„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას;“.
3. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს არ აქვს უფლება:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა;
ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს.“.
4. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს;
დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“.
5. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები
1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი წოდება.
3. მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა.
2. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს ამ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
3. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.“.
6. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3508-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
- მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები
- მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება
- მუხლი 33. სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა
- მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები
- მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
- მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3508-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.05.001.021036.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3508-XIIIმს-Xმპ, 21.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.021036 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5881724/