1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში.

3. იმ სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (გათავისუფლების შესახებ) მითითებული დღიდა