1. 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501; 502),ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები, რომელთა მეუღლე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ვეტერანი ან სხვა უფლებამოსილი პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსარგებლის ოჯახის წევრის ომში მონაწილეობის და დაღუპვის ფაქტი (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ვ) მოსარგებლესა და ომში დაღუპულს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ზ) გარდაცვალების მოწმობა (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

თ) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის (მოსარგებლის) საბანკო ანგარიშზ