1. სამსახურის თანამშრომლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას მისი თანხმობის შემთხვევაში (უარის შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება სამსახურიდან) იგი აიყვანება სამსახურის ადმინისტრაციის განკარგულებაში (არა უმეტეს ოთხი თვისა), თუ ამ ხნის განმავლობაში არ გადაწყდება მისი სამსახურში მოწყობის საკითხი, სამსახურის თანამშრომელი დათხოვნ
ილ იქნება სამსახურიდან.
სამსახური ვალდებულია მოახდინოს სამსახურის თანამშრომელთან საბოლოო ანგარიშსწორება და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.
2. მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ სამსახურის თანამშრომელს უნდა ეცნობოს რეორგანიზაციამდე ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება სამსახურის თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით