მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები
თავი X — არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი #
1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად.
3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები 1. არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვადა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. 2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად. 3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა. 4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
…არ ყოფილა გამოტანილი, იგი ნასამართლობის არ მქონეა, ინანიებს და აღაირებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ბრალდებულ ნ--------------ს ჯანმრთელობის პრობლემები არ გააჩნია და მისივე განმარტებით იგი ფიზიკურად მუშაობს. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 67-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არასრულწლოვანს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად ისე…