1. ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა (პირებმა) უნდა მიმართოს (მიმართონ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავისი (თავიანთი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასების საფუძველზე.
3. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებასთან ერთად აუცილებელია მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის წარდგენ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაცია 1. ბავშვის მინდობით აღზრდის (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდის) მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა (პირებმა) უნდა მიმართოს (მიმართონ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავისი (თავიანთი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ მინდობით აღზრდის მსურველი პირის შეფასების საფუძველზე. 3. მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებასთან ერთად აუცილებელია მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის წარდგენა .