1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამ წესისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანების შესაბამისად. პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო აკონტროლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოების მიმდინარეობას და საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მინისტრს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს.

3. დაუშვებელია სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.

4. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

5. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებული უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა ჩადენილი გადაცდომის შესახებ.

7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამინისტროს მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

8. პირს, რომელსაც უფლება აქვს, სამინისტროს მოსამსახურეს დააკისროს დისციპლინური სახდელი, შეუძლია სამინისტროს მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას დროებით ჩამოაშოროს სამსახურს. სამსახურისგან ჩამოშორებულ სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.

9. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და შესაბამისი ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე ინახება სამინისტროს მოსამსახურის პირად საქმეში. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება სამინისტროს მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი