არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.“.
2. მე-3 მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).“.
3. 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება ნიშნავს განსაზღვრული დროით არასრულწლოვნის მინდობით აღმზრდელისთვის გადაცემას სახლიდან მოშორებით და მშობლებისაგან განცალკევებით, თუ არასრულწლოვნის სახლში და მშობლების გარემოცვაში დატოვება მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს შეიცავს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N750-IIს |