1. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირმა სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამინისტროს მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ სამინისტროს მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგ