(2) შეთანხმება მოქმედებს იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას შეთანხმების მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ

შესრულებულია ქ. ბონში 1993 წლის 25 ივნისს ორ ეგზემპლარად, ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.

საქართველოს რესპუბლიკის   გერმანიის

ფედერალური მთავრობის სახელით                                                   რესპუბლიკის მთავრობის სახელით

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა

რომლებსაც სურთ საბოლოოდ მოაგვარონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების საკითხი;

ესწრაფვიან ამ საფლავების შენარჩუნებასა და სათანადო მოვლას და არსებული ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რეპუბლიკებს შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ 1990 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების მე-18 მუხლის გათვალისწინებით,შეთანხმდნენ შემდეგზ