(2) გადამზიდავის ან მისი მძღოლების მიერ მეორე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ შეთანხმების დებულებების სერიოზული ან განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იმ სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოები, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, გაატარებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:

ა) მიმართავს შესაბამის გადამზიდავს მოწოდებით, რომ დაიცვას მოქმედი წესები (გაფრთხილება);

ბ) დროებით გამორიცხავს მას მოძრაობიდან;

გ) შესაბამი გადამზიდავს შეუწყვეტს ნებართვის გაცემას, ან გააუქმებს უკვე გაცემულ ნებართვას იმ დავით, რომლითაც მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ შეაჩერა გადამზიდავის მოძრაობა.

(3) ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიება შეიძლება გაატაროს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის ტერიტორიაზეც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

(4) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეატყობინებენ ერთმანეთს მიღებული ზომების თაობაზე პირადული მონაცემების დაცვის შესახებ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისა