1. რეზერვში ირიცხება:
ა) სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
ბ) სამსახურში არმყოფი პირი, რომელმაც სამსახურში დანიშვნის მიზნით წარმატებით ჩააბარა შესაბამისი გამოცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას;
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული პირი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა;
დ) პირი, რომელმაც გაიარა მოსამზადებელი კურსები, მიიღო დადებითი შეფასება, მაგრამ არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე.
2. პირის რეზერვში ჩარიცხვის საფუძველია განცხადება, რომელიც ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის ადმინისტრაცია სამსახურის დანაყოფის ხელმძღვანელ პირს წარუდგენს რეზერვში მყოფთა სიას (შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად). შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს და ღებულობს (ან არ ღებულობს) გადაწყვეტილებას რეზერვში ჩარიცხული პირის (მისი განცხადების საფუძველზე) თანამდებობაზე დასანიშნად სამსახურის უფროსის სახელზე წარდგინების გაკეთების შესახებ.
4. პირი რეზერვში შეიძლება იყოს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, რის შემდეგაც პირი ამოირიცხება რეზერვიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
თავი IX. სამსახურის სტაჟი, ნამსახურობის ნუსხა და შრომის წიგნაკ