1 სამსახურის თანამშრომელზე დგება ნამსახურობის ნუსხა, რომელშიც მითითებულია:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) ოჯახური მდგომარეობა;
დ) განათლება და სპეციალობა;
ე) თანამდებობაზე ფიცის დადების თარიღი და ადგილი;
ვ) სამსახურის გავლა, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების ფორმულირება ამ წესის შესაბამისი მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის დამოწმებით;
ზ) შვებულებები;
თ) წახალისებები;
ი) დისციპლინური პასუხისმგებლობის დადება და მისი მოხსნა;
კ)
ატესტაციის შედეგები.
2. სამსახურის თანამშრომლის სხვა სამსახურში გადასვლისას ნამსახურობის ნუსხა იგზავნება ახალი სამსახურის ადგილზე. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს მისი სურვილით ეძლევა ნამსახურობის ნუსხა