1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:
ა) სამინისტროს მოსამსახურის წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (არაუმეტეს 5 დღისა);
ბ) შვებულების დროს;
გ) მისი კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;
ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.
4. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება მინისტრის/პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების