მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
თავი VIII — გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან/და რეგისტრაციის მისამართზე.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას.
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს (მშვილებლებს) წარმოეშვა (წარმოეშვათ) ან/და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს (მშვილებლებს) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდე.
6. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზე.
7. თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის (მშვილებლების) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს (მშვილებლებს) თავის მშობლად (მშობლებად) თვლის, შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშ
მთავარი მონაცემები
ვადა6 თვის ვადაში
ვადა2 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წერილობით დაადასტურონ შვილად აყვანის სურვილი, განაცხადონ თანხმობა შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლაზე და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეატყობინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვალდებულებათა შესახებ მშვილებლებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეესტრში აღრიცხვის ან/და რეგისტრაციის მისამართზე. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას. 4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის აღრიცხვიდან მოხსნას. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც შვილად აყვანის უპირატესი უფლება მშვილებელს (მშვილებლებს) წარმოეშვა (წარმოეშვათ) ან/და გასაშვილებელი ბავშვი მშვილებელს (მშვილებლებს) შესთავაზეს ამ კანონის ამოქმედებამდე. 6. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებულ პირებზე. 7. თუ ბავშვი შვილად აყვანის შესახებ განცხადების შეტანამდე მშვილებლის (მშვილებლების) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს (მშვილებლებს) თავის მშობლად (მშობლებად) თვლის, შვილად აყვანა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშე .