1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით.
2. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი წოდება.
3. მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები 1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისათვის ამღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით. 2. მოსამსახურეს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მასზე მაღალი წოდება. 3. მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, მუხლი 34, №3921-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2905260/muxli-34/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია