1. რიგგარეშედ განაწესში სამი განწესით დანიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას განწესი სრულდება 10 დღის ვადაში.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოყენებულ განწესში არ იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომა