მუხლი 31. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება
თავი VI — სამსახურის გავლა
1. მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მოსამსახურე სასამართლო განჩინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით დროებით გადაყენებული უნდა იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. მოსამსახურე სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მოსამსახურე სასამართლო განჩინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით დროებით გადაყენებული უნდა იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
მუხლი 32. თანამდებობიდან დროებით გადაყენება— საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, მუხლი 31, №3921-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2905260/muxli-31/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია