1. სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა.
2. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური.
3. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 21.09.2023 კანონი №3508
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად 1. სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა. 2. უმაღლესი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური. 3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.