განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
120100118002521365
დავის ტიპი
276 6
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002521365-1/260-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი – მ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი -ტ------–-----–-----–---–-

 

ბრალდებული: ლ---------------––---

მამის სახელი: ნ------

დაბადებული: 0-.0-.2---

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ნ----–------, ჩ-----–-ს ქ. N34

რეგისტრირებული: ნ----–------, ჩ-----–-ს ქ. N34

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ლ---------------––---მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით

 

კერძოდ, 2017 წლის 1------------, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. ნ----–------ში ა----–-----–-ს ქუჩაზე, ა-----------–---- სატვირთო ავტომანქანა „მ------’', სახელმწიფო ნომრით M------, დაახლოებით 20კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობდა მეორეხარისხოვანი გზიდან და კვეთდა საავტომობილო გზას ა----–-----–-ს ქუჩაზე, რომ კვლავ მეორეხარისხოვან გზაზე გაეგრძელებინა სვლა, რა დროსაც მას გზის სავალი ნაწილის გადაკვეთის მანევრის შესრულების დროს შეეჯახა ა----–-----–-ს ქუჩაზე, დაახლოებით 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ , სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 0-.0-.2--- წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ლ---------------––---ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მგზავრი გ------–---------- გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანების შედეგად 2017 წლის 2------------ გარდაიცვალა.

 

მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მძღოლის ლ---------------––----- მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო შემთხვევა(შეჯახება).

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულმა ლ---------------––---მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რითაც სრულად დაადასტურა მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ამასთან, საქმეზე დაშვებული არც ერთი მტკიცებულება მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად - გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად. შესაბამისად, ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ლ---------------––---მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ა------------–----ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2017 წლის 1------------ მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა „მ------’', სახელმწიფო ნომრით M------, ქ. ნ----–------ში ა----–-----–-ს ქუჩაზე. მისგან დაახლოებით 150-200 მეტრის მოშორებით შეამჩნია ავტომანქნა მერსედეს ბენცი, რომელიც იყო მოძრაობაში, თუმცა ვინაიდან მისგან შორს იყო, ამიტომ დაიწყო მოძრაობა და გადაკვეთა ა----–-----–-ს ქუჩაზე არსებული მთავარი საავტომობილო გზა, ამდროს მარჯვენა საბურავის მხარეს შეეჯახა ავტომანქანა მერსედეს ბენცი, შეჯახება იყო იმდენად ძლიერი რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა ნაწილობრივ დატრიალდა.

 

იხ. ს.ფ. 84-87;

 

ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 3------------ N 0-------- დასკვნის თანახმადა ლ---------------––----- სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,9% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

იხ. ს.ფ. 148-152;

 

ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 3------------ N 0------- დასკვნის თანახმად ა------------–----ს სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

იხ. ს.ფ. 153-156;

 

ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 1--------------- N 0-------- დასკვნის თანახმად გ------–----------ს სისხლის ნიმუშში აღმოჩენილ იქნა 1% ეთილის სპირტი, რომელიც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

იხ. ს.ფ. 176-180;

 

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 1---------- N 0-------- დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება სატვირთო ავტომობილ „M-------, M-------ის მძღოლ ა------------–------ არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ მერსედეს ბენცის მძღოლის ლ---------------––----- მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, (შეჯახება).

 

იხ. ს.ფ. 216-223;

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 0--------- N0-------- დასკვნის თანახმად გ------–----------ს სიკვდილის მიზეზია: კისრის მიდამოს და ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად გავითარებული ზურგისა და თავის ტვინის ნივთირების შეშუპება, თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის დისლოკაციით და ჩაჭედვით კეფის დიდ ხვრელში, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით მოქ. გ------–----------ს სიკვდილი დაფიქსირდა 2017 წლის 2------------ 15:45 საათზე. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ს.ფ. 226-233;

 

სასამართლოს დასკვნა ლ---------------––----- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: კერძოდ, მოწმეების ე---------------–----ს, ა-----------------ს, ნ-----------------ს, ვ-----–----------ს, ი--------–------–---–-ს და სხვათა მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, კომპლექსური სატრანსპორტო ტრასოლოგიუი-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ლ---------------––----- ბრალდების შესახებ დადგენილება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2018 წლის N 0-------- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ---------------––----- მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ლ---------------––----- მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---------------––---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ლ---------------––----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.“

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ლ---------------––---ი დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

სასამართლო ლ---------------––----- მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.

 

მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ასევე მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად: „ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.“

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბრალდებულის კეთილდღეობის, განათლების განვითარების ინტერესს და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ლ---------------––----- მიმართ, შესაძლებელი იქნება თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა, კერძოდ მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, არის ნასამართლობის არ მქონე.

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას და სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ლ---------------––----- მიმართ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

ბრალდებული ლ---------------––---ი მომხდარს განიცდის, მამა და ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი ფიქრობს და ზრუნავს მასზე, ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს ნასამართლობა, ოჯახში არ მოიხმარენ ალკოჰოლს, მას არ აღენიშნება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, იგი არ არის თამბაქოს ან სხვა მავნე ნივთიერების მომხმარებელი, მას ჩაუტარდა ოპერაცია ფეხზე და კიდევ ესაჭიროება ოპერაცია, გადაადგილდება ხელჯოხით, დადებითი ფაქტორია, რომ მას აქვს სამუშაო გამოცდილება, თვითონ და მისი ოჯახი რელიგიურია, მისი მეგობრები არ არიან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, იგი მეცადინეობს საგამოცდო საგნებში, რათა ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებლში, მას საცხოვრებლის მხრივ პრობლემები არ აქვს და აქვს ოჯახის სახით კეთილსაიმედო გარემო.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------------––---ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, აგრეთვე აეკრძალოს ავტოსანტრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 წლის ვადით. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ლ---------------––---ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 06 თვის ვადით, ლ---------------––---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 04 წელი და 06 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 05 წელი, აგრეთვე უნდა აეკრძალოს ავტოსანტრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ---------------––----- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 59-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 73-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---------------––---ი (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით, საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის’’ 73-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის და 6 თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 05 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. ლ---------------––---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელად ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 3 წლის ვადით.

 

3. ლ---------------––----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად 2018 წლის 9-----–--- შეტანილი თანხა 5 000(ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ნ-------------------––---ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

4. ლ---------------––----- მიმართ პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ,,მ----“, სახელმწიფო ნომრით M-------, რომელიც განთავსებულია ქ.ა---––---ში, ა---–---–---ს გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ა----ს’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

- ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით G------, რომელიც განთავსებულია ქ.ა---––---ში, ა---–---–---ს გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ა----ს’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-ა------------–----ს ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-ლ---------------––----- ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-გ-------–----------ს ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

- გზის მოასფალტებული ზედაპირიდან ამორებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მ----“, სახელმწიფო ნომრით M-------, მძღოლის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით G------, ავტომანქანის მძღოლისა და წინა მარჯვენა მგზავრის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომრით G------, წინა მარჯვენა საქარე მინის მარჯვენა ნაწილიდან ამოღებული თმის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, გ-------–----------ს გვამიდან აღებული თმის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი