მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობები:

ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად;

ბ) მინდობით აღსაზრდელს შეუქმნას კეთილსაიმედო ოჯახური გარემო;

გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან ურთიერთობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;

ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და შეასრულოს სხვა მოვალეობებ