ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№664-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.102642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) მე-6 მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;“;

ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა მესამე პირს გადაეცეს.

8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ნაწილში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და გადაეცეს შესაბამისი უფლებამოსილებები და ფუნქციები.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ნაწილში მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

3. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული პროგრამული კოდით − 25 05 განსაზღვრული მყარი ნარჩენების მართვის პროგრამით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N664-IIმს-XIმპ