2) საკუთრების უფლებებს ეს შეთანხმება არ ეხება. ომში დაღუპულ გერმანელთა სასაფლაოებად გამოყენებული ტერიტორიის საზღვრების აუცილებლობით გამოწვეული ცვლილებები უნდა გაირკვეს მხარეებ ან მათ მიერ დასახელებულ ინსტანციებს შორის ურთიერთ თანხმობის საფუძველზე. თუ ორივე მხარის თანხმობით ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ გამოიყენება გათვალისწინებული მიზნებისათვის, ასეთ შემთხვევაში გერმანიის მთავრობა კარგავს სარგებლობის უფლებას.
3) თუ ტერიტორია 1 პუნქტის მიხედვით იძულებით საზოგადოებრივი მიზეზების გამო სხვა დანიშნულებისათვის გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სანაცვლოდ გამოყოფს სხვა ტერიტორიას და გაიღებს ხარჯებს მიცვალებულთა გადასვენებისა და ახალი სასაფლაოების მოწყობისათვის. ახალი ტერიტორიის შერჩევა, მისი მოწყობა და გადასვენება მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზ