განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003232008
საქმე №1-1020/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა--------------ს
ბრალდებულების - რ----- ლ--------------ის, ვ--–---- ა------ის
ადვოკატის _ მ--–-----------ის
კანონიერი წარმომადგენლების - ი---- ლ--------------ის, ბ--–---------ის
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171200419003 საქმე,1. ბრალდებულ ვ--–---- ა------ის მიმართ
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: არ-------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------–---–---–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები;
2. ბრალდებულ რ----- ლ--------------ის მიმართ
მამის სახელი: გ--–-
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: მქონე
განათლება: არ-------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ------------–---–---–----------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათის შემდეგ, ძარცვისათვის ნასამართლევმა რ----- ლ--------------ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ვ--–---- ა------მა და დაუდგენელმა პირმა, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწიეს ქ. ბათუმში, დ----------------–-------------ში მდებარე შპს „ს--–---------------------ს“ ელექტრო ტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო ნუსაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფულად თანხას 2061 ლარის ოდენობით, 8643 ლარის სარეალიზაციო ტექნიკას და სამუშაო ნოუთბუქებს, ღირებულებით 2000 ლარამდე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ რ----- ს--–------ეს მიადგა საერთო ჯამში 12 704 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა რ----- ლ--------------ემ და ვ--–---- ა------მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ლ--------------ისა და ვ--–---- ა------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულ რ----- ს--–------ის ჩვენება; მოწმეების - ხ---------------------------------–-----–-----------------------------------------–--–----------------------------------------------ის ჩვენებები; 2019 წლის 20 აპრილს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2019 წლის 21 აპრილის ამოღების ოქმი; 2019 წლის 21 აპრილით დათარიღებული, ბრალდებულების ვ--–---- ა------ისა და რ----- ლ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ჩხრეკის და ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; ვიდეოთვალის ჩანაწერები; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განაჩენი რ----- ლ--------------ის მიმართ.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ--–---- ა------ისა და რ----- ლ--------------ის ბრალდებების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია ვ--–---- ა------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და რ----- ლ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
19. ვ--–---- ა------სა და რ----- ლ--------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
20. ვ--–---- ა------ისა და რ----- ლ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათი არასრულწლოვნობა, დანაშაულის აღიარება, მონანიება.
21. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
23. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
24. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
26. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
27. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ვ--–---- ა------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანს ყავს მეგობრები, რომლებსაც არ აქვთ კანონთან სირთულეები, მოზარდს აქვა სასარგებლო ინტერესები, გამოთქვამს სურვილს გაიაროს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი. ვ--–---- ა------ი აღიარებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განმარტავს, რომ ქმედება დაუფიქრებლად განახორციელა და არ დაფიქრდა სამომავლო შედეგებზე, ამჟამად აქვს სურვილი ცხოვრებაში სიახლეების შეტანის. რეკომენდებულია მოხდეს მისი ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა.
28. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რ----- ლ--------------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა მომხდარის გამო და სამომავლოდ გამორიცხავს მსგავს ქმედებებს, გამოხატავს მოტივაციას თავი აარიდოს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას და აღარ ჰქონდეს ურთიერთობა ანტისოციალური ქცევის მოზარდებთან. არასრულწლოვანი საჭიროებს მოტივაციის ამაღლებას სწავლის გაგრძელების ან რაიმე პროფესიის მიღების კუთხით.
29. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
30. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
31. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთის მხრივ, ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ--–---- ა------ს, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადით 6 წლით, რაც უნდა შემცირდეს მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ა------ი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არ იყო ნასამართლევი, ამასთან, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (59.2) შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ვ--–---- ა------ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–---- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
33. ბრალდებულ რ----- ლ--------------ეს, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადით - 6 წლით, რაც უნდა შემცირდეს მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით. ვინაიდან არასრულწლოვანმა დანაშაული ჩაიდინა განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
34. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - დრონის ვიდეოკამერა დალუქულ მდგომარეობაში, ხათუნა კახიძისგან ამოღებული ერთი ცალი კომპიუტერი, ვ--–---- ა------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ერთ ცალი დრონი, ორი ცალი ე.წ. დინამიკი, ელექტრო საათი, ლითონის ყუთი, სანთებელა, ე.წ. ბრელოკი, ბოთლის საცობი და მეტალის დეტალები და ალეკო შაინიძისაგან ამოღებული „ACER“-ის ფირმის ნოუთბუქი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელ(ებ)ს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელების კვალი ხუთ ცალ დაქტოლოფირზე, ანაწმენდები რვა ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული რ----- გ--–-ს ძე ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ რ----- ლ--------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 27 დეკემბრიდან.
2. ბრალდებული ვ--–---- ს------ს ძე ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (59.2) შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ვ--–---- ა------ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–---- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
კონტროლი მსჯავრდებულ ვ--–---- ა------ის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცებები - დრონის ვიდეოკამერა დალუქულ მდგომარეობაში, ხათუნა კახიძისგან ამოღებული ერთი ცალი კომპიუტერი, ვ--–---- ა------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ერთ ცალი დრონი, ორი ცალი ე.წ. დინამიკი, ელექტრო საათი, ლითონის ყუთი, სანთებელა, ე.წ. ბრელოკი, ბოთლის საცობი და მეტალის დეტალები და ალეკო შაინიძისაგან ამოღებული „ACER“-ის ფირმის ნოუთბუქი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელ(ებ)ს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელების კვალი ხუთ ცალ დაქტოლოფირზე, ანაწმენდები რვა ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი