„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- on Energy and Water Supply 20.12.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები. კომისია უფლებამოსილია გრძელვადიანი ტარიფები ასევე დაადგინოს წყალმომარაგების სექტორისთვის. კომისია უფლებამოსილია სატარიფო განაცხადის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემისთვის დაადგინოს წყალმომარაგების ტარიფები მუნიციპალიტეტების მიხედვით.“.
2. 45-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი არის საქართველოს სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელთაგან ერთი აკონტროლებს გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გადამცემ ქსელს, ხოლო მეორე − წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, მიჩნეული არ იქნება ერთ და იმავე პირად.“.
3. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა
მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მიზნით სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავენ აღნიშნული პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად მომხმარებლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N7020-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №7020-რს. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.05.001.020048.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7020-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.020048 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4915066/