კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული დროით არასრულწლოვნის მინდობით აღმზრდელისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით და მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების გარემოცვაში დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განრიდების ღონისძიების განხორციელების პროცესში შესაძლებელია არასრულწლოვნის მშობლების ჩართვაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №750 - ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება 1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული დროით არასრულწლოვნის მიმღენდობი ოჯთ ახღმზრდელისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით და მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების გარემოცვაში დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განრიდების ღონისძიების განხორციელების პროცესში შესაძლებელია არასრულწლოვნის მშობლების ჩართვაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
…გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით…
…არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით…