 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N22 ნიშნულიდან ჯიხურის იატაკიდან ამოღებული ორი ცალი ფიცრის ნაჭერი, შემთხვევის ადგილის N2,N1, N3, N4,N24, N12 ნიშნულებიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი, ნ-----–---- მ--------ის სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შ--–-- ა--------ის სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილზე ჯიხურის შესასვლელიდან ორი მეტრის მოშორებით აღებული სუნის ნიმუში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სამი ცალი დაქტილოფირი, ერთ ფუთად, „ფ-----------“-ს აფთიაქის ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ დვდ დისკზე, ბენზინგასამართი სადგური „რ------–ი“-ს ვიდეო ჩანაწერი 8 ცალ დვდ დისკზე, შსს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი სატელეფონო ზარების 7 (შვიდი) MP3 ფორმატის აუდიო ჩანაწერი 1 ცალი სდ დისკზე, „პ-------“-ს აფთიაქის ვიდეო ჩანაწერი 2 ცალ დვდ დისკზე, სუპერმარკეტი „ნ------ა“-ს ვიდეო ჩანაწერი 1 ცალი დვდ დისკზე, ერთ ფუთად, ბენზინგასამართი სადგური „ს------ი“-ს ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ დვდ დისკზე, ერთ ფუთად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ--–-- ა--------ისგან ამოღებული ერთი ცალი საფულე, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით FCD 1101153; „ს-------- ფ-----------ი“-ს მარკის ა/მანქანა დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია ქ.ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალციხის რეგიონალური სამმართველოს სპეცავტოსადგომზე. კაპიშონიანი მაისური, ტყავის ქამარი, ჯინსის შარვალი ამოღებული შ--–-- ა--------ისგან, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 0272480; ვიდეო რეგისტრატორი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201865344; ა/მანქანის მარჯვენა სავარძლის შალითები, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 222226338; ა/მანქანის მარცხენა (მძღოლის) სავარძლის შალითები, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 22226336; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შ--–-- ა--------ს.
„ფ------ი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით QQ 819 SS. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მ------ ფ--–------–---–ის.
ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201815023; ნ-----–---- მ--------ის მაისური, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N201815024; ერთი წყვილი „ნ---ი“-ის ფირმის ბოტასი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N222229534; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ-----–---- მ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბოქლომი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილზე N20 ნიშნულიდან ამოღებული ნაცრისფერი ქურთუკი, გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N15 ნიშნულიდან ამოღებული ხელსაწყო, საკეტი მექანიზმი, ერთ ფუთად, გვამის ქვემოდან ამოღებული გადასაფარებელი, ე.წ. „ადიალა“, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ელექტრო სასწორის კორპუსი, შემთხვევის ადგილზე ჯიხურის თაროდან ამოღებული მინის ქილაში არსებული მონეტები - 17 ლარი, ერთ ფუთად, გვამის პერანგის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული ფული 120 ლარი, ერთ ფუთად. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მ---- ხ-------–---–ს.
ერთი ცალი შავი ფერის პერანგი და ერთი ცალი ლურჯი ფერის შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201815025; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს ა---------– გ------–--ეს.
ჯემპრი (კაპიშონიანი), შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 0272483; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კ--- შ-----ეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორის მ------ ქ-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორს მ------ ქ-----–---–სა და ბრალდებულს შ--–-- ა--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
2.1. შ--–-- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
ასევე, შ--–-- ა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალის პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ--–-- ა--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
2.2. მსჯავრდებულის შ--–-- ა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყონის დრო 2019 წლის 13 ივნისიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
3. დამტკიცდეს პროკურორს მ------ ქ-----–---–სა და ბრალდებულს კ--- შ-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
2.1. კ--- შ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.
დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
ასევე, კ--- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვის ვადით.
დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73 -ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
ასევე, კ--- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73 -ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შემცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და კ--- შ-----ეს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
2.2. მსჯავრდებულის კ--- შ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 30000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ-----------–---–-----------------------------------------------------------------------------------------------------.
მსჯავრდებულ კ--- შ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყონის დრო 2019 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
3. ნ-----–---- მ--------ი (პ/ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
ნ-----–---- მ--------ი (პ/ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა,, ,,დ,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
ნ-----–---- მ--------ი (პ/ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და ნ-----–---- მ--------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
3.1. მსჯავრდებულ ნ-----–---- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 ივნისიდან.
4. პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
მოწითალო ფერის ლაქები ა/მანქანის გადაცემათა კოლოფის ბერკეტის მიმდებარედ, გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, მოწითალო ფერის ლაქები ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან, ერთ ფუთად, კ--- შ-----ის ფრჩხილის ნიმუშები, ერთ ფუთად, ფ-------- ტ------ის ნერწყვის ნიმუში, ერთ ფუთად, შ--–-- ა--------ის ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, დაზარალებულ მ---- ხ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ერთ ფუთად, ნ-----–---- მ--------ის ფრჩხილის ნიმუში, ერთ ფუთად, ჯიხურის თაროდან ამოღებული მასიური ტიპის დანა, შემთხვევის ადგილზე, N23 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხი სიხლისმაგვარი ლაქებით, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ფანჯარის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ჯიხურის ფანჯარის ჩარჩოს შიდა მხრიდან ამოღებული ანაწმენდები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N14 ნიშნულიდან ამოღებული ერთი ცალი ქანჩი, ერთ ფუთად, გვამის მიმდებარე იატაკიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N22 ნიშნულიდან ფანჯარის ლითონის ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N8 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნატეხები სისხლისმაგვარი ლაქებით, მიკრონაწილაკები ამოღებული ა/მანქანა „ს-------- ფ-----------ი“-ს, სახ. ნომრით AA468GG, შალითებიდან შალითის ნიმუშებთან ერთად, ერთ ფუთად, შემხთვევის ადგილის N11 ნიშნულიდან ამოღებული ა/მანქანის მაშუქი ფარის ნატეხი და მინის ნამტვრევები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N7 ნიშნულიდან ამოღებული მინის ნასმხვრევები, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N17 ნიშნულიდან ამოღებული ერთი ცალი ნაჯახი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N13 ნიშნულიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N22 ნიშნულიდან ჯიხურის იატაკიდან ამოღებული ორი ცალი ფიცრის ნაჭერი, შემთხვევის ადგილის N2,N1, N3, N4,N24, N12 ნიშნულებიდან ამოღებული ფიცრის ნაჭერი, ნ-----–---- მ--------ის სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შ--–-- ა--------ის სუნის ნიმუში, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილზე ჯიხურის შესასვლელიდან ორი მეტრის მოშორებით აღებული სუნის ნიმუში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სამი ცალი დაქტილოფირი, ერთ ფუთად, „ფ-----------“-ს აფთიაქის ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ დვდ დისკზე, ბენზინგასამართი სადგური „რ------–ი“-ს ვიდეო ჩანაწერი 8 ცალ დვდ დისკზე, შსს სსიპ „112“-დან გამოთხოვილი სატელეფონო ზარების 7 (შვიდი) MP3 ფორმატის აუდიო ჩანაწერი 1 ცალი სდ დისკზე, „პსპ“-ს აფთიაქის ვიდეო ჩანაწერი 2 ცალ დვდ დისკზე, სუპერმარკეტი „ნ------ა“-ს ვიდეო ჩანაწერი 1 ცალი დვდ დისკზე, ერთ ფუთად, ბენზინგასამართი სადგური „ს------ი“-ს ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ დვდ დისკზე, ერთ ფუთად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შ--–-- ა--------ისგან ამოღებული ერთი ცალი საფულე, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით FCD 1101153; „ს-------- ფ-----------ი“-ს მარკის ა/მანქანა დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია ქ.ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალციხის რეგიონალური სამმართველოს სპეცავტოსადგომზე. კაპიშონიანი მაისური, ტყავის ქამარი, ჯინსის შარვალი ამოღებული შ--–-- ა--------ისგან, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 0272480; ვიდეო რეგისტრატორი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201865344; ა/მანქანის მარჯვენა სავარძლის შალითები, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 222226338; ა/მანქანის მარცხენა (მძღოლის) სავარძლის შალითები, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 22226336; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს შ--–-- ა--------ს.
„ფ------ი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით QQ 819 SS. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მ------ ფ--–------–---–ის.
ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201815023; ნ-----–---- მ--------ის მაისური, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N201815024; ერთი წყვილი „ნ---ი“-ის ფირმის ბოტასი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N222229534; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ-----–---- მ--------ს.
ბოქლომი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილზე N20 ნიშნულიდან ამოღებული ნაცრისფერი ქურთუკი, გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილის N15 ნიშნულიდან ამოღებული ხელსაწყო, საკეტი მექანიზმი, ერთ ფუთად, გვამის ქვემოდან ამოღებული გადასაფარებელი, ე.წ. „ადიალა“, ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ელექტრო სასწორის კორპუსი, შემთხვევის ადგილზე ჯიხურის თაროდან ამოღებული მინის ქილაში არსებული მონეტები - 17 ლარი, ერთ ფუთად, გვამის პერანგის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული ფული 120 ლარი, ერთ ფუთად. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მ---- ხ-------–---–ს.
ერთი ცალი შავი ფერის პერანგი და ერთი ცალი ლურჯი ფერის შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 201815025; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს ა---------– გ------–--ეს.
ჯემპრი (კაპიშონიანი), შარვალი, ერთ ფუთად, დალუქული შტრიხ კოდით N 0272483; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კ--- შ-----ეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. საპროცესო შეთანხმების ნაწილში განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ამავე კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
8. მსჯავრდებულის ნ-----–---- მ--------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის შედეგად განაჩენის გამოტანის ნაწილში განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი