1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა არის ერთი წელი.
2. თუ სამინისტროს მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
3. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადამდე:
ა) თუ სამინისტროს მოსამსახურემ დისციპლინური სახდელის დაკისრების შემდგომ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა სამინისტროს მოსამსახურემ;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია სამინისტროს მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირი.
6. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეიტანება სამინისტროს მოსამსახურის პირად საქმეში.
სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლე