1. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემა, მათ შორის:

ა) შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემა;

ბ) მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ბრძანებების გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება;

ბ) „მშვილებელ/მიმღებ ოჯახად რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ“ განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს №01-52/ნ ბრძანება;

გ) „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანება.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურმა ორგანომ) უზრუნველყოს:

ა) შვილად აყვანის, ბავშვის გაშვილების ან ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის შესაბამისი კონსულტაციის ფორმის დამტკიცება;

ბ) ბავშვის გაშვილებაზე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის სპეციალური ფორმის დამტკიცება;

გ) მინდობით აღზრდის მსურველი პირის/შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;

დ) გაშვილებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცება;

ე) ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;

ვ) საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერტიფიკატის) ფორმის დამტკიცება;

ზ) ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემ