„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
470070000.05.001.020234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) №2 დანართის:

ა) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“:

ა.ა) მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

12

 ამფეტამინი

0,005

0,1

1

 “;         

  ა.ბ) 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „

33

 დეზომორფინი

0,001

0,01

1

 “;         

  ა.გ) 91-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

91

ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი

0,00002

0,0002

0,001

“;         

  ა.დ) 93-ე და 94-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

93

მდმა (3,4-მეთილენდიოქ-სიმეტამფეტამინი)

0,05

0,5

1

94

მეთადონი (ფუძე და მარილები)

0,005

0,2

1

  “;         

  ა.ე) 105-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

105

მეთკათინონი (ეფედრონი)

0,005

0,1

1

“;         

  ა.ვ) 109-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

109

მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა)

0,005

0,1

1

“;          

  ა.ზ) 189-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

189

 ჰეროინი

0,005

0,2

1

  “;         

ბ) შენიშვნების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად;

ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად;“.

მუხლი 2

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც ამ კანონით განხორციელებული ცვლილება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 მარტი 2021 წ.

N324-IVმს-Xმპ