1. მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ და შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა