a) „ომში დაღუპული გერმანელები“:

- გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები;

- გერმანიის სამართლის ნორმების თანახმად მათთან გათანაბრებული პირები;

- გერმანიის მოქალაქეობის მქონე სხვა პირები, რომლებიც გარდაიცვალნენ 1914-1918 ან 1939-1945 წლებში მიმდინარე ომის დროს ან მათი დეპორტაციის შემდეგ.

b) „ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები“:

ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

c) „ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოები“;

სასაფლაოები ან სასაფლაოთა ნაწილები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობენ ან რომლებიც იძებნება ან ახლად გაიხსნება და რომლებზედაც დაკრძალულნი არიან ომში დაღუპული გერმანელებ