1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომელიც არის ობოლი;
ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
გ) რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები;
[დ) „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.
3. მინდობით აღზრდის მიზნით შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის პირი და მისი შვილი.
4. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3450 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1260
- 20.09.2018 კანონი №3450
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი 1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები; [დ) „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული საგატუდენტი, პროფესიული მომზანათლდებლის პრო დგრაწემის, პროფებსიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ესნაშიულ მომზადებისტუდ პროგრამის მსმენტელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა. 3. მინდობით აღზრდის მიზნით შეიძლება ერთდროულად განთავსდნენ 18 წლამდე ასაკის პირი და მისი შვილი. 4. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.