1. სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 14 დღის ვადაში.

3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. გაცნობად, ასევე, ჩაითვლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროს ან მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში თვალსაჩინო ადგილზე ან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, განთავსებიდან მე-7 დღე