საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№809-Vრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.020360
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად;“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 ივლისი 2021 წ.

N809-Vრს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №809-Vრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.020360.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №809-Vრს-Xმპ, 22.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020360 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5219478/