1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა;
ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა;
გ) მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს.
2. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. პატიმრობის გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება.
4. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
5. პატიმრობა არ გამოიყენება ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მიმართ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5015 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5915 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
კარი VIარასრულწლოვნის სასჯელი
თავი Xარასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5915
- 20.09.2019 კანონი №5015
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. პატიმრობა 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას: ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა; გ) მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს. 2. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. პატიმრობის გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება. 4. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. პატიმრობა არ გამოიყენება ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მიმართ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კარი VIარასრულწლოვნის სასჯელი თავი Xარასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი