გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5951-სს
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.019837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.“.

2. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალურ სარგებლობას, ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გზშ-ის ანგარიშს დაურთოს სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

3. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული პირი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5951-სს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2020.
როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5951-სს. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.019837.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5951-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.019837 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4868104/