1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
დ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სამსახურის თანამშრომლის და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნე
ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა