1. მძიმე ან მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამინისტროს მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2. სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა.
3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამინისტროს რეპუტაციას, ან სამინისტროში მომუშავე სხვა სამინისტროს მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამინისტროს;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე სამინისტროს მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;
ე) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა